İctimaiyyət

Qadının, ananın tək həyəcanı övladının gələcəyidir

Gənc ana Aysel- bir qadın həyatından danışır

“Qadın zülm çəkəndir. Gənc qız təhsillə, oxumaqla məşğul olan oxuyur, gəzir görür.Həmin qız hər şeydə güclü olur, etdiyi işi də əminliklə yerinə yetirir.  Biz yəni mənim kimi təhsilsiz, erkən yaşda evlənmiş qadın sadəcə əziyyət çəkir. Bütün günü ev işi, bağ-baxca işi, uşaq ailə və s. günümüz belə keçir. Bizim gündəliyimiz ştil becərmək, yer belləmək, pamidor əkmək ayrı nə edə bilərk ki, tək istəyimiz ailəyə maddi dəstək göstərməkdir. Ən əsası uşağımızı böyütməyə çalışırıq. İnanın ki, o qədər bəzən bezdirici, maraqsız, əziyyətlə keçir ki, günlər axşam saat 9-u gözləyirik ki, qaranlıq düşsün gecə olsun. Hər zaman çətinliyə düşəndə heyif keşkə oxusaydım deyirəm.

Qadın üçün oxumaq, dil bilmək, gəzib dünya görüşlü olmaq çox vacibdir. Qadın özü bilməlidir ki, övladlarınada öyrətsin. Dünya görüşlü qadın savadlı uşaq böyüdər. Savadsız qadın bizim kimi öz övladını böyütməkdə çətinlik çəkir. İndi tək istəyim övladlarımın, qızımında oğlumunda təhsil almasıdır, Əvvəla özlərinə sonra isə cəmiyyətə xeyir versinlər. Mən özüm oxumamışam bu gün uşaqlarım çətinliyimi görüb nümünə götürməlidirlər ki, özlərinə daha uğurlu gələcək qursunlar. Mən təhsil alsaydım, öz istəklərimi daha yaxşı yerinə yetirərdim. Arzularım içində sadəcə övlad sahibi olmağım yerinə yetib. Ayrı da heçnə, hər zaman çətinlik içində olmuşam.

Mən erkən yaşımda evlənmişəm. Nişanlandığım gündən evliliyim ilk illərinədək demək olar ki, hər gün ağlayırdım. Etdiyim işi birdən səhv edərəm ya qıraram, ya bəyənməzlər deyirdim. Heçnə bilmirdim, bildiklərim yarımçıq idi. Hər zaman yarımçıq olduğumu düşünürdüm. Beləcə illər keçdi. Və mən qadının dözümlü olduğunu öyrəndim. Hər zülmə, əziyyətə dözürük. Qadın gedir 5 manata başqasının qapısın da çalışır ki, axşam evinə çay şəkər gətirsin. Oxumayan zaman qadının həyatı bax belə olur. Təssəvür edin ki, missal üçün bir qadının peşəsi məlliməlikdir, müəllimə bir qadın bir ay ərzində işinə gedir evdən çxıır hər gün təhsil verir, hər gün yenilik öyrrənir üstəlik qazancı olur. Təhsilsiz qadın  isə dərddən, işdən yorğunluğundan, ev işindən, heç öz uşağina vaxt ayıra bilmir.

Qadının əsas həyəcanı uşaqlarıdır, uşaqlarının gələcəyidir. Başqa da heçnə. Və qadın hər bir dərdə ailəsinə və övladlarına görə dözür. Qadın çox güclü varlıqdır, buna onun dözümlülüyü sübütdür.  ”- deyə Gənc ana Aysel söyləyir.

Şəlalə Əmircanova


დედის მთავარი სადარდებელი შვილების მომავალია

ახალგაზრდა დედა აისელი ქალის ცხოვრებაზე საუბრობს.

„ქალი წამებასაც ითმენს. ახალგაზრდა გოგო, რომელიც სწავლობს, განათლებითაა დაკავებული, ის ყოველთვის დადის, ხედავს და მეტს სწავლობს. ეს განათლებული გოგო ამიტომაც ყველაფერში ძლიერია, ყველა კონკრეტულ საქმეს თავდაჯერებით ასრულებს. ჩვენ, ანუ ჩემსავით განათლების არმქონეები, ვინც ადრეულად გავთხოვდით, მხოლოდ და მხოლოდ სირთულეებს ვხედავთ და განვიცდით. მთელი დღე სახლის საქმეები, ბაღ-ბოსტანი, ბავშვები, ოჯახი – ამ ყველაფრით ვართ დაკავებულნი.

ასეთი ქალის ყოველდღიურობა ჩემთვის ჩითილის გამოყვანა, მიწის გათხრა, პომიდვრის თესვა და მსგავსი საყოფაცხოვრებო საქმეებითაა სავსე. ამით კი, მხოლოდ ერთი სურვილი და მიზანი გვაქვს, – რომ ოჯახს დავეხმაროთ ფინანსურად. რაც ყველაზე მთავარია, შვილებს ვზრდით. ვერც კი წარმოიდგენთ: ეს საქმეები და სირთულეები ზოგჯერ იმდენად მოსაბეზრებელია, რომ საღამოს 9 საათამდე გაძლებაზე ვართ, ველოდებით, რომ დროზე დაღამდეს. ყოველთვის, როდესაც ცხოვრებაში სირთულეს ვაწყდები, სულ ვნანობ და ვამბობ, ნეტავ განათლება მიმეღო-მეთქი.

ქალისთვის განათლების მიღება, ენის ცოდნა, მოგზაურობა, მსოფლმხედველობის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია. ქალმა უნდა იცოდეს, რომ შვილებსაც მისცეს განათლება. გაუნათლებელი ქალი კი, ჩემსავით, საკუთარი შვილის გაზდისას სირთულეებს აწყდება. ამიტომაც, ერთადერთი სურვილი მაქვს: ჩემს გოგოს და ბიჭს განათლება მივცე, რომ ჯერ საკუთარ თავს, მერე კი საზოგადოებას სარგებელი მოუტანონ. რადგან მე თვითონ განათლება მიღებული არ მაქვს, ჩემმა შვილებმა, განსაკუთრებულად კი გოგომ, ჩემი სირთულეების გათვალისწინებით, საკუთარ თავებს წარმატებული მომავალი უნდა აუშენონ. მე რომ განათლება მიმეღო, ჩემს სურვილებს ავისრულებდი, ოცნებებს და მიზნებს მივაღწევდი. ჩემს ოცნებებს შორის დღემდე მხოლოდ ერთი ასრულდა, – დედა გავხდი, სხვა არაფერი…

ადრეულ ასაკში დავქორწინდი. დანიშნულობის პერიოდიდან დაქორწინების პირველ წლებამდე, სულ ვტიროდი. მეშინოდა საქმის შესრულების, ვფიქრობდი, ან გავტეხავ რამეს, ან არასწორად გავაკეთებ-მეთქი. რაც ვიცოდი, იმის გაკეთებაც მეშინოდა. თავს სულ ნაკლოვანად ვგრძნობდი. ასე გავიდა წლები. ამ წლების განმავლობაში ვნახე, თუ რამდენადაა ქალი მოთმინებით სავსე. ქალი მიდის, სხვის ეზოში შრომობს, 5 ლარს შოულობს და საღამოს შინ დაბრუნებისას ჩაის და შაქარს  ყიდულობს. გაუნათლებელი ქალის ცხოვრება ასეთია. განათლებული, მაგალითად პროფესიით მასწავლებელი ქალი თვის განმავლობაში მუშაობს, სახლიდან გადის ყოველდღე, სხვა ბავშვებს ასწავლის, ამით თვითონაც ყოველდღე ვითარდება, შემოსავალიც აქვს. გაუთლებელი ქალი კი, საკუთარი შვილისთვისაც კი ვერ პოულობს დროს. მოდით, შევადაროთ, რომელი უფრო ძლიერია?!

ძირითადად, ქალის მთავარი სადარდებელი მისი შვილები და მათი მომავალია. ქალი ყველანაირ სირთულეს, შვილებისა და ოჯახის გამო ითმენს. ქალი ძალიან ძლიერი არსებაა, ეს თმენა კი ამის დასტურია“, – ასე გვიზიარებს ახალგაზრდა დედა აისელი თავის შეხედულებებს ცხოვრების შესახებ.

შალალა ამირჯანოვა