Blog-lar

Qadınların iqtisadi inkişafa qoşulması

Gürcüstan reallığında qadınların sosial-iqtisadi vəziyyəti çox aşağı səviyyədədir. Baxmayaraq ki, qadınların sosial-iqtisadi rolu barədə tez-tez danışırıq, yenə də bu baxımdan müsbət dəyişikliklər yoxdur. Əlbəttə, aydındır ki, gender problemlərinin tez və birbaşa həlli çətindir. Ancaq keçən vaxt ərzində bu istiqamətdə ciddi dəyişikliklər olmalıdır.
Vəziyyəti yaxşı görmək üçün hər hansı konkret göstəriciləri müqayisə etməliyik. Məsələn, hansı ölkədə insan haqlarının müdafiəsi, bərabərlik, səhiyyə və başqa bu kimi məsələlər yüksək səviyyədədir, görürük ki, bütün bu məsələlər ümumilikdə iqtisadi göstəricilərlə əlaqədardır. Belə çıxır ki, harada yaşam tərzi yüksəkdirsə orada sosial problemlərlə az qarşılaşırıq.
Gürcüstanda sosial-iqtisadi baxımdan gender bərabərliyinə nail olmaq və ümumiyyətlə gender bərabərliyinə nail olmaq üçün bir çox qanun qəbul olunub. Ilk dəfə 2010-cu ildə parlament gender bərabərliyi barədə qanun qəbul etdi. Qanunun əsası cinsi əlamətə görə diskriminasiyanın yolverilməzliyidir.
Həmçinin, Gürcüstanda “diskriminasiyanın bütün formalarının qarşısının alınması barədə” qanun qəbul eidlib. Bundan əlavə ölkədə dövlət xidməti barədə qanun da qəbul edilib. Həmin qanun qadın və kişiyə eyni şərait yaradır.
Həmçinin, bunların hamısına əmək məcəlləsini də əlavə etməliyik. Əmək məcəlləsində yeni, ciddi islahat həyata keçirildi və iş yerlərində gender bərabrəliyi məsələsi mühüm dərəcəd nəzərə alınıb.
Bunların hamısına baxmayaraq reallıqda tam başqa vəziyyətdir. Çünki təəssüf ki, reallıq qanunla müəyyən edilmiş tənzimləmələrdən kənara çıxır. Ola bilsin qanunvericilik yüksək səviyyədə qəbul edilib, ancaq əgər bu qanun həyata keçirilirmisə yenə də istədiyimiz nəticəni əldə edə bilməyəcəyik. Çünki yalnız bu baxımdan çox qanun qəbul etmək kifayət deyil. Uzunillik mühüm dəyişikliklər üçün ciddi addımlar atmaq lazımdır ki, Gender bərabərliyi daşıyıcısı olan mədəniyyət yaransın. Ancaq yalnız illər və onunla bağlı gözləntilər Gürcüstan reallığında qarşılaşdığımız yeganə problem deyil. Burada məsələ daha ciddidir. İctimaiyyətdən bu istiqamətdə çox şey asılıdır.
Məsələn, müəyyən bir cəmiyyətdə bu prosesi asanlaşdırmaq üçün nə dərəcədə iradə var. Stereotipik düşüncə, patriarxal üstünlüklər, din, mədəniyyət, cinsiyyət kimliyi ilə təyin etdiyimiz konkret məsələlərə ən çox təsir edən sahələrdir. Bütün bunlar, ölkənin sosial-iqtisadi inkişafına mənfi təsir göstərən qadınların özünü həyata keçirmə sahəsini məhdudlaşdırır.
Müəllif: Ayhan Həsənov
ქალების ჩართულობა ეკონომიკურ განვითარებაში
საქართველოს რეალობაში ქალების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა ძალიან დაბალ დონეზეა. მიუხედევად იმისა, რომ ქალების სოციალურ-ეკონომიკური როლის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, მაინც არ არის პოზიტიურობისკენ დიდი ცვლილება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ რთულია გენდერული პრობლემების ძალიან სწრაფად და ერთბაშად მოგვარება, მაგრამ გავლილი დროის განმავლობაში მაინც უნდა იყოს ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილება.
იმისთვის, რომ სურათი კარგად დავინახოთ, შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული მაჩვენებლები შევადაროთ. მაგალითად, რომელ ქვეყანაშიც ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, ჯანდაცვის და სხვა მსგავსი საკითხები მაღალ დონეზეა, ვხედავთ, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოო ჯამში ეკონომიკურ მაჩვენებელს უკავშირდება და გამოდის, რომ სადაც ცხოვრების დონე მაღალია, იქ ნაკლებად ვხვდებით სოციალურ პრობლემებს.
საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური კუთხით გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ზოგადად გენდერული თანასწორობის მისაღწევად მიღებულ იქნა არაერთი კანონი. პირველად 2010 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა.
ასევე, საქართველოში მიღებულ იქნა კანონი „დისკრიმინაციის ყველაფორმის აღმოფხვრის შესახებ“. გარდა ამისა, ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ქალსა და კაცს თანაბარ პირობებში აყენებს.
ასევე, ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ შრომის კოდექსი, რომელშიც ახლახან განხორციელდა სერიოზული რეფორმა და სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის საკითხი მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული.
მიუხედავად ამ ყველაფერისა, სულ სხვა სურათია რეალობაში, რადგან სამწუხაროდ, რეალობა ცდება კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს. შესაძლებელია, კანონმდებლობა მაღალ დონეზეა მიღებული, მაგრამ თუ ამ კანონის რეალიზება არ ხდება, მაინც ვერ მივაღწევთ იმ შედეგს, რისი მიღწევაც გვსურს, რადგან მხოლოდ ამ კუთხით უამრავი კანონის მიღება არაა საკმარისი. მრავალწლიანი პოზიტიურობისკენ მნიშვნელოვანი ცვლილებისთვისთვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა შეიქმნას გენდერული თანასწორობის მატარებელი კულტურა, თუმცა მარტო წლები და მასთან დაკავშირებული მოლოდინი არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას, რომელსაც ქართულ რეალობაში ვხვდებით. აქ საკითხი უფრო მწვავედ დგას. საზოგადოებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული ამ მიმართულებით. მაგალითად, რამდენად არსებობს ამ პროცესის ხელშემწყობი ნება მოცემულ საზოგადოებაში. სტერეოტიპული აზროვნება, პატრიარქალურ-დომინანტური პრეფერენციები, რელიგია, კულტურა არის ის სფეროები, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც გენდერული იდენტობის ნიშნით განვსაზღვრავთ. ეს ყველაფერი ზღუდავს ქალის თვითრეალიზაციის არეალს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ავტორი: აიჰან გასანოვი