Blog-lar

Qadınlar bizim regionda görünmürlər

Müəllif Məryəm Samxaradze

Marneulinin Tsereteli kəndində anadan olmuşam, 4 sinifi kənd məktəbində oxuduqdan sonra anam meni ve bacımı kənd məktəbindən çıxararaq Marneulinin 5 saylı məktəbinə keçirtdi. Həmin zamanlar kənddən şəhər iştiqamətində transport mövcud deyildi, yaxşı yadımdadır necə əziyyət çəkirdik. Taksi ilə gedib gəlməli olurduq. Taksi də problem olduğuna görə mən kiçik olduğum üçün böyük bacımın qucağında oturası olurdum. Buna görə hər zaman dalaşırdıq. Sonra kənddən rayona gələn bütün uşaqlar toplandıq və transport kirayələdik, ancaq orayada zorla sığışırdıq. Bu çətinliklərə baxmayaraq, düşünürəm ki, Marneulidə ki, məktəbə keçmək düzgün qərar idi çünki bügün ki, reallığa baxdığımızda belə kənd məktəblərində  məlumat  çatışmamazlığı var bir düşünün o zamanlar necə idi situasiya?

Qadınlar bizim regionda görünürlər, ancaq bazarda satıcı kimi, görüş iştirakçısı kimi, ana kimi, evdar xanım kimi, həkim, pedaqoq, məktəb direktoru, mütəxəssis kimi və departament rəhbəri kimi. Ancaq bizim qadınlar bələdiyyədə, bələdiyyə üzvü kimi görünmürlər, mütəxəssis olaraq saysız hesabsız bilikli qadınlarımız var ancaq onlar görünmürlər.  Majoritar depupat kimi fəaliyyət göstərən qadın nümayyəndimiz yoxdur, mer müavini və mer kimi qadın bizdə tamamən təsəvvür edilməzdir. Merin nümayyəndəsi kimi kənddə heç bir qadın mövcud deyil. Kənddə nümayyəndəlik ağıla gələndə bizdə ancaq kişilər yada düşür.

Qadın olmaq və evdən kənar işlə təmin olunmamış olmaq çox ağırdır (dəqiqləşdirim, çünki, bəzi insanlar üçün ev işi iş olaraq hesab olunmur). Buna görədə kənddə lazımından artıq imkanlar olmalıdır. Elementar klublar, qadınlar üçün mərkəzlər, toplantı məkanı mövcud deyil ki, qadınlar orda yığıncaq edə bilsinlər, danışa və kəndə mövcud olan problemləri  müzakirə edələr. Bunun hər birinə istiqamət vermək lazımdır.

Düşünürəm ki, azərbaycanlı və digər milliyətdən qadınlarla birgə gürcü qadınalrınında problemləri var. Ancaq mənim müşahidəmə görə burada azərbaycanlı qadınların bariyerləri dahada çoxdur, cəmiyyətin düşüncələrinin təzyiqi, eləcədə tradisiyaların və stereotiplərin təsiri altındadırlar. Misal üçün cehiz adəti azərbaycanlı qadınlar və onlaırn ailələri üçün böyük bariyerdir. Əlbətdə ki, aydın məsələdir hemin əşyaları qadının yenə özü sitifadə edir ancaq bu menim üçün yenede qəbul olunmazdır ki, qadın belə hazırlıqdı gedir “ər ailəsinə”. Bu eyni zamanda cəmiyyət qınağınada çevirilib. Elə azərbaycanlı qızlar tanıyıram hansılar ki, cehiz pulu yığmaq üçün illər boyu  çalışırlar. Bu problem günümüzdə artıq gürcü qadınlarını narahat etmir. Başqa tərəfdən baxanda azərbaycanlı qadınalarda başqa milliyətdən olan qadınlarla ortaq şəkildə gender bərabərsizliyinin qurbanı olurlar.


ქალები ჩვენს რეგიონში არ ჩანან

ავტორი მარიამ სამხარაძე

დავიბადე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში. 4 წელი სოფელ წერეთლის სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ დედამ მე და ჩემი და ქ. მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში გადმოგვიყვანა. იმ პერიოდში, სოფლიდან ქალაქის მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობდა და მახსოვს, ძალიან ვწვალობდით. გვიწევდა ტაქსით მგზავრობა, მახსოვს, ტაქსიც ჭირდა და მე, როგორც უმცროსი, ჩემს უფროს დას კალთაში ვეჯექი. ამის გამო სულ ჩხუბი გვქონდა. შემდეგ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ვინც სოფლიდან დავდიოდით, „მარშრუტკა“ დავიქირავეთ, იქაც ძლივს ვეტეოდით ბავშვები. ამ სიძნელეების მიუხედავად, ვფიქრობ, მარნეულის სკოლაში გადასვლა კარგი გადაწყვეტილება იყო. წარმოიდგინეთ, ახლა ჭირს სოფლის სკოლამდე ინფორმაციის მიწოდება და მაშინ რა იქნებოდა? ქალაქის სკოლას უფრო მეტი რესურსები და შესაძლებლობები აქვს, ქალაქში უფრო მეტი ინფორმაციაა თავმოყრილი.

ქალები ჩვენს რეგიონში ჩანან, ოღონდ ჩანან ბაზარში გამყიდველებად, შეხვედრების მონაწილეებად, ჩანან, როგორც დედები, დიასახლისები, ექიმები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, სპეციალისტებად და განყოფილების უფროსებად მერიაში, ასევე ორი ქალი გვყავს მერიაში სამსახურის უფროსი. თუმცა, ჩვენთან ქალები არ ჩანან საკრებულოში, საკრებულოს წევრებად, სპეციალისტებად კი აქაც რამდენიც გინდათ, იმდენი ქალი გვყავს. ქალები არ გვყავს მაჟორიტარ დეპუტატებად პარლამენტში, მერის მოადგილეებად და მერად ქალი ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. არც ერთი ქალი არ გვყავს მერის წარმომადგენლადაც კი ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის რწმუნებულებს რომ ეძახიან. ანუ წარმომადგენლობას რაც ეხება, აქ ჩვენს სოფლებს, თემებს ყველგან კაცი წარმოადგენს.

ძალიან რთულია, იყო ქალი და არ იყო დასაქმებული სახლის გარეთ (დავაზუსტებ, რადგან ზოგიერთი სახლის საქმეს საქმედ არ თვლის). ამიტომ სოფლად უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმების შესაძლებლობა ქალებისთვის. ელემენტარული კლუბი, თავშეყრის ადგილი მაინც უნდა იყოს, სადაც ქალები გამოვლენ, ისაუბრებენ, განიხილავენ ბაღებში, სკოლებსა თუ მთლიანად სოფლად არსებულ პრობლემებს. თუმცა, ამ ყველაფერს მიმართულების მიცემა უნდა.

ვფიქრობ, ჩვენში ისევე უჭირთ ქართველ ქალებს, როგორც – აზერბაიჯანელებს და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებს. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, აზერბაიჯანელი ქალები უფრო მეტად არიან საზოგადოებრივი აზრის, ტრადიციებისა და სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. მაგალითად, მზითვის შეგროვების ტრადიცია, ვფიქრობ, მძიმე ტვირთია აზერბაიჯანელი ქალისთვის და მისი ოჯახისთვის. რა თქმა უნდა, იმ  ნივთებს ისევ თვითონ იყენებს, მაგრამ გამზადებული, დატვირთული რომ მიდიხარ ქალი ქმრის ოჯახში, ჩემთვის მაინც მიუღებელია. თანაც ეს ყველაფერი საზოგადოების განსჯად რომ იქცევა. ვიცნობ აზერბაიჯანელ გოგონებს, რომლებიც წლობით მუშაობდნენ საკუთარი მზითვების შესაგროვებლად. ეს პრობლემა ქართველ ქალებს უკვე აღარ აწუხებთ. სხვა მხრივ, ვფიქრობ, აზერბაიჯანელი ქალები, ისევე როგორც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, თანაბრად არიან გენდერული უთანასწორობის მსხვერპლები.