Qabal kəndi Kaxeti rayonunun Laqodexi bələdiyyəsində yerləşir. Burada, Tbilisidən gələn yoldan Qabal çayının gözəl mənzərəsini görəcəksiniz. Qabal kəndinə girəndə tamam başqa bir şey hiss edə bilərsən və soruşa bilərsən ki, kənd yoxsa şəhərdir, çünki mənim kəndim hər cəhətdən çox inkişaf edib.
Mərkəzi yolda boş yer görməyəcəksiniz, çünki dükan, avtoyuma, aptek və s. ilə doludur. Binalardan başqa Qabal və Laqodexi rayonu ümumilikdə ən gözəl təbiəti ilə seçilir. Qabalın da gözəl təbiəti var, xüsusən də dağların yaxınlığındakı Qabal dərəsinə gedəndə orada tamam başqa aləmlə rastlaşarsan. Oraya çatanda dağdan soyuq suyun endiyi yeri görməlisən. Sakinlər buranı “soyuq quyu” adlandırırlar. Qaballılər xüsusilə bu yerdə gəzməyi, yayda dostları, ailəsi ilə vaxt keçirməyi sevirlər, çünki bura sərin və yayı keçirmək üçün ən yaxşı yerdir. Oraya çatanda dağların yaxınlığı sizi məftun edəcək – ona görə də düşünürsən ki, bir az da yaxınlaşsan, onlara əlinlə toxuna bilərsən. Bura gələn heç bir adam susuz qayıtmaz, çünki ən yaxşı, təmiz, soyuq su bura gəlir.
Qabalın özünə gəldikdə isə yerli icma 4 kənddən ibarətdir: Gəncəli, Qaracala, Uzuntala və Qabal. Buna uyğun olaraq bu dörd kənd bir-birindən bir qədər dəyişmiş nitq ləhcəsi ilə seçilir. İnkişafa gəlincə, dördü də inkişaf baxımından bir-birindən fərqlənir. Qabalı 10 il əvvəllə indi müqayisə etsək, inkişaf baxımından böyük fərq görərik: kənd o qədər inkişaf edib ki, evimin yaxınlığında yaşayan babam tez-tez deyir ki, bura İsani kimidir, o qədər maşın var ki, yolu keçə bilməzsən.
Kənddə belə bir inkişafa sevinirəm. Buradakı insanların şəxsi inkişafı məni də sevindirir. 10 il əvvəl qızınızı gürcü məktəbinə gətirsəydiniz, indikindən daha çox maneələrlə üzləşərdi və məncə, bu, böyük dəyişiklikdir. Kəndimdə daha çox gənc qızların peşəkar inkişafını görəcəyim günün tezliklə gəlməsini istəyirəm.
Arzu Calalova
——————–
სოფელი კაბალი
სოფელი კაბალი კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ, თბილისიდან მომავალი გზიდან, კაბალის მდინარის ლამაზ ხევს დაინახავთ. როდესაც სოფელ კაბალში შედიხართ, შესაძლოა, სულ სხვა რაღაც იგრძნოთ და კითხვა გაგიჩნდეთ: ეს სოფელია თუ ქალაქი, რადგან ჩემი სოფელი ძალიან განვითარებულია ყველა მხრივ.
ცენტრალურ გზაზე თავისუფალ სივრცეს ვერ დაინახავთ, რადგან სავსეა მაღაზიებით, მანქანის სამრეცხაოებით, აფთიაქებით და ა. შ. გარდა შენობებისა, ასევე, კაბალი და ზოგადად, ლაგოდეხის რაიონი გამოირჩევა საუკეთესო ბუნებით. კაბალშიც გვაქვს ლამაზი ბუნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთების ახლო ადგილებში კაბალის ხევის ადგილას თუ მიდიხართ, – იქ სულ სხვა სამყაროს აღმოაჩენთ. იქ მისვლისას, აუცილებლად უნდა ნახოთ ის ადგილი, საიდანაც მთიდან ცივი წყალი ჩამოდის. მოსახლეობა ამ ადგილს “ცივ ჭასაც” უწოდებს. კაბალის მოსახლეობას განსაკუთრებით მოსწონს ამ ადგილას გასეირნება, ზაფხულში დროის გატარება მეგობრებთან, ოჯახთან, რადგან გრილა და საუკეთესო ადგილია ზაფხულის გასატარებლად. იქ მისვლისას, მოგაჯადოებს მთების სიახლოვე – ასე გგონია, რომ თუ ცოტას კიდევ მიუახლოვდები, ხელითაც შეეხები. აქ მოსული არც ერთი ადამიანი წყლის გარეშე არ ბრუნდება, რადგან აქ მოდის საუკეთესო, სუფთა, ცივი წყალი.
რაც შეეხება თვითონ კაბალს, აქაური თემი შედგება და იყოფა 4 სოფლად: განჯალა, კარაჯალა, უზუნთალა და კაბალი. შესაბამისად, ეს ოთხივე სოფელი ერთმანეთისგან გამოირჩევა საუბრის ოდნავი შეცვლილი დიალექტითაც. რაც შეეხება განვითარებას, ოთხივე ერთმანეთისაგან გამოირჩევა განვითარებით. თუ შევადარებთ 10 წლის წინანდელ და ახლანდელ კაბალს, დიდ განსხვავებას დავინახავთ განვითარების მხრივ: სოფელი იმდენად განვითარდა, რომ ჩემს სახლთან მცხოვრები ბაბუა ხშირად ამბობს, ისანს ჰგავს აქაურობა, იმდენი მანქანაა, რომ გზას ვერ გადმოკვეთო.
მიხარია ასეთი განვითარება სოფელში. მიხარია აქაურთა პიროვნული განვითარებაც. 10 წლის წინ თუ ქართულ სკოლაში მიიყვანდი შენს გოგოს, მაშინ უფრო მეტი დაბრკოლება შეექმნებოდა, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს დიდი ცვლილებაა. მინდა, მალე მოვიდეს ის დღეც, როდესაც პროფესიული განხრით განვითარებულ უფრო მეტ ახალგაზრდა გოგოს დავინახავ ჩემს სოფელში.
არზუ ჯალალავა