İctimaiyyət

Qadın olmaq bizim cəmiyyətdə susmaq deməkdir

Qadın kimdir?

Qadın bu dünyada hörmət olunası ən vacib varıqdır. O ana övladıdır və çox güclü varlıqdır. Qadın olmasa dünya olmaz.

Siz hansı qadını seçədiniz : təhsilli kariyeralı qadınmı yoxsa ailə sahibi qayğıkeç qadın olmağımı?

Məncə hər iki faktor vacibdir. Qadın üçün təhsil çox vacibdir ancaq qadın ailə içində olub analıq rolunu yerinə yetirməlidir və xoşbəxtliyi dadmalıdır. Mən hər ikisi olmağı seçərdim.

Sizcə siz güclü qadınsınızmı, özünüzü güclü hesabedirsinizmi?

Əlbətdə ki, mən çox güclü varlığam. Bir qadın bir ananın övladı kimi özümü çox güclü hiss edirəm. Çün ki, bu günlərə gəlmək üçün bir çox çətinliklərdən keçmişəm və bügün onu təstiq edə bilərəm ki, qadın olmaq heç asan deyil. Qadın olmaq bizim cəmiyyətdə susmaq deməkdir.

Təhsil almaq qadın üçün nə dərəcədə vacindir?

Təhsil qadın üçün çox vacibdir. Bu gün ki, cəmiyyətimizə baxanda elə bunu çox yaxşı görəbilərik. Qadın təhsilsizdirsə cəmiyyətdə təhsilsizdir. Təhsilli qadın təhsilli cəmiyyət deməkdir.

Bir qadın olaraq ən böyük arzularınızdan biri nədir?

Təhsil almağımdı, özümə inamımı itirməməkdi, güclü olmaqdır, bir qadın kimi kiməsə özümü təstiqləməkdeyil də, gücümü paylaşmaqdır arzum.

Sizcə bir qadın üçün ən böyük xoşbəxtlik nədir?

Qadın olmağın özü bir mükafat və xoşbəxtlikdir. Ancaq bizim cəmiyyət bunu bədbəxtliyə çevirib və bizə qadınlığımız ağırlıq kimi gəlir. Buna görədə inanmıram ki, bizim  cəmiyyətdə xoşbəxt qadın mövcud ola. Xoşbəxt qadın olmasada övladlarını xoşbəxt etməyə çalışan və onların o xoş gününü görüb xoşbəxt olurlar.

Qadın dünyayı dəyişdirə bilərmi?

Qadının dünyaya övlad gətirməyi elə dünyaya yenilik gətirməsi düməkdir. Hər yenilik də dəyişikliyə bərabərdir. Məncə bəli qadın dünyayı dəyişdiə bilər.

Şəlalə Əmircanova


იყო ქალი ჩვენს საზოგადოებაში გაჩუმებას ნიშნავს

ვინ არის ქალი?

ქალი ამ სამყაროში ის უმნიშვნელოვანესი არსებაა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ის ძალიან ძლიერია. ქალი რომ არ ყოფილიყო, სამყაროც არ იქნებოდა სრული.

თქვენთვის რომელია პრიორიტეტული: განათლებული და კარიერის მქონე ქალი თუ ოჯახის მქონე და მზრუნველი?

ჩემი აზრით, ორივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალისთვის განათლება ძალიან დიდს ნიშნავს, თუმცა იგი ოჯახშიც უნდა იყოს და დედის როლსაც უნდა ასრულებდეს. იგი ღირსია, დატკბეს ყველანაირი ბედნიერებით. მე ორივეს ავირჩევდი.

თქვენი აზრით, ძლიერი ქალი ხართ?

რა თქმა უნდა, მე ძალიან ძლიერი ვარ. როგორც ქალი და შვილი, მე თავს ძალიან ძლიერად ვთვლი. აქამდე ისე მოვედი, რომ დიდი სირთულეები მაქვს გადალახული. დღეს იმის დამტკიცება შემიძლია, რომ იყო ქალი – არაა მარტივი. სამწუხაროდ, ქალად ყოფნა ჩვენს საზოგადოებაში დუმილს ნიშნავს.

ქალისთვის განათლების მიღება მნიშვნელოვანია?

განათლების მიღება ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ საზოგადოებას რომ შევხედოთ, ამას კარგად დავინახავთ. ქალს თუ განათლება არ აქვს, საზოგადოებაც გაუნათლებელია, რადგან ზუსტად განათლებამიღებული ქალი განათლებულ საზოგადოებას განაპირობებს.

როგორც ქალი, რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?

განათლების მიღებაზე, რომ არ დავკარგო ჩემი თავის ნდობა, რომ ასე ძლიერად ვიყო, როგორც ქალი, არამარტო ჩემი სიძლიერის ვიღაცისთვის დამტკიცებაზე, არამედ ამ გამოცდილებების სხვებთან გაზიარებაზე. ესაა ჩემი, როგორც ძლიერი ქალის, ოცნებები.

თქვენი აზრით, რა არის ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება?

იყო ქალი, ისედაც ნიშნავს, რომ ეს ჯილდო და ბედნიერებაა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ეს გადაატრიალეს და უბედურების სახე მისცეს. შედეგად კი, ჩვენი ქალობა ჩვენთვის ტვირთად იქცა. ამიტომაც, არა მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში რომელიმე ქალი ბედნიერი იყოს. ქალს კი, რომელიც არაა ბედნიერი, თავისი შვილების ბედნიერება უნდა და მათი სიხარულით ბედნიერი ხდება.

შეუძლია თუ არა ქალს სამყაროს შეცვლა?

ქალის მიერ გაჩენილი შვილი სამყაროში სიახლის შემოტანას ნიშნავს. სიახლე კი ცვლილებას უტოლდება. მე ვიტყოდი, რომ კი, ქალს შეუძლია სამყაროს შეცვლა.

შალალა ამირჯანოვა