Blog-lar

Qadın hissləri

Müəllif: Aytəkin Qurbanova

Dünyada bizi biz edən hisslərimiz və düşüncələrimizdir. Ancaq biz qadınlar çox vaxt hisslərimizi gizlətməyə məcbur qalırıq. Bəlkədə ən yaxşı bacardığımız elə susmaqdır?

Qadın hisslərini  peşakar bir şəkildə gizlətməyi bacara bilir. Çünki onlar  hisslərini gizlətməyə ən çox məcbur edilən varlıqlardır.Ən qəddar işgəncə növü bu deyildirmi? Hiss etdiklərini dilə gətirə bilməmək… Daima hisslərinin ortaya çıxacaq qorxusu ilə yaşamaq… Öz hisslərində, səssizliklərində daima boğulub qalıblar. Onlar üçün susmaq adi bir hala çevrilmiş, boğazında düyünlənib qalan sözləri dilə gətirmək isə dəhşətli bir yuxuya çevrilmişdir.

Qadınların həyatı belədir. Heç bir qadın durduq yerə dəli olmaz. Gözlənilmədən baş verən hər şey, əslində,çox uzun bir hazırlıq tələb edir. Bu, illər uzunu davam edən susqunlugun ruhda yaranmış olan hisslərin çölə çıxmasıdır. Bu cür gecikmiş üsyanların səbəbi ömrü boyu eşidilən tənbehlərdir,davamlı olaraq əzaba dözmək,hər nə olursa olsun razılığa gəlməsi, ortaq bir yol axtarmasıdır. Və ən önəmlisidə, bütün bunları durmadan unutmağa çalışmasıdır. Baş verən hansısa pis hadisənin üzərində dayanmamaq, eşidilən hər pis sözü qulaq ardı etmək, vurulan şillənin ağrısını üzündə deyil qəlbində hiss etmədir. Bunu cəmiyyət öyrədib axı, üzünün bir tərəfinə şillə dəydisə digərini çevir. Çünki bütün qadınlar döyülə-döyülə qadın olubmuş axı…

Səsini çıxarmaq tərbiyəsizlik, susmaq isə tərbiyə adlanmış cəmiyyətin qurbanlarıdır qadınlar. Qəbirə girincəyə qədər atalarının , qardaşlarının, həyat qurduğu insanın yaşatdıqlarına susmalıdır düşüncəsi ilə yetişən bir dünyada yaşayır qadınlar.Ən çoxda öz daxili dünyasının sirrlərinin açıqa çıxmasından qorxar qadınlar.Çünki bir çox cəmiyyət üçün qadınların səhv etmə huququ yoxdur. Onun bir balaca səhvi dağın başına qoyular oğlanınkı isə torbaya qoyular. Çünki bu Namussuzluqdur cəzası isə ölümdür. Bu gün, bir çox qız uşagı hətta ağladığı zaman belə bunun səhv anlaşılacağını bildirib ona hirslənən analar tərəfindən böyüdülür.Bəli,bu qaçınılmaz bir haldır. Və məni dərindən sarsır.Ümid varam ki, bir gün bu narahat edici vəziyyətin içindən çıxacağıq.

—————————-

ქალის გრძნობები

ამ სამყაროში არსებობს გრძნობები და ფიქრები, რომელიც ადამიანის მე-ს ქმნის, თუმცა, ქალები ზუსტად ამ მნიშვნელოვან გრძნობებს იძულებით მალავენ. შეიძლება ამიტომაც, ყველაზე კარგად ვიცით დუმილი?!

ქალს შეუძლია, ოსტატურად დამალოს გრძნობები, რადგან ის ყველაზე მეტად იძულებულია, დამალოს თავისი გრძნობები. ხომ არ არის ეს წამების ყველაზე სასტიკი ფორმა? – ვერ გამოხატო ის, რასაც გრძნობ… ისინი ყოველთვის ახრჩობენ თავიანთ გრძნობებსა და სიჩუმეს. მათთვის სიჩუმე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ყელში გაჩხერილი სიტყვების წარმოთქმა კოშმარად იქცა.

ჩემ გარშემო თითქმის ყველა ქალის ცხოვრება ასეთია. არც ერთი ქალი არაფრის გამო ხომ არ „გაგიჟდება“. მოულოდნელად მომხდარ ყველა ამბავს შემდგომი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. ქალებს ემართებათ ეს მოულოდნელებები და ეს წლების განმავლობაში მათ სულში მომხდარი ამბების ერთიანად ამოფეთქვაა. ამ აფეთქებების მიზეზი კი, წლების განმავლობაში მითითებების მოსმენა, მუდმივად წამების თმენა? რაც არ უნდა მოხდეს, შედეგი ყველაფერზე დათანხმება და საერთო გზის პოვნაა, შემდეგ კი – ამ მოვლენების დავიწყების ცდაა. მომხდარ უსიამოვნო ამბებზე არანაირი მსჯელობა და საუბარი, მოსმენილ ცუდ სიტყვებზე – არანაირი რეაგირება/ვითომ არგაგება, სახეში გალაწუნებულის გულში გრძნობაა. ეს ყველაფერი ქალს საზოგადოებამ ასწავლა, თუ სახეში ერთ მხარეს დაგარტყეს, მეორეზე მიუშვირე, რადგან ყველა ქალი ცემის მოთმენით გახდა „კარგი ქალი“.

ხმის ამოღება უზრდელობად, დუმილი კი – ზრდილობის მაჩვენებელია საზოგადოების მსხვეპლი ქალებისთვის. სანამ საფლავში არ წავა, მანამდე მამების, ძმებისა და მეუღლეების მხრიდან ყველაფერი უნდა მოითმინოს. ზუსტად ამ აზრით იზრდება ყველა ქალი. ყველაზე მეტად კი, ქალს თავისი შინაგანი სამყაროს გამოაშკარავების ეშინია, რადგან ძალიან ბევრი საზოგადოებაში თვლის, რომ ქალს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. ქალის მცირე შეცდომას მთაზე აიყვანენ ყველას სანახავად, კაცების შეცდომებს კი ტომარაში დამალავენ. ნებისმიერი შეცდომა ქალს „უნამუსოდ“ აქცევს, ამის სასჯელი კი სიკვდილია. ჩემ გარშემო დღეს ბევრ გოგოს, ტირილის გამოც კი, დედის მხრიდან ცემა მიუღია, რადგან სხვების მხრიდან ამის დანახვის შემთხვევაში, ფაქტის განსხვავებული ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. ეს სამწუხაროა და მე ძალიან მაწუხებს. იმედია, ამ შენაწუხებელ მდგომარეობას ოდესმე ბოლო მოეღება.

ავტორი: აიტეკინ ქურბანოვა