Blog-lar

Qarantin “anaları və övladları”

Müəllif: Aynurə Əliyeva

“112-yə zəng vurdum və elə gəldim ki, yolda cərimələməsinlər. Saat 11 idi. Qaydaları pozmuş olacaqdım”- üçüncü çarpayıdan ikinci oğlunu dünyaya gətirən qadın deyir.

“Hə, yaxşı edibsən. Komendant saatıdır, nə bilirsən nə baş verəcək”, – digər yeni doğulmuş oğlanın anası deyir.
Xəstəxana yeni analar və yeni doğulmuş körpələrlə doludur.

Mənə ikinci balınc verə bilərsiniz? – Qoridən gələn və 13 ildən sonra İohaneni dünyaya gətirən qadın tibv bacısına səslənir.
Yalnız bir boş çarpayımız qalıb, başqa yeni adam gəlsə balıncı geri aparacam.

Bütün gecəni körpələrin səsi eşidilir. Bəzisi ağlayır,bəzisi acıb. Analar dəhlizdə dolaşır. Virusa görə atalara məhdudiyyət qoyulub. Onlar övladlarını yalnız evə aparan zaman görə bilərlər. Ona qədər isə bütün analar telefonla körpələrini distnat şəkildə atası və yaxınları ilə tanış etməyə çalışırlar.

Bayırda qaranlıq və sükutdur. Sanki bu qədər şəhərdə heç kim yaşamır. Dünyada, eləcə də ölkədə necə də gərgin vəziyyətdir. Otaqda televizor da var.

– Televizoru qurin baxaq viruda yoluxma halı artıbmı.

– Yox, yox xahiş edirəm qurma. Pis xatirlərə dalıram və bu mövzuda xəbərləri dinləməkdən artıq yoruldum – analar arasında söhbət gedir.
Xəstəxanada lə isti mümasibət heyət çalışır ki, çalışırlar öz kiçik zarafatları ilə başqalarının əhvalını da yüksəltsinlər.

Tibb bacısı içəri daxil olur. Yeni doğulmuş körpələrin dinləməsini yoxlamalıdır.

Əla, hamı necə də uaxşı eşidir. Heç bir problem yoxdur . Yəqin uşaqlar mövcud olan vəziyyətdən və karantin dövründə dünyaya gəlməklərindın danışırlarmış, ona görə hamısı taxşı eşidir – tibb bacısı hamımızı, karantin analarınl güldürür.

Son zaman ərzində nə çox adam dünyasını dəyişib. Buna baxmayaraq nə qədər yeni insan doğulur. Bu reallığı heç bir virus dəyişdirə bilməz. Bu körpələrin isə hər birinin isə öz hekayəsi olacaq. Yəüin böyüyəndə analarından dinlədikləri hekayəni başqalarına danışacaqlar. Necə də çətin, riskli dövrdə, yollarda qurulan yoxlayış məntəqələrini və sükuta qərq olmuş küçələri keçərək karantin övladları dünyaya gəlib.

Otaqdan evə elə göndərirlər ki, başqaları ilə vidalaşa da bilmirsən. Qəbul otağında geyimini dəyişirsən, körpəni verirlər və gedirsən.

“Qarauntin elan olunan gün növbətçi idim. Uzaqdan piyada gəlməli oldum. Həmin gündən yaxşı yeriyə bilmirəm. Məsuliyyətli olmaq da belədir”, – yaşlı qadın deyir və yeni çarpayını yeni körpənin gəlişi üçün hazırlayır”…


კარანტინის დედები და შვილები

აინურა ალიევა

“112-ში დავრეკე და ისე მოვედი, რომ გზაში არ დავეჯარიმებინე. 11 საათი იყო და წესებს დავარღვევდი”, – ამბობს მესამე საწოლის გოგო, რომელმაც მეორე ბიჭი გააჩინა.

“კი, კარგად მოქცეულხარ. რა იცი, რა ხდება, კომენდანტის საათია მაინც”, – გაეპასუხა მეორე ახალშობილი ბიჭის დედა.

კლინიკა სავსეა ახალნამშობიარები დედებით და ახალი სიცოცხლეებით, პატარებით.

– მეორე ბალიში თუ შეგიძლიათ, მომცეთ? – ეუბნება ექთანს მარცხენა საწოლის გოგო, რომელიც გორიდან ჩამოვიდა და 13 წლის შემდეგ პატარა იოანე გააჩინა.

– მხოლოდ ერთი ცარიელი საწოლია, შვილო, და თუ ვინმე ახალნამშობიარები მოვიდა, უკან უნდა წავიღო ბალიში.

მთელი ღამე ბავშვების ხმა ისმის, ზოგი ტირის, ზოგს ჭამა უნდა. დედები დერეფანში ტრიალებენ. ვირუსის გამო, მამებს შეზღუდვები აქვთ დაწესებული, შვილებს მხოლოდ სახლში გაწერისას თუ ნახავენ. მანამდე კი, ყველა დედა ტელეფონზეა ჩამოკიდებული. ყველა ცდილობს, პატარა დისტანციურად მაინც გააცნოს მამას და ახლობლებს.

გარეთ სიბნელეა და სიჩუმე. თითქოს, ამხელა ქალაქში არავინ ცხოვრობდეს. მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში, დაძაბული სიტუაციაა.

ოთახში ტელევიზორიც არის.

– ჩართეთ, აბა ვნახოთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ თუ მოიმატა.

– არა რა, გთხოვ, ცუდ მოგონებებს მიღვიძებს და დავიღალე. ამ თემაზე სულ ვუსმენ ამბებს, აღარ ჩართოთ…

ასეთი საუბარი მიმდინარეობს დედებში.

აქ ისეთი თბილი პერსონალი მუშაობს, ყველა ცდილობს, თავისი ხუმრობებით სხვებს დაეხმაროს განწყობის ამაღლებაში.

ექთანი შემოდის, ახალშობილებს სმენა უნდა შეუმოწმოს.

ვახ, ყოჩაღ, ყველას რა კარგად ესმის, არანაირი პრობლემა არ არის. ალბათ ბავშვები არსებულ სიტუაციაზე და კარანტინის დროს დაბადებაზე ჭორაობდნენ, ამიტომ აქვთ ყველას ასეთი კარგი სმენაო, – ექთანი ასე გვაცინებს ყველას, კარანტინის დედებს.

რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე ბოლო დროს. მიუხედავად ამისა, რამდენი იბადება და ახალი სიცოცხლე ევლინება ამ სამყაროს. ვერანაირი ვირუსი ვერ შეაჩერებს ამ რეალობას. ამ პატარებს ყველას თავისი ისტორია ექნება. ალბათ, როცა გაიზრდებიან, დედებისგან გაგებულ ისტორიებს მოუყვებიან სხვებს, თუ როგორი რთულ, სარისკო პერიოდში, გზებზე დაყენებული პოსტების და ჩუმი ქუჩების გავლით დაიბადნენ კარანტინის შვილები.

ოთახიდან ისე გიშვებენ, სხვებს ვერც დაემშვიდობები. მიმღებში უნდა გადაცვალო ტანსაცმელი, ბავშვს მოგაწვდიან და წახვალ.

“კარანტინის გამოცხადების დღეს მორიგე ვიყავი და ეეე საიდან მომიწია ფეხით მოსვლა… ამის მერე კარგად ვეღარ დავდივარ, ვერ გამოვკეთდი, შვილო. პასუხისმგებლობამ ასე იცის”, – წუწუნით ამბობს ასაკოვანი ქალი და თეთრეულს უცვლის ახალ საწოლს, რომელიც ახალი დედის და პატარის შემოსვლას ელის…