Ayhan Həsənov
Hüququn tarixi hələ qədim Roma dövlətinə qədər gedib çıxır. Tarix boyu qadınların kişilərlə eyni səviyyədə, tam bərabər hüquq və azadlıqlara sahib olduğu zaman və məkan olmamışdır, qadınların məhz qadın olduqları üçün sahib olduqları hüquqlarını tam raeallaşdırması daim müəyyən maneələrlə üz-üzə qalmışdır. Hər kəsə məlumdur ki, kişilər qadınlardan fiziki cəhətdən güclüdür. Fiziki cəhətdən qadının kişidən daha zəif olması onun daim ikinci planda qalmasına, əzilməsinə, hüquqlarının tapdalanmasına və ədalətsizliklə üzləşməsinə səbəb olmuşdur. Sadecə mövcud bir xalq nümayəndəsində deyil, bütün dünyada qadınlar ayrı-seçkiliyə və zorakılığa məruz qalmışdır. Günümüzdə bu sahədə qətt edilən məsafələrə baxmayaraq bu proses hələ də nəzərə çarpacaq dərəcədə davam etməkdədir.
Gender bərabərliyi olan cəmiyyət yaratmaq üçün bir çox addımlar atıldı, beynəlxalq səviyyədə bir çox normalar qəbul olundu. Bunlardan biri hələ 1966-cı ildə qəbul olunan “Qadına qarşı diskriminasiyanın bütün formalarının aradan qaldırılması haqqında” beynəlxalq konvensiyadır.
Hər nə qədər bu sahədə keçmiş dövrlə müqayisədə nisbətən müəyyən məsafələr qətt edilsə də, günümüz reallığı bu qəbul olunan beynəlxalq normaların formalaşdırmağa çalışdığı gender bərabərliyindən çox uzaqdır.
Gürcüstan qanunvericiliyi bu sahədə beynəlxalq normalara əsaslanır. Hər nə qədər qanun səviyyəsində qadına qarşı diskriminasiya qadağan olunsa da mövcudluğu açıq-aşkar faktdır.
Düzdü bir çox sahədə qəbul olunan qanunlar kifayət deyil, bəzi sahələrdə qanunlar kifayət olsa belə bunun qanunun tələblərinə uyğun çərçivədə həyata keçirilməsi çox çətindir.
Ancaq evlilik mövzusu heç də belə deyil. Gürcüstan qanunvericiliyi evlilik mövzusunda tam mənası ilə demək olar ki, qadınları qanadları altına alıb. Ən böyük tələbi qeydiyyatdır, yəni evlənən zaman bu evliliyin qanunun tələblərinə uyğun şəkildə qeydiyyatdan keçirilməsidir. Düzdür, günümüzdə qeydiyyatsız evlilik elə də çox rastlanan mövzu deyil, ancaq boşanma zamanı məhkəmə proseslərində qadını çətin vəziyyətə salan ən böyük fakt qeydiyyatsız evlilikdir. Çünki əgər evlilik qeydiyyatli deyilsə, qadın boşanan zaman keçmiş həyat yoldaşından heç bir şey tələb edə bilmir. Nə maddi, nə də başqa formada. Ola bilər ki, onlar uzun zamandır evli olsunlar, birlikdə yaşasınlar, ancaq bu evlilik qanun səviyyəsində təsdiq olunmayıbsa, qadın keçmiş həyat yoldaşından hüquqi yolla heç nə tələb edə bilmir. Çünki onlar qanunən evli olaraq qəbul olunmurlar. Ancaq qeydiyyatli evlilikdə boşanma zamanı qadın, keçmiş həyat yoldaşından evləndikdən sonra əldə olunan, qazanılan bütün mal varlığının yarısını tələb edə bilər. Bunu Gürcüstan mülki məcəlləsinin 1158-ci maddəsi də təsdiq edir. Ancaq yuxarıda da qeyd etdiyim kimi bunun üçün qanunun ən böyük tələbi odur ki, evlilik qanun səviyyəsində qeydiyyatlı olsun. Gürcüstan mülki məcəlləsinin 1151-ci maddəsinə əsasən, həyat yoldaşları arasında hüquq və vəzifələr sadecə Gürcüstan qanununaməsinin tələbləri əsasında qeydiyatdan keçən evliliklərdə yaranır.
Evliliyi qeydiyatdan keçirmək isə elə də çətin məsələ deyil, ər və arvadın evlənmək tələbi ilə qeydiyyat orqanına birlikdə ərizə vermələri kifayətdir, əlbəttə ki, digər zəruri şərtlər də yerinə yetirildiyi təqdirdə. Digər lazımi şərtlər isə Gürcüstan mülki məcəlləsinin 1107-ci maddəsinə əsasən bunlardır:
- a) Evlilik yaşı;
- b) Evlənəcək şəxslərin razılığıdır.
2017-ci ilin 1 yanvarında Gürcüstan mülki məcəlləsinində edilən dəyişiklidən sonra mülki məcəllənin 1108-ci maddəsinə əsasən, evlilik üçün nəzərdə tutulan yaş 18-dir. 2017-ci ilin 1 yanvarında edilən dəyişikliyə qədər ata və ananın razılığı əsasında 16 yaşdan evliliyə icazə verilirdi.
——————————-
კანონი და გენდერული თანასწორობა
აიჰან გასანოვი
სამართლის ისტორია ძველი რომის სახელმწიფოდან იწყება. ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა დრო და ადგილი, სადაც ქალებს იგივე უფლებები და თავისუფლებები ჰქონოდათ, როგორც მამაკაცებს, და ქალები ყოველთვის ხვდებოდნენ გარკვეულ დაბრკოლებებს საკუთარი უფლებების სრულად განხორციელებაში, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ. ყველამ იცის, რომ მამაკაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე ქალი. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მათი მუდმივი უგულებელყოფა, ჩაგვრა, უფლებების დარღვევა და უსამართლობა. ქალები განიცდიდნენ დისკრიმინაციას და ძალადობას მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველგან. მიუხედავად კაცობრიობის მიერ დღეს განვლილი გზისა, ეს პროცესი მაინც გრძელდება.
დღეისთვის, ბევრი ნაბიჯია გადადგმული საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით და მრავალი ნორმაა მიღებული საერთაშორისო დონეზე. ერთ-ერთი მათგანია 1966 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გარკვეული წინსვლა არის წარსულთან შედარებით, დღევანდელი რეალობა შორს არის გენდერული თანასწორობისგან, რომლის მიღწევასაც ცდილობენ ეს მიღებული საერთაშორისო ნორმები.
საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია აკრძალულია კანონით, ეს ფაქტია.
მართალია, ბევრი მიღებული კანონი საკმარისი არ არის და მაშინაც კი, თუ ზოგიერთ სფეროში კანონები საკმარისია, მათი განხორციელება კანონის მოთხოვნების შესაბამისად ძალიან რთულია.
მაგრამ ქორწინება ასე არ არის. საქართველოს კანონმდებლობამ თითქმის სრულად აიღო ქალების დაცვა, როდესაც საქმე ქორწინებას ეხება. ყველაზე დიდი მოთხოვნაა რეგისტრაცია, ანუ ქორწინება უნდა დარეგისტრირდეს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მართალია, არარეგისტრირებული ქორწინება დღეს არც ისე გავრცელებულია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქალს განქორწინების პროცესში რთულ მდგომარეობაში აყენებს, არარეგისტრირებული ქორწინებაა; თუ ქორწინება არ დარეგისტრირდება, ქალი განქორწინების დროს ვერაფერს ითხოვს ყოფილი ქმრისგან, არც მატერიალურად და არც სხვა ფორმით. შეიძლება ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები და ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ თუ ქორწინება არ იქნა ლეგალიზებული, ქალი კანონიერად ვერაფერს ითხოვს ყოფილი ქმრისგან. ამასთან, რეგისტრირებულ ქორწინებაში განქორწინების შემთხვევაში, ქალმა შეიძლება ყოფილი ქმრისგან მოითხოვოს ქორწინების შედეგად შეძენილი ქონების ნახევარი. ამას ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონის მოთხოვნაა, ქორწინება დარეგისტრირდეს იურიდიულ დონეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შორის უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ ქორწინებებში, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
ქორწინების რეგისტრაცია რთული არ არის, საკმარისია, ცოლ-ქმარმა ერთად მიმართოს რეესტრის ოფისს, რა თქმა უნდა, სხვა აუცილებელი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სხვა აუცილებელი პირობები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის თანახმად, არის:
ა) ქორწინების ასაკი;
ბ) დაქორწინებულ პირთა თანხმობა.
2017 წლის 1 იანვარს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შემდეგ, სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლით ქორწინების ასაკად 18 წელია განსაზღვრული. 2017 წლის 1 იანვარს ცვლილებამდე, ქორწინება დაშვებული იყო 16 წლის ასაკიდან, მამისა და დედის თანხმობით.