İctimaiyyət

“Qardaşlarım mənim məsuliyyətmi almamaq üçün uşaq yaşda, zorla məni nişanlandırdılar”

Xatirə 35 yaşında ev xanımıdır. O, bizə oxumaq xəyallarının necə puç olmasından, onu zorla necə evləndirdiklərindən danışır.

“12-13 yaşımda elçilər gəlməyə başladı. Ailəm də əslində mənim evlənmək vaxtımın gəldiyini düşünürdü. Mən təhsilimi davam etdirmək istəyirdim. Bunu ailəmə dedikdə, böyük qardaşı mənə dəstək olacağını, məni oxutduracağını demişdi.

Düşünürəm ki, özü evləndikdən sonra fikiri dəyişdi. Evləndikdən sonra sanki onunçün tezcə canını qurtarmalı olduğu yük idim. Oxumaqdan başqa mən isarışın, uca boylu, anlayışlı bir oğlanla evlənməyin xəyalını qururdum. Bu kriteriyalara uyğun bir oğlan da xoşuma gəlirdi. Əlbəttə onun bunnan xəbəri yox idi. Elçilər arasında bir qadın inadla məni ” oğluna alacağını” deyirdi. İki il ərzində vaxtaşırı bizə gəlib, oğlunu tərifləyirdi. Mən bu ailə haqda qonşulardan eşitmişdim. Bilirdim ki, mənim istədiyim kimi ailə deyillər, mənimlə evlənmək istəyən oğlan isə mənnən 10 yaş böyük idi. İki ilin sonunda həmin qadın, mənim qaynanam, qardaşlarımı yola gətirdi və mən nişanlandım. Məni istəmədən evləndirməyin səbəbi düşünürəm ki atamın olmaması idi. Görürdüm qonşu qızlarını ataları elçilər arasından ən yaxşısını seçib ona nişanlayırdılar. Bəlkə də qardaşlarım mənim məsuliyyətimi almaq istəmirdilər. Onunçün ilk gələn elciyə razılıq verdilər. İlk vaxtlarda bununla razılaşa bilmirdim, özümü öldürmək haqqında düşünürdüm. Bəlkə də bir möcüzə olmasını gözləyirdim. Dəfələrlə ” keşkə ya o, ya da mən ölüm, bu evlilik olmasın” deyə dua edirdim.

Tozu Gülmamedova

_______________

“ძმებს არ უნდოდათ ჩემზე პასუხისმგებლობის აღება და ადრეულ ასაკში ძალით გამათხოვეს”
ხათირა 35 წლის დიასახლისია. ის გვიამბობს, თუ როგორ გაუცრუეს ძმებმა იმედი და როგორ აიძულეს დაქორწინება.
“მხოლოდ 12-13 წლის ვიყავი, რომ ჩვენთან უკვე მოდიოდნენ ქალები, რომლებიც საკუთარი ბიჭისთვის გოგოს ეძებდნენ. ოჯახიც უკვე თვლიდა, რომ დიდი გოგო ვარ. მე უმაღლესში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. როცა ამის შესახებ ვეუბნებოდი ოჯახს, უფროსი ძმა დამპირდა, რომ ამ ოცნებას ამისრულებდა და ყველანაირად დამეხმარებოდა სწავლის გაგრძელებაში.
მაგრამ, როცა ცოლი მოიყვანა, ის ძალიან შეიცვალა. მისთვის მალე მოსაშორებელი ტვირთად ვიქეცი. მე ასევე ვოცნებობდი ქერა, მაღალ და ჭკვიან ბიჭთან ოჯახის შექმნაზე. ჩვენს სამეზობლოში იყო ზუსტად ასეთი ბიჭი. მგონი მომწონდა ის, თუმცა, ამის შესახებ ის ვერასოდეს გაიგებს.
ერთი ოჯახი იყო, რომელიც მუდმივად დადიოდა ჩვენთან, რათა ჩემი ძმები დაერწმუნებინა იმაში, რომ მისი ჩემზე ათი წლით უფროსი ბიჭი ჩემთვის შესაფერისი იყო. პირდაპირი გაგებით, მეზიზღებოდა ის ქალიც და მისი ოჯახიც. თავიდან ჩემი ძმებიც არ იყვნენ თანახმანი. ამ ქალმა კი, ორი წელი დროგამოშვებით იარა ჩვენთან.
ბოლოს, როცა 15 წლის ვიყავი, ჩემი ძმებიც შეთანხმდნენ. ძალით გამათხოვეს, რადგან მამა არ მყავდა. ვაკვირდოდი გოგოებს, რომლებსაც მამა ჰყავდათ… მათი მამები არასოდეს ჩქარობდნენ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. ისინი ჯერ გაიცნობდნენ ბიჭს, მისი ოჯახს, და მერე ათხოვებდნენ გოგონებს. ჩემს ძმებს კი უკვე თავიანთი ოჯახი ჰყავდათ და არ უნდოდათ ზედმეტი პასუხისმგებლობა, პრობლემა. თავიდან მიჭირდა ამ რეალობის შეგუება, – რომ გავყვებოდი იმ კაცს, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩემზე უფროსი იყო ასაკით და მისი ოჯახიც მძულდა.

თავის მოკვლაზეც მიფიქრია. სულ იმედი მქონდა, რომ რაღაც საოცრება მოხდებოდა და არ გავყებოდი იმ კაცს. ყოველდღე ვლოცულობდი, რომ ან მე მოვმკვდარიყავი, ან – ის, რომ არ გავყოლოდი მას. რამდენი დღე გაუჩერებლად ვტიროდი, დედაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა. დედას, რომელმაც მარტომ
გამზარდა, არ ჰქონდა უფლება, ხელი შეეშალა ამ ყველაფრისთვის – მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ხომ კაცები იღებენ…

თოზუ გულმამედოვა