Qadının cəmiyyət həyatında və ailə daxili hər mənada azadlığının təmin etməsi çox vacibdir. Bundan əlavə yaşadığımız dövrun vəziyyətinə görə hər bir qadına hüquqlarını müdafiə etməsini elə uşaqlıqdan öyrədilməsi vacib faktorlardan biridir. Ilk öncə hər bir qadın cəmiyyət həyatında bütün insanlarla eyni səviyyədə azadlığa malik olduğunu dərk etməlidir. Bu azadlıq istər ümumi, istər şəxsi, istərsədə iqtisadi azadlıq olsun. Bəs qadın üçün iqtisadi azadlıq nə deməkdir ilk olaraq bunu dərk etməli olduğumuzu düşünürəm.
Qadının iqtisadi azadlığı onun hər mənada bir addım daha öndə və güclü olmasına təkan verir. Iqtisadi cəhətdən azad olan qadın ərinə möhtac deyildir və əri onun üzərində maddi şiddət deyilən iqtisadi təzyiq qura bilməz.
Maddi azadlığı olmayan bir qadın ömrünün fərqli dövrlərində fərqli insanlardan maddi cəhətdən asılı vəziyyətdə yaşayır. Evlilik çağına çatana qədər valideyinlərindən, evləndikdən sonra ərindən və daha sonra övladlarından maddi olaraq asili vəziyyətdə yaşayırlar. Və bəzən maddi ehtiyaclarına görə onları narahat edən incidən çox şeyə göz yummaq məcburiyyətində belə qalırlar. Məsələn əgər xoşbəxt getmiyən bir evlilik yaşayırsa o evliliyi sırf çarəsizlikdən davam etdirmək məcburiyyətində deyildir bir qadın, çünki qopduğu yerdən yenidən davam edəcək gücə sahibdir. Ancaq məlumdur ki, bunun tərsinin təqdirində qadın vəziyyətə göz yumur və bir çox zaman zorakılığa da səsini çıxartmır. iqtisadi azadlığa sahib bir qadın cəmiyyət tərəfindən digər qadınlarla müqaisədə daha çox rəğbətə və hörmətə layiq görülür. Maddi azadlıq qadına sadəcə çətin anlarının qurtarıcısı deyil eyni zamanda həyat keyfiyyətini artıran bir vəziyyətdir.
Məsələn çalışan bir qadının sahib olduqları ilə çalışmayan ərinə möhtac bir qadının sahib olduqları bərabər deyildir. Hətta çalışan qadınların uşaqlarının həyatı boyu sahib olduqları imkanlarda buna daxildir. Araşdırmalara əsasən eləcədə çalışan və maddi azadlığını əlinə almış qadınların uşaqları da digər uşaqlarla müqayisədə daha fəal və ünsiyyətcil olduqları və özünə inam problemi yaşamadıqları müşahidə edilmişdir. Belə bir araşdırma varki əgər ailədə qadın çalışmırsa və gün ərzində sadəcə ev işləri ilə maraqlanırsa uşağının hər uğursuzluğunda özünü günahkar hesab edir və öz uğursuzluğu kimi qəbul edir. Ancaq çalışan bir qadın vaxtını səmərəli şəkildə bölür və hər şeyə yetməyə çalışır, istər ev işləri olsun, istət uşağının dərslərinə yardım olsunvə istərsə də öz şəxsi işləri olsun. Ancaq çalışan bir qadın uşağının dərslərində uğursuzluğu olduğu zaman bunu sadəcə öz səhvi olaraq qiymətləndirmir məktəbin və ya müəllimində rol oynadığını dərk edir. Və müvafiq addımlar ataraq vəziyyəti idarə edir.
Nəticə etibarı ilə qadınların iqtisadi azadlıqları onların həyatlarına verilmiş ən böyük neməttir. Hətda sadəcə onların deyil böyütdüyü övladlarda bu vəziyyətdən öz payını alır.
Qadınların iqtisadi/maddi asıllılıq probleminin qarşısının alınması üçün ailələrə düşən ən böyük vəzifə qızlarını nə olur olsun oxudaraq bir peşə yiyəsi etməkdir. Bu həm cəmiyyətə qazandırdıqları bir şəxsiyyət, həmdə övladlarına qoyduqları ən böyük mirasdır. Hər insan kimi qadının da iqtisadi hüquqları əl çatan olmalıdır. Beləliliklə hər qadın yiyələndiyi peşəylə bağlı işə asanlıqla yiyələnməsi cəmiyyət tərəfindən təmin edilməli ön plana çəkilməlidir.
Müəllif: Türkan Güləhmədova
———————————–
ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა
ქალისთვის თავისუფლების უზრუნველყოფა როგორც საზოგადოებაში, ისევე ოჯახში, ყველა გაგებით ძალზედ მნიშვნელოვანია. ამასთანავე, დღევანდელი რეალობის ფონზე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალისთვის ბავშვობიდანვე საკუთარი უფლებების დაცვის სწავლება. თავდაპირველად, ყველა ქალმა უნდა აღიქვას, რომ საზოგადოების ყველა წევრთან თანასწორად აქვს თავისუფლების უფლება. აქ იგულისხმება როგორც ზოგადი, ასევე პირადი ანდა ეკონომიკური თავისუფლება/დამოუკიდებლობა. მაშ, რას ნიშნავს ქალისთვის ეკონომიკური თავისუფლება, ვფიქრობ, ჯერ ეს უნდა გავარკვიოთ.
ქალის ეკონომიკური თავისუფლება მისი ყველა გაგებით ერთი ნაბიჯით წინ დგომასა და სიძლიერეს უჭერს მხარს. ეკონომიკური კუთხით თავისუფალი ქალი არ არის ქმარზე დამოკიდებული და ამ შემთხვევაში, ქმარს არ შეუძლია მასზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება.
ქალი, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური თავისუფლება, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ადამიანებზე დამოკიდებლად ცხოვრობა უწევს. ე. წ. ქორწინების ასაკამდე, ისინი ფინანსურად მშობლებზე დამოკიდებულნი არიან, დაქორწინების შემდეგ – ქმრებზე, ხანდაზმულებისას კი – შვილებზე. ამის გამო, ზოგჯერ ისინი იძულებულნი ხდებიან, ბევრ მატერიალურ საჭიროებაზე დახუჭონ თვალი. მაგალითად, თუ ქალი ცხოვრობს უბედურ ქორწინებაში, მას იმედი არ აქვს, სასოწარკვეთილი განაგრძობს ქორწინებაში ცხოვრებას. ქალი თვალს ხუჭავს სიტუაციაზე და ხშირად ძალადობის წინააღმდეგაც კი ვერ საუბრობს.
ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქალს საზოგადოება უფრო მეტად აფასებს და პატივს სცემს სხვა ქალებთან შედარებით. მატერიალური თავისუფლება ქალს არამხოლოდ რთული მომენტების გადალახვაში ეხმარება, არამედ ეს არის მდგომარეობა, რომელიც აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.
მაგალითად, დასაქმებული ქალის მქონე სიკეთეები არ არის იგივე, რაც იმ ქალის, რომელიც დამოკიდებულია მომუშავე ქმარზე. ეს მოიცავს შესაძლებლობებს, რომლებიც დასაქმებულ ქალებს აქვთ თავიანთი შვილების სიცოცხლისთვის. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ სამუშაო და ფინანსურად სხვაზე/პარტნიორზე დამოუკიდებელი ქალების შვილები უფრო აქტიურები და კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე სხვა ბავშვები, არ აქვთ თავდაჯერებულობის პრობლემები. არსებობს გამოკვლევა, რომ თუ ქალი ოჯახში მუშაობს და დღის განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ საოჯახო საქმეებით, იგი თავს დამნაშავედ გრძნობს შვილის ყოველ წარუმატებლობაზე და ეს საკუთარ მარცხად აქვს მიჩნეული. მაგრამ დასაქმებული და გარეთ მომუშავე ქალი ეფექტურად ხარჯავს დროს და ცდილობს, საკუთარი დრო დაყოს რაციონალურად, ეს იქნება საშინაო დავალება, შვილის დახმარება სწავლაში თუ საკუთარი საქმის უკეთეს წარმოებაში. ამასთანავე, დასაქმებული ქალი როდესაც ვერ ეხმარება შვილის სწავლაში, იგი ამას მხოლოდ საკუთარი ბრალად არ მიიჩნევს, ის ხვდება, რომ ამაში როლს ითამაშობს სკოლა და მასწავლებელი, და სიტუაციას შესაბამისი ნაბიჯებით პასუხობს.
ასე რომ, ქალების ეკონომიკური თავისუფლება მათი ცხოვრების უდიდესი შესაძლებლობაა. აქედან არამარტო ისინი, არამედ შვილებიც კი იღებენ თავიანთ წილს ამ მდგომარეობას.
ქალების ეკონომიკური/მატერიალური დამოკიდებულების პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ოჯახებისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა ქალიშვილებისთვის მხარდაჭერაა სწავლა-განათლებაში და პროფესიის სწორად არჩევაში. ამით, ეს ოჯახები საზოგადოებას მატებენ ჩამოყალიბებულ პიროვნებას, საკუთარ შვილებს კი – უდიდეს მემკვიდრეობას.
როგორც ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ყველა ქალისთვისაც ეკონომიკური უფლებებიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამრიგად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ქალს საზოგადოებისგან უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების რაც შეიძლება ადვილად დაუფლება.
ავტორი: თურქან გულახმედოვი