Xəbərlər

Peyvənddən əvvəl, peyvənd zamanı və sonra COVID-19 peyvəndi haqqında nə bilməliyik?

Dünyada milyonlarla insan COVID-19-a qarşı təhlükəsiz formada vaksin olundu və bu hamımızı sevdiyimiz insanlara, sevdiklərimizlə daha çox şey etməyə bir addım daha yaxınlaşdırır. Çoxları üçün COVID-19 peyvəndləri kifayət qədər tez hazırlanmayıb, lakin digərlərinin peyvənd prosesi ilə bağlı sualları var. Onların növbəsi gələnə qədər nə bilməlidirlər?
Peyvənd olunmazdan əvvəl
Hazırda aşağıdakı sağlamlıq vəziyyəti olan insanlar mümkün yan təsirlərin qarşısını almaq üçün COVID-19 peyvəndi almamalıdırlar:
– Əgər sizdə COVID-19 peyvəndinin inqrediyentlərindən hər hansı birinə qarşı şiddətli allergik reaksiyalarınız varsa.
– Hazırda xəstəsinizsə və ya COVID-19 simptomları varsa (lakin sağaldıqdan sonra peyvənd ola bilərsiniz və həkiminiz bunu təsdiq edəcək).
Həkiminizlə danışın. Əgər peyvəndlərdən hər hansı birinə qarşı ciddi allergik reaksiyanız olubsa və ya hazırda qəbul etdiyiniz dərmanlarla bağlı hər hansı sualınız varsa, dərmanları təyin etməzdən əvvəl həkiminizlə əlaqə saxlayın.
Özünə yaxşı bax. Gün ərzində yaxşı hiss etmək üçün peyvənddən bir gecə əvvəl yaxşı istirahət edin.
Gözləyərkən
Təhlükəsiz qalın. Peyvənd müəssisəsində gözləyərkən və maska taxarkən fiziki məsafə kimi təhlükəsizlik tədbirlərinə əməl etdiyinizə əmin olun.
Ünsiyyət. Əgər hamiləlik və ya zəifləmiş immunitet sistemi kimi ehtiyat tədbirləri görməyinizi tələb edən bir sağlamlıq vəziyyətiniz varsa, həkiminizə məlumat verin.
Qeydlərinizi saxlayın. Siz COVID-19-a qarşı hansı peyvəndi, nə vaxt və harada olduğunuzu göstərən peyvənd kartı almalısınız. Gələcəkdə ehtiyacınız olarsa, bu kartın əlinizdə olduğundan əmin olun.
Vəziyyətinizə nəzarət edilməsi üçün peyvənd zonasında qalın. Peyvəndi aldıqdan sonra tibb işçisi sizi təqribən 15 dəqiqə izləməlidir ki, Peyvəndə ani reaksiya vermədiyinizə əmin olsun. Ancaq ciddi sağlamlıq üçün ağır reaksiyaları çox nadirdir.
Bəzi yan təsirlərə hazır olun. Peyvəndlər xəstəliyə yoluxma riski olmadan immuniteti gücləndirmək üçün nəzərdə tutulub. İmmunitetin yan təsirlər olmadan inkişaf etməsi normal olsa da, bir neçə gün ərzində öz-özünə yox olan yüngül və orta dərəcədə yan təsirlərin yaşanması da adi haldır.
Peyvənddən sonra hiss edə biləcəyiniz bəzi yüngül və orta dərəcəli yan təsirlərə aşağıdakılar daxildir: peyvənd yerində qol ağrısı, yüngül qızdırma, yorğunluq, baş ağrısı və ya əlavə ağrı, titrəmə, ishal. Semptomlardan hər hansı biri bir neçə gündən çox davam edərsə və ya daha şiddətli reaksiya ilə qarşılaşsanız, dərhal həkiminizlə əlaqə saxlayın.
Səbirli olun. İmmunitetin formalaşması üçün vaxt lazımdır. Siz Pfizer-BioNtech və ya Moderna COVID-19 peyvəndinin ikinci dozasından iki həftə sonra, AstraZeneca peyvəndinin ikinci dozasından 15 gün sonra və ya J & J / Janssen COVID-19 peyvəndinin birdəfəlik dozasından iki həftə sonra tam peyvənd edilmiş sayılacaqsınız.
Özünüzü və başqalarını qoruyun. Bu peyvəndlər insanları ciddi COVID-19 xəstəliyindən qorumaqda çox təsirli olsa da, biz hələ də peyvənd olunmuş şəxsin simptomlar olmadan belə virusu yaymasının mümkün olub-olmadığını araşdırırıq. Odur ki, xalq çox olan yerlərdən çəkinmək, fiziki məsafədən, əl yuma və maska taxmaq da daxil olmaqla, özünüzü və başqalarını qorumaq üçün təhlükəsizlik tədbirlərinə davam etmək vacibdir.
———————————-
რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინით აცრამდე, აცრის დროს და მის შემდეგ ?
მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში უსაფრთხოდ აიცრა COVID-19-ის წინააღმდეგ, რაც ყველას ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს, იმაზე მეტის კეთებისკენ, რაც გვიყვარს. ბევრისთვის COVID-19-ის ვაქცინების შემუშავება საკმარისად სწრაფად ვერ მოხერხდა, მაგრამ სხვებს კითხვები გაუჩნდათ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. რას უნდა იცოდნენ, სანამ მათი რიგი მოვა?
სანამ აცრაზე წახვალთ
დღეისათვის, შემდეგი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიიღონ COVID-19 ვაქცინა, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო გვერდითი მოვლენები:
– თუ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქციების ისტორია COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე.
– თუ ამჟამად ავად ხართ ან გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები (თუმცა, შეგიძლიათ, აცრა გაიკეთოთ მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდებით და ამას თქვენი ექიმი დაადასტურებს).
ესაუბრეთ თქვენს ექიმს. თუ ოდესმე გამოგიცდიათ მძიმე ალერგიული რეაქცია რომელიმე ვაქცინაზე ან გაქვთ რაიმე შეკითხვა იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამჟამად იღებთ, მედიკამენტების დანიშვნამდე მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს.
თავს მიხედეთ. კარგად დაისვენეთ ღამე ვაქცინაციამდე, რათა თავი კარგად იგრძნოთ დღის განმავლობაში.
ლოდინის დროს
დარჩით უსაფრთხოდ. დარწმუნდით, რომ დაიცავით უსაფრთხოების ზომები ვაქცინაციის დაწესებულებაში, როგორიცაა ფიზიკური დისტანცია ლოდინის დროს და ნიღბის ტარება.
კომუნიკაცია. აცნობეთ ჯანდაცვის პროფესიონალს, თუ გაქვთ ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც სიფრთხილის ზომების მიღების საჭიროებას წარმოშობს, მაგალითად ორსულობა ან დაქვეითებული იმუნური სისტემა.
შეინახეთ თქვენი ჩანაწერები. თქვენ უნდა მიიღოთ ვაქცინაციის ბარათი, რომელზე აღნიშნულია, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინა მიიღეთ, როდის და სად. დარწმუნდით, რომ ხელთ გქონდეთ ეს ბარათი, თუ ის მომავალში დაგჭირდებათ.
რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინით აცრამდე, აცრის დროს და მის შემდეგ ?
მეორე ნაწილი
ვაქცინაციის შემდეგ
აცრის ადგილზე დარჩით, თქვენი მდგომარეობის მონიტორინგისთვის. ჯანდაცვის პროვაიდერი უნდა დაგაკვირდეთ ვაქცინის მიღებიდან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რათა დარწმუნდეს, რომ არ გქონდეთ აცრაზე მყისიერი რეაქცია. თუმცა, ძალიან იშვიათია ჯანმრთელობის მძიმე რეაქციები.
მოემზადეთ ზოგიერთი გვერდითი ეფექტისთვის. ვაქცინები შექმნილია იმისთვის, რომ გაგიძლიეროთ იმუნიტეტი დაავადების მიღების საფრთხის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურია იმუნიტეტის ჩამოყალიბება გვერდითი ეფექტების გარეშე, ასევე ხშირია მსუბუქი და ზომიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, რომლებიც თავისთავად ქრება რამდენიმე დღეში.
ზოგიერთი მსუბუქი და ზომიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება, განიცადოთ ვაქცინაციის შემდეგ, მოიცავს: მკლავის ტკივილს ინექციის ადგილზე, მსუბუქ ცხელებას, დაღლილობას, თავის ან სახსრების ტკივილს, შემცივნებას, დიარეას. თუ რომელიმე სიმპტომი გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს ან თუ განიცდით უფრო მძიმე რეაქციას, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს.
იყავით მომთმენი. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. თქვენ ჩაითვლებით სრულად ვაქცინირებულად Pfizer-BioNtech ან Moderna COVID-19 ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 15 დღის შემდეგ ან J&J/Janssen COVID-19 ვაქცინის ერთჯერადი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.
დაიცავით საკუთარი თავი და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინები ძალზე ეფექტურია ადამიანების დასაცავად COVID-19-ის სერიოზული დაავადებისგან, ჩვენ ჯერ კიდევ შევისწავლით, შესაძლებელია თუ არა, ვაქცინირებულმა ადამიანმა მაინც გაავრცელოს ვირუსი, თუნდაც სიმპტომების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, განაგრძოთ უსაფრთხოების ზომების მიღება საკუთარი თავის და სხვების დასაცავად, მათ შორის – ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის თავიდან აცილების, ფიზიკური დისტანციის, ხელების დაბანისა და ნიღბის ტარების გზით.