Blog-lar

Qadın yoxsa əmək mexanizmi?!

Şəlalə Əmircanova

Axır vaxtlarda bizə ən yaxın sosial qrupun gündəlik həyatı haqqında müzakirə və araştırmaq mənə maraqlı gəldi. Beləliklə azərbaycanlı qadının gündəlik həyatı haqqında yazmaq qərarına gəldim.

Ümumiyyətlə, hər kəsə məlumdur ki, Qafqaz qadını öz zəhmətkeşliyi, qayğıkeşliyi, səbri, özünə xas xüsusiyyətiylə, ailəsinə olan münasibətiylə və başqa xüsusiyyətləriylə bu günkü deyimlə Avropalı qadından fərqlənir. Azərbaycanlı qadının hər gün qarşılaşdığı problemlər haqqında yazmaq istəyirəm, düşünürəm ki, bu problemlər qadının sosial həyatıyla və qeyd olunanların azərbaycanlı qadınının həyatına, təbiətinə xüsusi təsir edir. Məsələn: Ağır əmək, zorakılıq qurbanı olmaq, ərkən yaşda evlənmək (əksər hallarda), zorla evləndirilmək, ali təhsilin olmaması (bəzən orta məktəb təhsilinin də olmaması) daha doğrusu, bu gün azərbaycanlı qadın köhnə ənənəyə uyğun olaraq ərkən yaşda evləndirilir, nəticədə iqtisadi olaraq və tək iqtisadi deyil, ümumiyytələ yoldaşından asılı olur. Düünürəm ki, bu gün qadınların formalaşmış həyat tərzi və forması uzun prosesdir, bunun kökündə çox streotip dayanır, bunları qadınların özləri də yaradır ancaq bu streotiplərin müəllifləri kişilrdir.

Yuxarıda nümunələr çərçivəsində və bunu teoria da isbat edir ki, konkret olaraq formalaşmış streotipi dəyişmək, onun yaranma prosesi kimi uzunmüddətli prosesdir. Təxminən 5 ildir Kvemo Kartlidə qadınlarla işləyirəm və onların narazlıqlarını dinləyirəm. Müxtəlif sosial problemlərlə işləyirəm məsələn: erkən evlilik, ailədə zorakılıq, qadın hüquqları, gendər bərabərliyi və.s. Bu müddətdə mənə aydın oldu ki, azərbaycanlı qadın tamamilə öz tabe olmuş xüsusiyyətiylə fərqlənir. Bolnisinin Naxiduri kəndində yerli qadınlar məcburi, ərkən evliikdən sonra hansı çətinliklərlə qarşılaşdığını danışdılar.
Auditoriyada hər kəs bunu sakitcə dinləyirdi, bu yerli sakinlərə normal hadisə kimi gəlirdi. Nəticədə məlum oldu ki, auditoriyadakıların əksəriyyəti ya ərkən, məcburi evləndirilib və ya ailə zorakılığının qurbanıdır.
“16 yaşımda ilk uşağımı dünyaya gətirdim, bunu deyəndə onun 20 yaşı varıydı və 3 uşaq dünyaya gətirmişdi. Digəri isə 36 yaşım var, yaxında nənə olacam”.
“Əlbəttə ailədə hər şey ola bilər. Qadın hər şeyə dözməlidir.”
“Tabe olmalısan, ailə yalnız ər-arvaddan ibarət deyil. Orada qaynənə, qaynata, qayın və başqalarıda var. Qohumlar qarşısında həmişə hörmətli olmalısan.”
“Dəfələrlə zorakılıq qurbanı olmuşam, yoldaşım məni sevir artıq məni vurmur amma məni vuran illərdə yəqin mənimdə səhvim olub. Yalnız kişi günahkar deyil, ailəyi qorumaq üçün hər şeyə dözməlisən.”
Bunlar qadınlarla interviu zamanı dinlədiyim cümlələrdir. Qadınlar özləri təsdiq edirlər ki, bunlar tamamilə normaldır və bunlar burada yaşayanların hamısının başına gəlib. Aydındır ki, Kvemo Kartlinin başqas regionları da Bolnisidən fərqlənmir. Onların sosial həyatı tamamilə ailəylə, kənddə yaşayanların isə torpaqla işləməklə əlaqadərdir. Mənim profesional istiqamətim sosial teoriyalar olduğu üçün, çalışıram bunu bu günkü reallıqla müqayisə edəm.
Tanınmış sosioloq və alim Burdienin müxtəlif populyar əsərlərində insan kapitalının bir neçə forması haqqında yazır. Buna əsasən, məndə azərbaycanlı qadının kapitalı haqqında danışmaq istəyirəm. Burdienin kapitaılın 4 forması var. Bu dört formanıb azərbaycanlı qadın perspektivi haqqında məlumat vermək istəyirəm. Birinci iqtisadi kapitaldır. Azərbaycanlı qadının iqtisadi kapitalı yoxdur. Onun tək iqtisadi gücü yoldaşıdır, onun gəliri odur və əgər qadın güclüdürsə və ənənəyə uyğun olaraq toyda alınan qızılları satıb, xərcləməyibsə onun əsas kapitalı elə məhz o qızıllardır. Əgər qadın nə vaxtsa torpaqda işləyibsə, gəlirdən hansısa bir hissə götürübsə oda onun ərinin sayılır, çünki onun özüdə kişinin kapitalıdır ki, onun elə çalışqan arvadı var. İkinci kapital mədəniyyətdir. Burdie kapitalın bu növü təhsillə əlaqədardır. Azərbaycanlı qadının bu kapitalı onun ailə işlərini yüksək səviyyədə, bezmədən yerinə yetirməsidir. Üçüncü kapital isə sosialdır. Azərbaycanlı qadın sosial kapitalı onun ərinə, ailəsinə tabe olması, hörmət və ona oxşar uşaqlar böyütməsidir. Sizə bir nümunə gətirmək istəyirəm, görüşlər zamanı qadınlar bildrirlər ki, qızlarını özləri kimi böyütmürlər ancaq auditoriyada bununla razılaşmayan qadınlar da varıydı. Sonuncu isə simvolik kapitaldır, bu sosial kapitala ox yaxındır. Azərbaycanlı qadının simvolik kapitalı, yuxarıda da qeyd etdiyim kimi onun ailədə olan nümunəvi davranışıdır. Nəticədə maraqlı olar ki, onların sosial həyatın dəyişdirlməsi üçün nə qədər cəhd etmdikləri haqqında müzakirə edək. Ümumiyyətlə sosial dəyişiklik haqqında çox vaxt lazımdır. Azərbaycanlı qadının sosial həyatının dəyişməsi illər əvvəl başlayıb. Buna misal olaraq əvvələr avtomobil idarə edən qadın kənddə və ya rayonda cəmiyyətin gözündə fərqli qadın kimi görünürdü və o, artıq namuslu qadın siyahısında olmurdu. Bunu qadınlar da təsdiq edir.

Ancaq bu gün artıq qadın sürücü populyardır və bunu hər kəs normal dəyərləndirir. Bununla yanaşı bir neçə oxar nümunə məni sevindiri, aydındır ki yaxşı xəbərlər pislərin üstünü örtmür ancaq bizə daha yaxşıya dogru grtdiyimiz haqda umid verir.

———————

ქალი თუ მშრომელი მანქანა?!

შალალა ამირჯანოვას ბლოგი

ბოლო პერიოდში, ჩემთან ყველაზე ახლოს მდგომი სოციალური ჯგუფის ყოველდღიურ ცხოვრებას ვაკვირდები. როგორია აზერბაიჯანელი ქალის ყოველდღიურობა?

ზოგადად, როგორც ყველასთვის ცნობილია, კავკასიელი ქალი გამოირჩევა თავისი შრომისმოყვარეობით, მზრუნველობით, მორიდებულობით, თავისებური ხასიათით, ოჯახზე დამოკიდებულებით და სხვა რიგი თვისებებით, რაც მას გამოარჩევს დღევანდელი გაგებით „ევროპელი ქალისაგან“. ვფიქრობ, ზემოთ თქმული კარგად ერგება აზერბაიჯანელ ქალსაც. ამ შემთხვევაში, საკუთრივ ქვემო-ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელ ქალზე ვსაუბრობ, და განხილვების საფუძველი ჩემი პირადი დაკვირვებები იქნება.

მინდა, განვიხილო კონკრეტული გამოწვევები, რაც აზერბაიჯანელი ქალის ყოველდღიურობას შეადგენს, რაც, ვფიქრობ, პირდაპირ არის დაკავშირებული ქალის სოციალურ ცხოვრებასთან. ჩემი აზრით, ყველა აღნიშნულს აქვს თავისი განსაკუთრებული წვლილი აზერბაიჯანელი ქალის ხასიათის, თვისებების, ყოველდღიურობის ჩამოყალიებაში. მაგ: მძიმე შრომა, ძალადობის მსხვეპლობა, ადრეულ ასაკში (ხშირ შემთხვევაში) ძალით გათხოვება, უმაღლესი განათლების არქონა (ზოგჯერ საშუალო განათლებისაც).

უფრო ღიად რომ განვიხილოთ, დღესდღეობით აზერბაიჯანელი ქალების უმეტესობა, წინა წლებიდან მოყოლებული დღემდე, ადრეულ ასაკში არის გათხოვილი, რის შედეგადაც ფინანსურადა და არამარტო დამოკიდებულია მეუღლეზე. აქ ძალიან რელევანტურია პარალელის გავლება განათლების არქონასთან, რადგან განათლების არქონა პირდაპირ არის დაკავშირებული სამსახურის, ანუ შემოსავალის არქონასთან.

ვფიქრობ, დღევანდელი ცხოვრების იმ სტილს, რითიც ქალები ცხოვრობენ, საფუძვლად ძალიან ბევრი სტრეოტიპი უდევს, რაც თვითონ ქალებმაც განახორციელეს, მაგრამ ამ სტრეოტიპეპის ავტორები და ე.წ  მწარმოებლები, რა თქმა უნდა, კაცები არიან. ეს ყველაფერი ქვემოთ განხილულია სხვადასხვა მაგალითით და ასევე, ამას თეორიაც ამტკიცებს. კონკრეტული ჩამოყალიბებული ცხოვრების სტილის შეცვლა, მისი ჩამოყალიბების პროცესის მსგავსად, საკმაოდ გრძელვადიან პროცესს წარმოადგებს.

დაახლოებით 5 წელია, რაც ქვემო-ქართლის რეგიონში ვმუშაობ ქალებთან და ვუსმენ მათ საჭიროებებს. სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე მუშაობამ, როგორებიცაა ადრეული ქორწინება, ოჯახში ძალადობა, ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ა.შ., ნათელი გახადა ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ქალი მკვეთრად გამოირჩევა მორჩილებით. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ადგილობრივმა ქალბატონმა საკუთარი ისტორია გვიამბო. იგი საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომელიც იძულებით ადრეულად გათხოვების შემდგომ გუჩნდა. აუდიტორიაში ამას ყველა ძალიან მშვიდად უსმენდა, ეს ადგილობრივებისთვის იყო სრულიად ნორმალური მოვლენა. იმ ქალის შემდგომ კი, სხვებმაც ამოიღეს ხმა. შედეგად აღმოჩნდა, რომ აუდიტორიის უმეტესი ნაწილი ან ადრეულად იძულებით გათხოვილია, ან – ოჯახში ძალადობის მსხვეპლი.

„16 წლის გავაჩინე პირველი შვილი, უფროსი და მაშინ 20 წლის იყო. მას 3 შვილი ეყოლა იმ პერიოდში. ახლა უკვე 38 წლის ვარ და მალე ბებია გავხდები“.

„რა თქმა უნდა, ოჯახია და შიგნით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ქალმა ყველაფერს უნდა გაუძლოს“.

„მორჩილი უნდა იყო, ოჯახი მხოლოდ ქმარისა და შენგან არ შედგება. იქ დედამთილია, მამამთილია, მულია და სხვებიც. ნათესავების წინაშე ყოველთვის პატიოსანი უნდა იყო“.

„არა ერთხელ გამხდარვარ ძალადობის მსხვეპლი. ქმარს ვუყვარვარ, უკვე აღარ მცემს, მაგრამ ალბათ იმ წლებში, როდესაც მცემდა, მე ყველაფერი სწორად არ მესმოდა. მხოლოდ კაცი არაა დამნაშავე, შენც ოჯახის შენახვისთვის ყველაფერს უნდა გაუძლო“.

ეს ის რამდენიმე ფრაზაა, რაც ქალებთან შეხვედრებისა და ინტერვიუების დროს მოვისმინე.

ქალები თვითონვე ამტკიცებენ იმას, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჰყვებოდნენ სრულიად გასაგები და საერთო მოვლენაა თითქმის ყველა იმ კუთხეში მცხოვრები ქალისთვის. ცხადია, ბოლნისისგან არ განსხვავდებოდა ასევე ქვემო-ქართლის სხვადასხვა რაიონებში შეხვედრების შედეგები. მათი სოციალური ცხოვრება სრულიად იყო დაკავშირებული ოჯახთან, საყოფაცხოვრებო საქმეებთან, სოფლის შემთხვევაში მიწაზე მუშაობასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მორჩილებასთან.

ჩემი პროფესიული მიმართულებებიდან გამომდინარე, ანუ სოცილოგიური თეორიებით, ვცდილობ ხოლმე, პარალელი გავავლო დღევანდელობასთან. ცნობილი სოციოლოგი და მეცნიერი ბურდიე სხვადასხვა პოპულარულ ნაშრომებში ადამიანური კაპიტალის რამდენიმე ფორმაზე მსჯელობდა. მსჯელობებიდან გამომდინარე, მეც მინდა, ჩემებური პარალელი გავავლო და აზერბაიჯანელი ქალის კაპიტალზე მინდა ვისაუბრო.

ბურდიესთან კაპიტალს 4 ფორმა გააჩნია. განვიხილავ ამ 4 ფორმას აზერბაიჯანელი ქალის პესპექტივიდან. პირველია ეკონომიკური კაპიტალი. აზერბაიჯანელი ქალი არ ფლობს არანაირად ეკონომიკურ კაპიტალს. მისთვის ეკონომიკური სიძლიერე არის ქმარი და მისი შემოსავალი, და თუ ძლიერი ქალია და ტრადიციების მიხედვით, ქორწილში ნაყიდი ოქროულობა არ გაყიდა და არ დახარჯა, მისი მთავარი კაპიტალი ზუსტად ეს ოქროებია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი თვითონ მუშაობს მიწაზე და მოსავლისგან შემოსავალ იღებს, ისიც ქმარისად ითვლება, რადგან ისიც ქმარის ქმარის კაპიტალია, რომ მას ასეთი ყოჩაღი ცოლი ჰყავს.

მეორე კაპიტალი არის კულტურული. ბურდიე კაპიტალის ამ ნაირსახეობას განათლებას უკავშირებს. აზერბაიჯანელი ქალის შემთხვევაში ქალის კულტურული კაპიტალი არის მისი საოჯახო საქმეების მაღალ დონეზე ცოდნა და დაუზარებლად მუშაობა.

მესამე კაპიტალად ბურდიე სოციალურ კაპიტალს ასახელებს. აზერბაიჯანელი ქალის სოციალური კაპიტალი არის მისი მორჩილება ქმრისა და ოჯახის წინაშე, პატიოსნება და მისი მსგავსი შვილების გაზრდა.

ნიშანდობლივია, რომ შეხვედრების დროს, ხშირი იყო, როდესაც ქალები აღნიშნავდნენ, რომ საკუთარ გოგონებს არ გაზრდიან ისე, როგორც თვითონ გაიზარდნენ, თუმცა აუდიტორიაში ეგრევე მოდიოდა უკუკავშირი და იმის მტკიცება, რომ მის შვილს, გოგონას, ამ შემთხვევაში „ცუდი სახელი“ ექნებოდა.

და ბოლოსაა სიმბოლური კაპიტალი, რაც ძალიან ახლოსაა სოციალურ კაპიტალთან. აზერბაიჯენლი ქალის სიმბოლური კაპიტალი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ზუსტად სამაგალითო საოჯახო ქცევაა.

შესაჯამებლად, საინტერესო იქნება განვიხილოთ ისიც, თუ რამდენად ხდება სოციალური ცხოვრების შეცვლის მცდლობა, გარშემო სოციუმისა და სივრცის განვითარებასთან ერთად. ზოგადად, სოციალური ცხოვრების შეცვლისთვის, საკმაოდ დიდი დროა საჭირო. ცხადია, ქალებთანაც რელევანტური მდგომარებაა. ვფიქრობ, აზერბაიჯანელი ქალის სოციალური ცხოვრების შეცვლა წლების წინ არის დაწყებული. ამის მაგალითია მძღოლი ქალი – როდესაც ადრე სოფელში ან რაიონში ქალს საჭესთან დაინახავდნენ, ის სოციუმის თვალში მასკულინურ თვისებებს ფლობდა და მას უკვე პატიოსანი ქალების სიაში არ მოიაზრებოდნენ. რაც მნიშვნელოვანია, ამას თვითონ ქალებიც ამტკიცებდნენ. თუმცა, დღეს უკვე ძალიან პოპულარულია ქალი მძღოლი და ამას ყველა სრულიად ნორმალურ შემთხვევად აფასებს. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი მრავალი მაგალითია, რაც მახარებს. ცხადია, კარგი ამბები ცუდებს არ ფარავენ, მაგრამ, იმედს გვისახავს, რომ უკეთესობისკენ მივდივართ.