Zorakılıq

Qadınlar evində doğum – gedəcək yeri olmayan, zorakılıq qurbanı

Ayşən Bəşirova yoldaşının ailəsi  tərəfindən sistematik iqtisadi və psixoloji zorakılığa məruz qalıb.

“Evləndiyim oğlan məni toyda bəyənib. Yoldaşımın dayısı arvadı bizim qohumumuzdur, o, oğlanın mənə  elçi  göndərmək istədiyini və yaxşı oğlan olduğunu bildirdi. Anam  uzun  illərdir rəhmətə getdiyi üçün bütün qərarları atam verirdi. Oğlan atamında xoşuna gəldi, nişanlandıq,  sonrada toyumuz oldu. Evləndikdən sonra Tiflisdə  yoldaşımın ailəsiylə birlikdə yaşadıq.  Evləndikdən  qısa müddət sonra hamilə qaldım.  Toydan bir ay keçməmiş  qaynanam yavaş-yavaş deyinməyə başladı.  O, deyirdiki mən səni  onnuda istəmirdim, oğlumun xətrinə qəbul etdi. Bir müddət  dava-dalaşdan sonra  ayrı evə çıxdıq. Amma yoldaşım hər dəfə ata-anasının yanına gedib-gələndə evdə narahatçılıq olurdu. Bir müddət sonra dözməyib dedim ki, məni  kəndə, dayımgilə apar, boşanaq. Yoldaşım etiraz etdi ki, mən səni buraxmaram, ailəsiylə vəziyyəti düzəldəcəyinə söz verdi.

Bir müddət sonra yoldaşım mənə dediki  bir müddət kəndə gedək, hamiləsən bir az havanı dəyişərsən. Getdik dayımgilə, yoldaşım Tbilisiyə qayıtdı. Üç gündən  sonra  mesaj yazıb ki, bağışla mən  səndən ayrılmalıyam. Dayımgil bunu qəbul etmədi, ailələr öz aralarında danışdı, geri yoldaşım evinə  qayıtdım. Bundan sonra problemlə  daha çox artdı. Qaynənəm və qaynatam  məni hər cür təhqir  edirdilər.  Evli qaldığımız  müddətdə dəfələrlə  tələb etsəmdə rəsmi nigah qıymdılar. Evləndikdən  bir müddət sonra qızıllarımı  əlimdən aldılar.  Hamiləliyin 4-5 ayında qaynatəm  məni əl ağacıyla qarnıma vurdu,  qolumla qarnımı qorudum,  xoşbəxtlikdən uşağa  bir ziyan dəymədi. “

Ayşən deyir ki, qaynənə-qaynatasının ailədə onu istəmidiyini bilmir amma onlarla yaxşı münasibət  qurmaq üçün əlindən gələni edib.

Halbuki mən  gəlinlik vəzifəmi  yerinəyetirmək üçün əlimdən gələni edirdim.  Hər gün  səhər tezdən  durub, evi təmizləyib,  süfrəni  hazırlayırdım. Hamiləlikdə də  evin demək olarki  bütün işləri  mən  görürdüm. Anasız böyüdüyüm üçün qaynanamı  anam yerinə  qoyurdum.  Ona hörmət edirdim, amma o məni heç vaxt istəmirdi.

Bütün hamiləliyim stres altında keçirtdim. Evdə də düzgün  yemək yeməyimə  belə icazə vermirdilər. Çox  vaxt qonşularda yeyirdim. Həkimə aparsalar belə  həkimin təyin etdiyi  dərmanları almırdılar.  .

Atama boşanmaq haqda deyəndə,  deyirdi ki “ boşanma döz, ailəni dağıtma”.  Onlar öz aralarında danışarkən eşidirdim ki, uşaq doğulanda  uşağı əlimdən almaq, məni dəlixanaya atmaq istəyirdilər. Axırda baxdım ki,  heç bir çarəm yoxdur.  Qərar verdim ki, ən yaxşısı uşağı doğmamış  o  evdən uzaqlaşmalıyam.  Amma haraya gedəcəyimi,  necə yaşacağımı bilmirdim. Atam deyirdi ki, uşağını at gəl,  uşağı burada qoyub  gedə bilməzdim.  Özüm gürcü dilini bilmirəm, məktəbi bitirməmişəm burada iş tapıb işləməyim demək  olarki,  mümkünsüzdür.  Bir tanışım  vasitəsiylə hüquqşünasdan məsləhət  almağa getdib. Vəziyyətimi görən, hüquqşünas  “Sapari”təşkilatına müraciət edə biləciyimi dedi. Təşkilatın dəstəyiyləAyşən, yoldaşına məhdudlaşdırıcı  order yazılmaqla,  dövlət   qadınlar  evinə yerləşdirildi. Bir neçə gün əvvəl o, uşağını dünyaya gətirdi. Hazırda hər ikisinin vəziyyəti yaxşıdır.

Ayşən yoldaşının evində psixoloji və iqtisadi zorakılıq qurbanı olmasına baxmayaraq, bu məsələ haqda istintaq başladılmayıb.

Tozu Gülmamedova


მშობიარობა თავშესაფარში – ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს

21 წლის აიშან ბაშიროვა ქმრის ოჯახისაგან ეკონომიკური  და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.

„ყოფილი ქმარი ქორწილში გავიცანი. საერთო ნათესავები გვყავს და ერთ-ერთმა მითხრა, ბიჭს მოსწონხარ, შენთან ოჯახის შექმნა უნდაო. მამაჩემთანაც შეაქო იმ ქალმა ბიჭი (დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მამა იღებდა).

მამაჩემს ბიჭი მოეწონა. ცოტა ხანში დავქორწინდით. ქორწინების შემდეგ, ქმრის ოჯახთან ერთად, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ცოტა ხანში დავორსულდი. ქორწინებიდან ერთი თვის გასვლისთანავე, დედამთილმა უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. ის ამბობდა, რომ რძლად თავიდანვე არ ვუნდოდი.

მალე სხვა სახლში გადავედით. როცა ქმარი მამის სახლში მიდიოდა, დაბრუნებისას სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზებით მეჩხუბებოდა. ქმარს შევთავაზე, დავშორდეთ-მეთქი.

ცოტა ხნის შემდეგ, ქმარმა მითხრა, რამდენიმე დღით სოფელში ჩავიდეთ, შენს ბიძასთანო. ჩავედით, ის თბილისში დაბრუნდა, სამი დღის შემდეგ კი მესიჯი მომწერა, მაპატიე, უნდა დავშორდეთო. ბიძაჩემი ამაზე არ დათანხმდა, ოჯახებმა მოილაპარაკეს და შერიგდნენ. ისევ დავბრუნდი ქმრის სახლში. მაგრამ, ამის შემდეგ, დედამთილი და მამამთილი თითქმის ყოველდღე  მლანძღავდნენ, შეურაცხყოფას  მაყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვითხოვე, ოფიციალურად ხელი დღემდე არ გვაქვს მოწერილი. ქორწილის შემდეგ, ძვირფასეულობა წამართვეს. ორსულობის მე-4-მე-5 თვეში ვიყავი, როდესაც მამამთილმა ხელჯოხი მუცელში ჩამარტყა… ხელით დავიცავი მუცელი, მადლობა ღმერთს,  ბავშვს არაფერი დაემართა…“, – იხსენებს აიშანი.

აიშანმა დღემდე არ იცის, რატომ სძულდა დედამთილს და მამამთილს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გააკეთა მათთან კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

„არადა, ყველა საქმეს ვაკეთებდი, ადრე ვდგებოდი, სახლს ვალაგებდი, სუფრას ვშლიდი. ორსულობის დროსაც კი, სახლის თითქმის ყველა საქმეს მე ვაკეთებდი. დედა არ მყავს, მთელი გულით ვცდილობდი, დედამთილთან დედა-შვილური ურთიერთობა მქონოდა.

მთელი ორსულობა სტრესის ქვეშ გავატარე. სახლში საჭმლის ჭამის უფლებაც კი არ მქონდა. ხშირად, მეზობლების სახლში ვჭამდი. ჩემთვის ორსულობის დროს დანიშნული წამლებიც არ უყიდიათ.

როცა მამაჩემთან დაშორების თემაზე საუბარს ვიწყებდი, მეუბნებოდა, ოჯახს ნუ ანგრევო.  ერთხელ, ქმრის ოჯახის წევრების საუბრიდან გავიგე, რომ როცა ბავშვს გავაჩენდი, ჩემთვის მის წართმევას და ჩემს საგიჟეთში გაშვებას აპირებდნენ…

მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სახლიდან მშობიარობამდე უნდა წავსულიყავი. მაგრამ, არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, როგორ უნდა მეცხოვრა… მამა მეუბნებოდა, თუ მაინცდამაინც დაშორება გინდა, ბავშვი დატოვე და მიგიღებო, მაგრამ ამას როგორ ვიზამდი? ქართული ენა არ ვიცი, სკოლა არ მაქვს დამთავრებული. შესაბამისად, ვერსად ვერ დავსაქმდებოდი. ერთი ნაცნობის  დახმარებით, ადვოკატს მივმართე კონსულტაცისაათვის. ადვოკატმა კი „საფარში“ გადმომამისამართა“.

„საფარის“ დახმარებით, აიშანის მეუღლეს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, ხოლო თავად აიშანი ახლა სახელმწიფო თავშესაფარში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, მან იმშობიარა. დედა და პატარა თავს კარგად გრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ აიშანი ქმრის ოჯახში სისტემატური ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ქვეშ ცხოვრობდა, ამ საკითხზე გამოძიება ჯერჯერობით დაწყებული არ არის.

თოზუ გულმამედოვა