Blog-lar

Pandemiya və qadınlar

Pəncərənin blog müsabiəsi iştirakçısı

Tamam Abdulova

Biz qadınlar dünyada böyük rolu olan varlıqlarıq.  Amma təəsüflər olsun eyni zamanda, ən çoxda bizə əziyyət edilir. Niyə? Zəifikmi? Səsimizi çıxara bilmirikmi? Dava-dalaş edə bilmirikmi? Bəli kişilərin əksəriyyəti belə düşünür.

Zorakılıq… yəqin lüğətdə ən nifrət etdiyim sözdür… Nifrət edirəm çünki zorakılıq bir çox insanın həyatını məhv edib.. Bəzisi həyatını itirib, bəzi gəncliyini, bəzi uşağını və.s . Bu son zamanlar zorakılıq halları daha da artdı, əsasən də bu pandemiya bizim bir çoxumuzun həyatını dəyişdi.  Doğrudur pandemiyə nazirlərin müsbət şeylər öyrətdi amma  bəziləri üçün isə bu müddət cəhənnəmə çevrildi. Zorakılıq qurbanı qadınların bu müddətdə şərtləri daha da çətinləşdi, onların həyatı da həbsə çevrildi.  Amma bu həbs digərlərindən bir az fərqlidir, burada tək azadlıqdan məhrum deyilsən həmdə hər gün döyülürsən, əziyyət görürsən, düşünürsən ki ölənə kimi bu əziyyət bitməyəcək. Bəzən bu doğrudan da belə olur. Çıxış yolunu özünü öldürməkdə tapırlar, mənim fikrimcə bu həm qorxaqlıq həmdə  cəsarətdir. Qorxaqlıqdır çünki mübarizə aparmaq istəmirsən, bacara  bilmirsən və ya yorulubsan və istəyirsən ki hər şey bitsin amma çıxış yolu ölümdürmü?

Əlbbətə yox!

Özünü öldürmək həmdə cəsarətdir çünki çox adam buna cəsarət etmir.

Koronavirusla birlikdə qadınların zorakılıqla mübarizə aparması daha da çətinləşdi amma mümkünsüz deyil.  Əgər biz nəyisə etmək istəyiriksə əminəm ki bunu edə bilərik. Əsas odur ki, mübarizə aparmaq bacarığımız olsun, biz elə güclü olmalıyıq ki, mübarizənin sonunda qalib gələn tərəf biz olaq.

Pandemiyə ailə zorakılığı ilə yanaşı aclığı da artırdı. Ailəsi olmayan, özü işləyib, özünü təmin edən qadınlar  yaşayana qadınlar işsiz qadınlar. Eyni zamanda uşağı ilə yaşayan, evə çörək qadınlar üçün də bu müddət çox çətin kecir. Amma unutmamalıyıq ki, qadınlar elə bir varlıqdırlar ki, hər zaman həll yolunu tapırlar  və uşaqlarını ac qoymurlar və əsl bu qadınlar qəhramandırlar.  Məhz qadınlar bu cür mübarizə bacarıqları var. Bu cür qadınlar dəyərlidirlər.

Pandemiyə bizim hər birimiz üçün o qədər çətin müddət idi ki, yəqin ki bu müddət heç birimizin yadından çıxmayacaq.  Bu müddətdə bizim azadlığımız məhdudlaşdırıldı və bu dəhşət idi, çünki heç yerə gedə bilmirdik, sanki həbsdəydik. Amma bəzi qadınlar o qədərdə çətinlik çəkmədilər çünki onlar doğulduğu andan etibarən bu şərtlərdə yaşayır. İlk növbədə atası tərəfindən məhdudlaşdırılır, tək bayıra çıxa bilməzsən çünki qız dostları ilə çöldə gəzə bilməz, dostları ilə əylənə bilməz daha da pisi isə təhsil ala bilməz. Qız böyüdükdə isə evlənməli, ailə qurmalıdır, bəzi valideyin isə heç böyüməsini də gözləmir. Evləndikdən sonra bəlkə bəzisinin bəxti gətirə, yaxşı insanla qarşılaşa və ona məhbus, qul kimi davranmaya. Bəzisi isə evləndikdən sonra da bədbəxt yaşamağa davam edir. O, işləyə bilmir, ərindən icazəsiz bir yerə gedə bilmir, ərinin sözündən çıxa bilməz. Bir sözlə bu cür yaşayan qadınlar çoxdur. Onlar qorxudan öz iradələri ilə heç bir addım ata bilmirlər.  Düşünürəm ki bu cür yaşayan qadınların həyatını pandemiya müddətində evdə qalmaq onların həyatında  çox da bir  dəyişdirmədi.

Pandemiyanin bir müsbət tərəfi isə odur ki qadınlara özlərinə vaxt ayırmağa, özlərini kəşf etməyə imkan verdi.  Fikrimcə öz-özünə danışmaq, özünü dinləmək özünü başa düşməyə daha yaxşı imkan verir. Hər kəsin bir bacarığı var əsas odur ki bacarığı düzgün istifadə edək.   Düşünürəm ki, qadınlar əksəriyyəti bacarığını həyatlarını daha yaxşılaşdırmaq üçün əla istifadə edirlər,  məsələn bu müddətdə onlar evdə yeni bacariqlarını  kəşf edə bilərlər  və bu müddətdən istifadə edib bunu inkişaf etdirə bilərlər.  Yəni demək istəyirəm  biz bu bezdirci müddəti daha asan keçirə bilərik. Çalışmalıyıq ki, hər pis hadisədə yaxşı bir şey görək, düzdü bunu hər zaman edə bilmərik amma yenədə maksimum dərəcədə buna cəhd etməliyik ki, bizim həyatımız daha gözəl, daha rəngli olsun  və elə yaşayaq ki həmişə gülər üzlə gəzək, bu qadınlara çox yaraşır. Bəli gülümsəmək qadına ən çox yaraşan aksesuardır və biz bundan çox istifadə etməliyik.

————————————————

ქალები და პანდემია

ფანჯარას ბლოგერების კონკურსის მონაწილე ბლოგპოსტი

თამამ აბულოვა

ჩვენ, ქალებს, ძალიან დიდი როლი გვაკისრია ამქვეყნად. მაგრამ, სამწუხაროდ, ამავდროულად ყველაზე მეტად ჩვენ ვიჩაგრებით. რატომ? სუსტები ვართ? ხმას ვერ ვიღებთ? ვერ ვიჩხუბებთ?

აი, სწორედ ასე ფიქრობს კაცების უმეტესობა.

ძალადობა… ალბათ ქართულ ენაში ყველაზე მეტად ეს სიტყვა მეზიზღება… მეზიზღება მისი მნიშვნელობაც, რადგან  ამ ძალადობამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიწირა…ზოგმა სიცოცხლე დაკარგა, ზოგმა ახალგაზრდობა, ზოგმა კი შვილი და კიდევ ბევრი რამ. ამ ბოლო დროს, უფრო გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. მით უმეტეს, ამ პანდემიამ შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.

მართალია, პანდემიამ ძალიან ბევრი დადებითი რამ გვასწავლა, მაგრამ ზოგისთვის იგი ჯოჯოხეთად იქცა. ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობა პანდემიის დროს უფრო გაუარესდა, მათი ცხოვრება ციხედ იქცა.

მაგრამ, ეს ციხე სხვანაირია, აქ არამხოლოდ თავისუფლება გაქვს აღკვეთილი, არამედ ყოველდღე გცემენ, გაწამებენ, თითქოს არასოდეს დამთავრდება ეს ტანჯვა, სანამ არ მოკვდები. ზოგ  შემთხვევაში, მართლაც ასე ხდება. ქალები ზოგჯერ გამოსავალს სიკვდილში პოულობენ, რაც, ჩემი აზრით, სისუსტეც არის და გამბედაობაც. სისუსტე იმიტომ, რომ ბრძოლა არ გინდა, არ შეგიძლია ან კიდევ უკვე ძალიან დაიღალე და გინდა, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი. მაგრამ, გამოსავალი ნუთუ სიკვდილია? – რა თქმა უნდა, არა. თავის მოკვლა გამბედაობაც არის ამავდროულად, რადგან არა მგონია, რომ ყველამ გაბედოს ეს. ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, რომ ქალებში არის ასეთი შემთხვევები. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს კაცებმაც გააკეთონ, მაგრამ მაინც ქალებში უფრო ხშირად ხდება ეს ყველაფერი.

კორონას პრობლემასთან ერთად, ქალების ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ ძალიან რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. თუ ჩვენ რამის გაკეთება მოგვინდება და მოვინდომებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შევძლებთ. რაც მთავარია, უნდა გვქონდეს ბრძოლის უნარი, უნდა ვიყოთ ძლიერები, ისეთი ძლიერები, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულნი გამოვიდეთ.

ჩემი აზრით, პანდემიამ გაზარდა ძალადობა ოჯახში, არამხოლოდ ძალადობა, არამედ – შიმშილობაც. მარტოხელა ქალები, ვისაც ოჯახი არ ყავს და მარტო ცხოვრება და მუშაობა უწევდათ ამ პერიოდში, უმუშევრები დარჩნენ. ასევე, არიან ქალები, რომლებიც შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მათ შემოაქვთ ოჯახში პური. აი, სწორედ ასეთი ქალებისთვის იყო ეს პერიოდი საშინელება. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალი ყოველთვის პოულობს რამე გამოსავალს და არასოდეს დატოვებს შვილებს მშივრებს. სწორედ ასეთი ქალები არიან ჩემს თვალში გმირები. სწორედ ქალებს აქვთ ასეთი ბრძოლის უნარი. ვაფასებ ასეთ ქალებს. პანდემია ისეთი რთული იყო თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება ეს საშინელი პერიოდი. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საერთოდ შენი თავისუფლება შეიზღუდა, რაც, ჩემი აზრით, საშინელებაა. საშინელებაა, როდესაც არსად გასვლა არ შეგიძლია, ცხოვრობ ისე, თითქოს ციხეში ხარ. მაგრამ, ზოგ ქალს არც გაუჭირდებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაბადებიდანვე მიჩვეულნი არიან ასეთ საშინელ ცხოვრებას. ეს უმეტესწილად აზერბაიჯანულ ოჯახებში ხდება, სამწუხაროდ. ქალი ჯერ მამასთან, თავის ოჯახში არის ასეთი შეზღუდული. სახლიდან მარტო ვერ გახვალ, – გოგო რატომ უნდა გავიდეს მეგობრებთან ერთად გარეთ? რატომ უნდა გაერთოს მეგობრებთან? ან უფრო უარესებიც – გოგომ რატომ უნდა მიიღოს განათლება? გოგო როგორც კი გახდება სრულწლოვანი, უნდა გათხოვდეს და ოჯახი უნდა შექმნას. ზოგი არც კი ელოდება, რომ სრულწლოვანი გახდეს. და სწორედ გათხოვების შემდეგ, ზოგს კარგი ბედი აქვს და კარგი ქმარი ჰყავს, რომელიც არ ზღუდავს და არ ექცევა, როგორც პატიმარს და თავის მონას. ზოგი ქალი კი გათხოვების შემდეგაც ისეთივე უბედურია, როგორც თავიდანვე იყო ოჯახში. მას არ შეუძლია მუშაობა, არ აქვს უფლება, ქმრის გარეშე გავიდეს სადმე, ქმრის სიტყვა არ შეასრულოს. ერთი სიტყვით, ასეთი ქალები ძალიან ბევრია. ისინი, სამწუხაროდ, ვერაფერს აკეთებენ, არადა, შეუძლიათ, რომ გააკეთონ, უბრალოდ ეშინიათ და ვერ აკეთებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პანდემია და სახლში ასე ჩაკეტილად ყოფნა მათ ცხოვრებაში დიდად არაფერს შეცვლიდა. პანდემიის ერთ-ერთი დადებითი მხარე ქალებისთვის ის არის, რომ მათ ჰქონდათ საკმარისად დიდი დრო, რომ საკუთარ თავთან ყოფილიყვნენ, დაეთმოთ საკუთარი თავისთვის უფრო მეტი დრო და ამ პერიოდში უფრო ბევრ რამესაც აღმოაჩენდნენ საკუთარ თავში. ჩემი აზრით, ყველა ქალს სჭირდება საკუთარ თავთან საუბარი, საკუთარი თავის მოსმენა და ყველაფრის კარგად გააზრება. ამიტომ, პანდემიამ, უარყოფით მხარეებთან ერთად, დადებითიც მოგვიტანა. თითოეულ ადამიანს აქვს ნიჭი. მთავარია, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ნიჭს, ან საერთოდ გამოვიყენებთ თუ არა. ვფიქრობ, ქალების უმეტესობა ამ ნიჭს საკმაოდ კარგად იყენებს თავისი ცხოვრების უფრო გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ამ პერიოდში მათ სახლში შეეძლოთ რაიმე ახალი უნარის გამომუშავება, აღმოეჩინათ საკუთარ თავში რაიმე სხვა განსხვავებული ნიჭი, და სწორედ ეს პერიოდიც ზუსტად იყო ის დრო, როდესაც მათ შეეძლოთ ამ ნიჭის გაუმჯობესება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ, ქალებს, შეგვეძლო, ეს პერიოდი ისე გაგვეტარებინა, რომ მოსაბეზრებელი და საშინელი არ ყოფილიყო. უნდა ვეცადოთ, რომ ცუდში ვიპოვოთ რაღაც კარგიც. მართალია, ამას ყოველთვის ვერ შევძლებთ, მაგრამ მაინც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ. ასე ჩვენი ცხოვრება უფრო ლამაზი, უფრო ფერადი და ისეთი იქნება, რომ ყოველთვის ვივლით გაღიმებული სახეებით, რაც ქალებს ძალიან უხდებათ. დიახ, ღიმილი ქალების ყველაზე ლამაზი აქსესუარია, რომელიც ხშირად უნდა ვატაროთ.