Blog-lar

Qadınlar əmlak hüququ üçün

Tatia Kaçarava 8 ildən artıqdır ki, həm dövlət, həm də özəl sektorda insan hüquqlarının müdafiəsi sahəsində çalışan hüquqşünasdır. “Sosial Ədalət Mərkəzi” qeyri-hökumət sektorunun nümayəndəsidir.
Baxmayaraq ki, Gürcüstan qanunlarına görə, mülkiyyət hüquqları cinsiyyətlə müəyyən edilmir, təcrübədə biz tez-tez miras üçün cinsiyyətə görə verilən üstünlüklə qarşılaşırıq, kişilərin üstünlükdən istifadə etdiyini müşahidə edirik.Bunun səbəbi nədir?
Birincisi, pis ənənəvi baxışlardan. Hələ də belə bir stereotip var ki, ev, torpaq, daşınmaz əmlak qıza yox, oğula qalsın. Qanuna görə, uşaqlar – oğul və ya qız olmasının qətiyyən fərqi yoxdur – varis kimi bərabər hüquqlara malikdirlər. Bu, digər varislərə – həyat yoldaşlarına, valideynlərə və s.
Qadınlar əmlakın qeydiyyatı zamanı ən çox hansı maneələrlə üzləşirlər və bu problemlərin həlli hansı strukturların üzərinə düşür?
Mirası almaq üçün ilk növbədə notariusa müraciət edirik, daşınmaz əmlakla bağlı dövlət reyestrinə müraciət etmək və mülkiyyət hüququnu qeydiyyata almaq lazımdır.
Əgər ailədə mənfur ənənəvi inanclar varsa və qız uşağı doğulduğu andan əmindirsə ki, yaşadıqları ev “onunn deyil” “qardaşına” məxsusdur, ola bilsin ki, mənəvi maneələr üzündən qız özü belə istəməsin miras almaq. İstənilən növ əmlakı vərəsəlik etmək üçün ilk növbədə sizin hüququnuz olduğunu, əmlaka sahib olduğunuzu və ən əsası vərəsəlik arzusunun olduğunu bilməlisiniz. Vərəsəliyin də öz proseduru və müddətləri var.
Əgər biz həyat yoldaşları haqqında danışsaq, çox vaxt problem qeydə alınmış nikahın olmamasıdır. Nikah qeydə alınmadıqda ər-arvad əslində uzun illər birlikdə yaşaya bilsələr də, ər-arvad arasında mülkiyyət hüququ və öhdəlikləri yaranmır. Nikahdan sonra əldə edilmiş və ya nikahdan sonra aydın şəkildə yaxşılaşan əmlak ər-arvad arasında ortaq mülkiyyət hesab olunur. Amma qeydiyyatdan keçmiş nikahları yoxdursa, bu qaydalar tətbiq edilmir.
Formal məsələlər mühümdür – qeydiyyatdan keçmək, imzalamaq, son tarixlərə riayət etmək və s. Bu hüquqi təfərrüatlar mühümdür və onların arasında mülkiyyət hüquqlarının yaranması ilə birbaşa bağlıdır. Qeydə alınmış nikahda olan ər-arvad ailə təsərrüfatını birgə idarə edən və ailə əmlakı məsələlərində bərabər məsuliyyət daşıyırlar və səlahiyyətlərə malikdirlər. Qadının evdar qadın olması, uşaqlarına baxması, kişinin ailəni maddi cəhətdən təmin etməsi o demək deyil ki, mülk ancaq kişiyə məxsusdur. Qanun bu məsələni ədalətli şəkildə tənzimləyir və qeyd edir ki, ər-arvadın nikah dövründə əldə etdikləri əmlak, əgər onlar arasında bağlanmış nikah müqaviləsində başqa hal nəzərdə tutulmayıbsa, onların birgə mülkiyyətini (ortaq mülkiyyət hüququnu) təşkil edir. Ər-arvadın belə əmlaka şərikli mülkiyyət hüququ hətta onlardan biri ailə fəaliyyəti ilə məşğul olsa, uşaqlarına qulluq etsə və ya digər səbəblərə görə müstəqil gəliri olmasa da yaranır.
“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.
თათია კაჭარავა იურისტია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 8 წელზე მეტია მუშაობს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. არის არასამთავრობო სექტორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წარმომადგენელი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით სქესობრივ პრეფერენციას მემკვიდრეობაზე, როცა საკუთრების პრიორიტეტული უფლებით კაცი სარგებლობს. რით არის ეს განპირობებული?
პირველ რიგში, მანკიერი ტრადიციული შეხედულებებიდან. ჯერ ისევ შემორჩენილია სტერეოტიპი, რომ თითქოს სახლი, მიწა, უძრავი ქონება უნდა დარჩეს აუცილებლად ვაჟს და არა გოგონას. კანონმდებლობის მიხედვით, შვილებს – აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ვაჟი თუ ქალიშვილი – როგორც მემკვიდრეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ეს დანარჩენ მემკვიდრეებზეც ვრცელდება – მეუღლეებზე, მშობლებზე, და ა.შ.
საკუთრების რეგისტრაციისას რა სახის წინააღმდეგობებს ხვდებიან ყველაზე ხშირად ქალები და რომელ სტრუქტურებს ევალებათ ამ პრობლემების მოგვარება?
მემკვიდრეობის მიღებისათვის პირველ რიგში მივმართავთ ნოტარიუსს, უძრავი ქონების შემთხვევაში შემდგომში აუცილებელია მივმართოთ საჯარო რეესტრსაც და დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება.
თუ ოჯახში არსებობს მანკიერი ტრადიციული შეხედულებები და გოგონას დაბადებიდანვე არწმუნებენ, რომ სახლი, სადაც ცხოვრობენ ეკუთვნის „შენს ძმას“ და „არა შენ“, შესაძლებელია, მორალური ბარიერების გამო, გოგონას აღარც კი გაუჩნდეს მემკვიდრეობის უფლების მიღების სურვილი. იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ქონება მიიღო მემკვიდრეობით, პირველ რიგში, საჭიროა იცოდე რომ გაქვს უფლება, გეკუთვნის ქონება და რაც მთავარია გქონდეს მემკვიდრეობის მიღების სურვილი. მემკვიდრეობის მიღებასაც აქვს თავისი პროცედურა და ვადები.
თუ მეუღლეებზე ვისაუბრებთ ხშირად პრობლემაა რეგისტრირებული ქორწინების არ არსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი შეიძლება მრავალი წელი ფაქტობრივად ერთად ცხოვრობდეს, თუ ქორწინება არ დაარეგისტრირეს, მეუღლეებს შორის არ წარმოიშვება ქონებრივი უფლება-მოვალეობები. ქორწინების შემდგომ შეძენილი ქონება, ან ქონება, რომელიც ქორწინების შემდგომ აშკარად გაუმჯობესდა, თანასაკუთრებად ითვლება მეუღლეებს შორის. მაგრამ თუ მათ არ აქვთ რეგისტრირებული ქორწინება, ეს წესები არ მოქმედებს.
ფორმალური საკითხების მოწესრიგება მნიშვნელოვანია – ხელმოწერა, რეგისტრაცია, ვადების დაცვა და ასე შემდეგ. ეს იურიდიული დეტალები მნიშვნელოვანია და პირდაპირ დაკავშირებულია მათ შორის ქონებრივი უფლებების წარმოშობასთან. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, რომელიც ერთობლივად ეწევიან საოჯახო მეურნეობას თანაბრად არიან პასუხისმგებელნიც და უფლებამოსილნიც საოჯახო ქონებრივ საკითხებზე. ის რომ ქალი შესაძლოა დიასახლისია, შვილებს უვლის, ხოლო მამაკაცი ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფს, არ ნიშნავს იმას, რომ ქონება მხოლოდ მამაკაცს ეკუთვნის. კანონი სამართლიანად აწესრიგებს ამ საკითხს და ამბობს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.