„Pəncərənin“ müsabiqə iştirakçısının blogu
Arzu Kazımzadə
İlk öncə şəxsi təcrübələrimə ( 18 il, çoxda gözardı ediləsi deyil, hə?) dayanaraq deyə bilərəm ki, hər şeydən bir nəticə çıxarmaq, mənfini belə fürsətə çevirib, pis nəticəyə deyildə problemin həllinə fokuslanmaq hər zaman qurtarıcım olmuşdur, elə çoxlarımız bu pandemiyanıda fürsətə çevirdik.Ən dəyərli kapital insandır deyə, çox sevdiyim bir söz vardır, elə bu fikirdən yola çıxaraq başlayım özümlə. Mən bu virus ərəfəsində tam anlamıyla ailəmə doydum deyə bilərəm, bolca sevdim onları ,öpdüm ən önəmlisidə onlarla çoxca söhbət etmək fürsəti qazandım, inanıram ki, bunları etmək isdəyibdə çalışdığından dolayı edə bilməyən minlərlə qadında, bənzəri fürsətdən yararlanıb ailələrinə lazımi vaxtı ayırmışlardır.
Virus səbəbilə iş yerləri qapalı olduğundan, evdə qaldıqları müddətdə bəylərimizində, işlə təmin olunub olunmamsından asılı olmayaraq hər bir qadının gündəlik ev işlərinə necə təqdirə layiq enerji sərf etdiklərini anladıqlarını ümid edirəm. Burda məqsədim qadınları möhtəşəmləşdirmək filan deyil, sadəcə hər kəs lazımi dəyəri görsün o qədər. Hazır mövzu qadınlarkən, istəyirəm mənə görə stereotipləşmiş bir detayı vurğulayım, bu sözüm özünü haqlıykən haqsız duruma salan bəzi “qadın hüquqlarının müdafiəçilərinə”, kimlər ki, qadını möhtəşəm varlıq olaraq görürlər. Niyə? Mən qadınam və heçdə möhtəşəm deyiləm, haqlarımı tələb etmək üçün möhtəşəm olmalıyam? Buraxın bu qadınları ucaldaraq haqlarını müdafiə etməni ,mən yaşamağa, təhsil almağa, öz qərarlarımı verməyə haqqı olan adi bir vətəndaşam bu qədər.
Çox sevindirici haldır ki, ətrafımda virusla mübarizə zamanı ailəsi və sevdiklərininin sağlamlığı üçün lazımi tədbirlər alan bir çox qadın gördüm. Necə yəni “əşşi bu Amerikanın oyunudu, heç bir qonşunda görübsənmi biri ölə?”. Bu cahilliyin hansı etapıdı axı? Tədbir almaqda fayda var demişlər, sən tədbir al ki, hər kəsdə səni nümunə götürsün.
Bu pandemiyayla bağlı məlumatlandırıcı video roliklər çəkib, evdə maskalar hazırlayan, ailə üzvlərinə mənəvi dəstək olan, yemək bacarıqları ilə günümüz dadlandıran qadınlarımız, onlar yaxşı ki varlar.
Hər bir çətin vəziyyətin yaxın zamanda öhdəsindən gəlmək diləyi ilə!
————————————————–
რა გავლენა იქონია პამდემიამ ჩვენი, ქალების ცხოვრებაზე? რა მოგვცა და რით დაგვაზარალა?
არზუ კაზიმზადე
„ფანჯარას“ კონკურსში მონაწილე ბლოგპოსტი
https://www.facebook.com/2212389659075790/posts/2552500311731388/
პირველ რიგში, პირადი გამოცდილებით (18 წლის გამოცდილება არც ისე ცოტაა), შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრისგან გამოცდილების მიღება, უარყოფით მოვლენაში საკუთარი შესაძლებლობების დანახვა, ცუდ ამბებზე კი არა, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება არის ჩემი ცხოვრების წესი. ძალიან ბევრმა ჩვენგანმა, პანდემია დადებითად გამოიყენა. არის ასეთი ფრაზა: “ადამიანი ყველაზე ძვირფასი კაპიტალია”, რომელიც ძალიან მომწონს. მეც ამით მინდა, ჩემი ისტორია დავიწყო.
ამ ვირუსის გავრცელების პერიოდში, მთელი დრო ოჯახთან გავატარე, სიყვარულით ჩავეხუტე, დავკოცნე ისინი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა. მე მჯერა, რომ ბევრ ქალს უნდოდა ამის კეთება და ახლა ისარგებლა ამ მომენტით.
მე ასევე მჯერა, რომ კაცები, რომლებიც პანდემიის გამო სახლში ატარებენ დროს, მიხვდნენ, რამდენად დიდ ენერგიას ხარჯავენ ქალები ყოველდღიური საქმეებისთვის. აქ მთავარია, ყველა შესაფერისად დაფასდეს.
თუ ქალებზე ვისაუბრებთ, მინდა, ჩემი აზრით უკვე გასტრეოტიპებულ საკითხს შევეხო. საუბარია ზოგ უფლებადამცველზე, რომლებიც, როცა მართლები ვართ, ისე გვიჩვენებენ, თითქოს არ ვიყოთ, მაგრამ უბრალოდ ქალობის გამო „გვითმობენ“ და „გვაქებენ“.
რატომ? მე ქალი ვარ და შეღავათები არ მჭირდება, მე ჩემი უფლებების მოთხოვნისთვის არ მჭირდება, ვინმემ შემაქოს და წამახალისოს! დაანებეთ თავი ქალების შექებით დაცვას, მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელსაც ცხოვრების, განათლების მიღების და საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.
ძალიან მიხარია, რომ ჩემ გარშემო ბევრი ქალია, რომელიც ვირუსთან ბრძოლის დროს ოჯახის და მისი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის საჭირო ზომებს იღებდა. როგორ შეიძლება, იფიქრო, რომ “ეს ამერიკის თამაშია“? რომ პანდემიის გავლენები ჩვენი დაღუპული ნაცნობებით უნდა იზომებოდეს? ეს უვიცობის რომელი დონეა? სჯობს, თქვენ მიიღოთ ზომები, რომ სხვებისთვისაც სამაგალითონი გახდეთ.
რა კარგია, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც პანდემიის პერიოდში საგანმანათლებლო ვიდეოებს იღებდნენ, სახლში პირბადეებს კერავდნენ, ოჯახს მხარს უჭერდნენ, არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებდნენ.
იმედია, მალე გამოვალთ ამ სიტუაციიდან.