Cəmiyyətimizdə bərkidilmiş sosyal problemlərdən olan erkən evlilik problemi müzakirə mövzusu olduğu zaman hər zaman evlilik üçün minimal yaş həddi ən çox vuğulanan mövzuların başında gəlir. Bəziləri ərkən evliliyi dinlə, dində yaş həddinin olmamağı ilə əlaqələndirir. Əlbətdə mən din üzrə mütəxxəsis deyiləm və dinlə əlaqədar bu mövzunun dərinliklərinə gedə bilməyəcəm. Sadecə ümumi biliyimdən qeyd edə bilərəm ki, bəzi insanlar tərəfindən “Dində yaş həddi göstərilməyib, din ərkən evlən deyir” deyə dəyərləndirilməsi çox yanlışdı. Din xadimlərinin də dediyi kimi, din evlilik üçün 4 şərtə hazır olmağa çağırır və bu şərtlərin ödənilməsi minumim 22 yaş həddini tələb edir.
İndi isə keçid alaq əsas müzakirə edəcəyimiz məzmuna – qanunveriçiliyə:
Evlilik yaşı:
Qanunda yaş həddi aydın şəkildə qeyd olunub. Gürcüstan mülki məcəlləsinin 1108-ci maddəsinin birinci hissəsinə əsasən qanuni evliliyə 18 yaşdan icazə verilir. 2017-ci ilin yanvar ayında qüvvəyə minən Gürcüstan Mülki məcəlləsinə qədər 16 yaşından sonra qanunən, valideyinlərin razılığı ilə evliliyə icazə verilirdi. Ancaq yaxın keçmişdə qanunveriçilikdə dəyişikliklər olundu və günümüz qanunveriçiliyinə əsasən 18 yaşına çatmamış şəxslərin evlənməsi qanun qarşısında yol verilməzdir.
Çox vaxt orada qeyd olunan minimal yaş həddi ilə əlaqədar yanlış hallandırmalar olur. “Minumum yaş olaraq 18 yaş təyin olunub” deyəndə elə başa düşürlər ki, 18 yaşına çatdı qurtardı, hərkəs evlənə bilər. Qeyd etdiyim kimi, 18, sadecə minimal yaş həddidir. Yəni, 18 yaşına catmamış heç bir şəxs üçün qanunən evliliyinə icazə verilmir. 18 yaşı tamam olan kimi hərkəs, mütləq evlənməlidir deyə bir şey yoxdur. Çünki, Gürcüstan mülki məcəlləsinin 1107-ci maddəsinə əsasən yaşları hər neçə olur olsun hər iki tərəfin razılığı evlilik üçün ən vacib iki şərtlərdən biridir. Gürcüstan mülki məcəlləsinin 1107-ci maddəsinə əsasən evlilik üçün ən vacib iki şərt evlilik yaşı və evlənəcək şəxslərin razılığıdır. Hər iki şərtin yerinə yetirilməsi bir digəri qədər vacibdir. Bütün bunlardan irəli gələrək, şəxslərin, sadecə 18 yaşlarına çatmaqları kifayət deyildir və eyni zamanda hər iki tərəfin razılğı olmalıdır.
Eləcədə qeyd etmək istəyirəm ki, qanun dini evliliyi tanımır. Yəni dini evlilikdə olan şəxslər arasında qanun qarşısında heç bir öhdəlik yoxdur.
Nişan:
Nişan üçün yaş həddinə gəldikdə isə, bunu hər nə qədər qanundakı boşluqlardan biri kimi qəbul etmək mümkün olsa da, qanunda nişan bizim təsəvvürümüzdəki kimi nəzərdə tutulmayıb. Gürcüstan mülki məcəlləsinin 1109-ci maddəsinin 1-ci bəndinə əsasən şəxslər arasındakı nişan, hökmən nikah öhtəliyinə səbəb deyildir. Qanun, nişanlı şəxslərin hökmən bir-birləri ilə evlənmələrini tələb etmir. Qısaca desək, qanunda nişan, evliliyə söz vermək demək deyil.
Erkən nişan faktları da ən az, ərkən evlilik qədər yayğındır. Hər nə qədər qanunda nişan, evliliyə söz vermək olaraq nəzərdə tutulmamış olsada, cəmiyyətin çox böyük hissəsində bu, belə qəbul olunub. Və eləcə də günümüz reallığı göstərir ki, erkən nişan və zorla nişan faktları, şəxsin həyatında bəzən ağır tramvalara səbəb olur. Bəzi insanlarda tramvalara səbəb olmasa belə, kiçik yaşda çox böyük məsuliyyətin altına salaraq, təhsilinə, tam və yaxşı formalaşmasına maneə olur.
Bütün bunları nəzərə alaraq, yaxşı olardı ki, qanunveriçilikdə nişan üçün də minimal yaş həddi təyin olunsun. Bir çox mütəxəssisin rəyi, eyni ilə evlilikdə olduğu kimi nişanda da minimal yaş həddi olması sitiqamətindədir və 18 yaş təyin olunmağı daha məqsədə uyğun olduğu vurğulanır. Daha aşağı yaş həddinin təyin olunmasının effektli olmayacağı düşünülür. Ona görə ki, daha aşağı yaşda nişanlanmağa qanunən icazə verildiyi təqdirdə həm evlilik üçün təyin olunmuş minimal yaş həddi öz effektini itirəcək, həmdə eyni problemlərlə, tramva, kiçik yaşda çox böyük məsuliyyətin altına salaraq, təhsilinə, tam və yaxşı formalaşmasına maenə olma v.s daha tez üz-üzə qalacağıq.
Müəllif: Ayhan Həsənov
—————————————————————————
კანონმდებლობაში ქორწინებისა და ნიშნობისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი
საზოგადოებაში ადრეული ქორწინების შესახებ არსებული სოციალური პრობლემების განხილვების დროს, ყურადღების ცენტრში ექცევა ქორწინების ასაკი. ასაკი ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია. ზოგი ადრეულ ქორწინებას რელიგიას და რელიგიაში ასაკობრივი ზღვრის არარსებობას უკავშირებს.
მე არ ვარ სასულიერო პირი და ვერ შევძლებ რელიგიასთან დაკავშირებული ამ საკითხის სიღრმეებში ჩასვლას. მხოლოდ ზოგიერთების ნათქვამზე გავამახვილებ ყურადღებას: ”რელიგიაში ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, რელიგია ამბობს, რომ ადრე გათხოვდე”, რაც ძალიან არასწორია. ამაზე სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ რელიგია ადამიანისგან ოთხი პირობისთვის მზადყოფნას მოითხოვს და ამ პირობების შესრულებას მინიმუმ 22 წლის ასაკი სჭირდება.
კანონი ნათლად ადგენს ასაკობრივ ზღვარს ქორწინებისთვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერი ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან. საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (2017 წლის იანვარი), ქორწინება კანონიერად დაიშვებოდა 16 წლის შემდეგ, მხოლოდ მშობლების თანხმობით. უკვე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება დაუშვებელია.
ზოგჯერ არსებობს არასწორი წარმოდგენა ქორწინების კანონით დადგენილ მინიმალურ ასაკთან დაკავშირებით. ზოგი ფიქრობს, რომ ქორწინების მინიმალური ასაკია 18 წელი, და რომ ყველას, ვინც უკვე მიაღწია 18 წელს, შეუძლია, იქორწინოს. როგორც აღვნიშნე, 18 წელი მხოლოდ მინიმალური ასაკია. ანუ, 18 წლამდე ასაკის არც ერთ პირს კანონიერად არ აქვს უფლება, დაქორწინდეს. თუმცა, არ არსებობს ისეთი რამ, რომ ყველა დაქორწინდეს, როგორც კი 18 წლის გახდება, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის თანახმად, ორივე მხარის თანხმობა, განურჩევლად ასაკისა, ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის თანახმად, ქორწინების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ქორწინების ასაკი და მხარეთა თანხმობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინდივიდებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ 18 წლის ასაკის მიღწევა. ამავე დროს, უნდა არსებობდეს ორივე მხრის თანხმობა.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კანონი არ ცნობს რელიგიურ ქორწინებას. ანუ, რელიგიურ ქორწინებაში მყოფ პირებს შორის არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს.
რაც შეეხება ნიშნობის ასაკობრივ ზღვარს: შეიძლება, ეს ჩაითვალოს, როგორც ერთ-ერთი ხარვეზი კანონში; კანონი არ ცნობს ნიშნობას, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირთა შორის ნიშნობით არ წარმოიშობა ქორწინების ვალდებულება. კანონი არ ითხოვს დანიშნულთა დაქორწინებას. მოკლედ რომ ვთქვათ, კანონში ნიშნობა არ ნიშნავს ქორწინების დაგეგმვას. ამასთან, ადრეული ნიშნობის ფაქტები ისეთივე აქტუალურია, როგორც – ადრეული ქორწინება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონში ნიშნობა არ ნიშნავს ქორწინების დაპირებას, საზოგადოებაში იგი ასეა მიღებული. ადრეული ნიშნობისა და იძულებითი ნიშნობის ფაქტები ზოგჯერ მძიმე ტრავმებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში. ნიშნობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ახალგაზრდას და ხელს უშლის მის განათლებას, სრულ და ჯანსაღ განვითარებას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, თუ კანონი დააწესებდა ნიშნობის მინიმალურ ასაკსაც. ჩემი აზრით, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ნიშნობის მინიმალური ასაკის 18 წლით განსაზღვრა ისევე, როგორც ქორწინებაში. ექსპერტების რეკომენდაციის თანახმად, ეფექტური არ იქნება ნიშნობისთვის ასაკობრივი ქვედა ზღვრის ქორწინებაზე ნაკლების დაწესება, რადგან თუ დაბალ ასაკში ნიშნობა კანონიერი იქნება, ქორწინების მინიმალური ასაკიც დაკარგავს თავის ეფექტს და არასრულწლოვანი ადამიანი იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება , როგორებიცაა ტრამვა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით დატვრთვა ახალგაზრდა ასაკში, ხელის შეშლა განათლებაში, სრულ და ჯანსაღ განვითარებაში და ა.შ.
ავტორი: აიჰან გასანოვი