Yeni il ümumi dünya bayramıdır və hər kəs bu bayramı qeyd edir. Bəs qadınlar üçün özəllik nədir?
Anamın təsviri beledir: yeni il gözəl bir gündür onu elə qeyd etməliyik ki, yadda qalsın.Yeni il ərəfəsi qadınlar üçün bəzi çətinliklər törədir. Biz qadınlar bu bayramı dincəlmək kimi hesab edirik, ancaq dincəlmək nəsib olmur.
Mənim üçün yeni il ancaq işləmək bişirmək sonra yığışdırmaq. Mənim üçün yeni il yolka bəzədim bitdi deyil. Yeni il yaxınlaşanda evləri daha yaxşı təmizləməliyik yığmalıyıq. Sonra yeni ildə şirniyyatlar bişirməliyik. Birdə görürük yeni il gəldi. Həmin yeni il günü yeməkləri bişirik və gecə hamı süfrənin başında oturanda öz özümə deyirəmki işlərim bitdi və nəhayyət dincələr bilərəm. Ancaq səhərsi qonaqlar gəlir və onlara sürfə aç yenə yu, yığışdır və işlər bitmir. Və artiq bu dincəlmək olmur…
Mən hər dəfə öz özümə deyirəmki uşaqlarımi aparıb bura gedəcəm belə dinceləcsm amaki qismət olmur işlər ucbatinan və bütün işləri görməkdən birdə baxıram ki, yeni il bitdi mənə qalan artiq mənim bədənimdəki yorğunluq oldu. Buna görədə yeni il mənim üçün çox da bir şey ifadə etmir…
Anamdan qısa yeni il özəti.
Müəllif: Ləman Nəbiyeva
—————————–
ქალის ახალი წელი
ახალი წელი მსოფლიო დღსასწაულია და მას ყველა აღნიშნავს. რაში გამოიხატება ქალებისთვის მისი განსაკუთრებულობა?
დედაჩემის განმარტება შემდეგნაირია:
“ახალი წელი კარგი დღესასწაულია, ისე უნდა აღვნიშნოთ, რომ დავიმახსოვროთ. წინასაახალწლო პერიოდი ქალისთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ქალებს თუ ახალი წელი დასვენება ჰგონიათ, ცდებიან, რადგან არ გვეღირსება დასვენება.
ჩემთვის ახალი წელი ნაძვის ხის გალამაზება არ არის, არამედ – უამრავი შრომა, საჭმლის მომზადება და დალაგებაა. ახალი წელი რომ ახლოვდება, სახლი კარგად უნდა დავალაგოთ და დავასუფთავოთ. მერე უკვე ტკბილეული უნდა მოვამზადოთ. მერე უცებ მოდის ახალი წლის დღეც. ამ დღეს საჭმლებს ვამზადებთ და ღამით უკვე ყველანი სუფრასთან ვიკრიბებით. ჩემთვის ვამბობ: დავასრულე საქმეები და შემიძლია დავისვენო-მეთქი, მაგრამ დილით ისევ სტუმრები მოდიან და მათთვის უნდა გაშალო სუფრა, სახლი დაალაგო და ა.შ. საქმეები არ მთავრდება. ეს კი უკვე დასვენება აღარ გამოდის.
ჩემთვის ვამბობ ყოველთვის: ბავშვებს წავიყვან და დასასვენებლად წავალ-მეთქი, მაგრამ არ გვეღირსა – საქმეების გამო. ამ ყველაფრის კეთებაში გართული უკვე ვხვდები, რომ ახალი წლის დღეები დასრულდა და მე მხოლოდ სხეულში ჩარჩენილ საშინელ დაღლილობას ვგრძნობ… ამიტომაც, ახალი წელი ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს…“.
ეს დედაჩემის საახალწლო პერიოდის მოკლე აღწერა იყო.
ავტორი: ლიამან ნაბიევა.