Blog-lar

Qadınlar əmlak hüququ üçün

Natia Berdzenishvili, Hüquqi Yardım Xidmətinin Mtsxeta Hüquqi Yardım Bürosunun hüquqşünası.
Gürcüstan qanunları cinsiyyətə görə əmlak əldə etmək məsələsini müəyyən etmir, amma reallıq tamam başqadır. Praktikada vəziyyət nə yerdədir?
Əmlakın əldə edilməsi məsələsi cinsə görə müəyyən edilmir, həm qadınlar, həm də kişilər bərabər hüquqlara malikdir. Amma cəmiyyətdə formalaşmış fikirə görə ənənələrin qanunvericiliklə eyniləşdirilməsi hallarına tez-tez rast gəlinir. Cəmiyyətin böyük bir hissəsi varisin kişi olmasını prioritet hesab edir və mülk çox vaxt tamamilə kişinin ixtiyarında qalır. Çox vaxt varis qadınlar miras əmlakının kişinin xeyrinə qəbul etməkdən imtina etmir, çünki onu haqlı hesab edir. Ancaq başqa bir kateqoriya var ki, sadəcə olaraq düzgün məlumatı yoxdur və Gürcüstan qanunlarına görə varisin yalnız kişi olduğunu düşünür. Eyni şey ev təsərrüfatına da aiddir. Ev təsərrüfatlarına üzvlük və dolayısı ilə sahiblik mövzusu qadının evlənməsi ilə bitir. Təəssüf ki, bu arxiv qeydləri hələ də hüququ təsbit edən sənəd kimi qəbul edilir.
Gürcüstan qanunvericiliyi vərəsəlik və ya ailə münaqişəsi zamanı əmlakın yenidən bölüşdürülməsi məsələsini necə tənzimləyir?
Adət-ənənəyə görə, çox sayda qadın hələ də daşınmaz əmlakı qardaşa qalmasını haqlı hesab edir. Elə məhkəmə işlərim olub ki, müəyyən olunmuş müddətdə vərəsəlik hüququ əldə etməyən qadın atasının ölümündən on il sonra məhkəməyə müraciət etdi. Bu qadının rəqibi əmlakı dövlət reyestrində fərdi qaydada qeydiyyata alınan qardaşı olub. Qadının sözlərinə görə, o, qanunla müəyyən edilmiş formada mirası almalı olduğunu bilməyib. Uşaqlıqda düşünürdü ki, hər an edə bilər. Bu vəziyyət yalnız məlumatsızlıqdan yaranıb.
Ər-arvadın birgə mülkiyyəti məsələsi çox vaxt ailə münaqişələri zamanı yaranır. Ailə qanunvericiliyinə əsasən, qeydə alınmış nikahda əldə edilmiş daşınmaz əmlak ər-arvadın mülkiyyətidir və həm nikah dövründə, həm də nikah pozulduqdan sonra, hətta əmlak dövlət reyestrində yalnız ər-arvaddan birinin adına qeydiyyata alınsa belə, bölünə bilər. Nikahdan sonra ər-arvaddan birinin fərdi əmlakı artsa belə, ər-arvadın birgə mülkiyyətin bölünməsində payı bərabərdir. Lakin məhkəmə yetkinlik yaşına çatmayanların mənafeyinə görə bu qaydadan kənara çıxa bilər.
Rəsmi məlumatlara görə, Gürcüstanın demək olar ki, bütün regionlarında qadınlar dövlət reyestrində qeydə alınan əmlaka görə kişilərdən geri qalırlar. Sizcə, göstəricilərin balanssızlığını nə müəyyənləşdirir?
Məncə, statistikada göstərilən disbalans yanlış ictimai baxışlardan qaynaqlanır. Qeyd etdiyimiz kimi, cəmiyyət bəzi adət və vərdişləri bir qayda olaraq qəbul etməyə vərdiş edib.
Statistikanın daha bir mühüm problemi islahat dövründə ailədə kişilərə mülkiyyət sənədinin verilməsi, mirasın yalnız kişi varislər tərəfindən alınması, ər-arvadın mülkiyyətində olan əmlakın yalnız kişilərə rəsmiləşdirilməsi, bir sözlə, cəmiyyətdə bərqərar olmuş ziyanlı anlayışla “qayda” sayılır.
“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.
————————
ნათია ბერძენიშვილი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი.
საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?
კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესით არ განისაზღვრება, ქალსაც და მამაკაცსაც თანაბარი უფლებები აქვთ. მაგრამ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრადიციების გაიგივება ხდება კანონმდებლობასთან. საზოგადოების დიდი ნაწილი მემკვიდრე მამაკაცს პრიორიტეტულად მიიჩნევს და ქონებაც ხშირად სრულად მას რჩება. ხშირად ქალი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარს ნოტარიულად აცხადებს მამაკაცის სასარგებლოდ რადგან თავადაც ასე თვლის გამართლებულად. თუმცა არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც უბრალოდ არ აქვს სწორი ინფორმაცია და ჰგონია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მემკვიდრე მხოლოდ მამაკაცია. ასევეა კომლის საკითხშიც. კომლის წევრობის, და შესაბამისად, საკუთრების თემა ქალის გათხოვებით სრულდება. სამწუხაროდ, აღნიშნული საარქივო ცნობები დღემდე უფლების დამდგენ დოკუმენტად ითვლება.
როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?
ტრადიციებიდან გამომდინარე ქალების დიდი ნაწილი დღემდე გამართლებულად მიიჩნევს უძრავი ქონების ძმისთვის დატოვებას. მქონია დავა, როცა ქალბატონმა, რომელსაც სამკვიდრო ქონება არ ჰქონდა დადგენილ ვადაში მიღებული, სასამართლოს მამის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ მიმართა. ამ ქალბატონის მოწინააღმდეგე მხარე მისი ძმა გახლდათ, რომელსაც სამკვიდრო ერთპიროვნულად ჰქონდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ქალბატონის განმარტებით, მან არ იცოდა რომ სამკვიდრო კანონით განსაზღვრული ფორმით უნდა მიეღო. ეგონა, როგორც შვილი, ამას ნებისმიერ დროს შეძლებდა. ეს სიტუაცია მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეიქმნა.
საოჯახო დავების დროს ხშირად იჩენს თავს მეუღლეთა თანასაკუთრების თემა. საოჯახო კანონმდებლობით, რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, რომელიც შეიძლება გაიყოს ქორწინების განმავლობაშიც და ქორწინების შეწყვეტის შემდგომაც, მაშინაც კი თუ ქონება მხოლოდ ერთ მეუღლეზეა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. მაშინაც თუ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური ქონება დაოჯახების შემდგომ გაიზარდა, თანასაკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია. თუმცა სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს აღნიშნულ წესს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?
ჩემი აზრით, სტატისტიკაში ნაჩვენები დისბალანსი გამოწვეულია არასწორი საზოგადოებრივი შეხედულებებით. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებას სჩვევია რაღაც ჩვეულებების და ადათების წესად აღქმა.
სტატისტიკის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე უფლების დამდგენი დოკუმენტების სარეფორმო პერიოდში ოჯახის მამაკაცებზე გაცემა, სამკვიდრო ქონების მხოლოდ მამაკაცი მემკვიდრის მიერ მიღება, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების მხოლოდ მამაკაცზე აღრიცხვა, ერთი სიტყვით, საზოგადოებაში დამკვიდრებული მანკიერი წარმოდგენის „წესად“ მიჩნევა.
„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.