Blog-lar

Qıskançlıq yoxsa zorakılıq?!

Mən Nərminə Nəsibova. İlya Dövlət Universitetinin 2-ci kurs tələbəsiyəm, gələcəkdə layiqli müəllimə olmaq üçün təhsilimi davam etdirirəm.  

Uzun zamandır ki, müşahidə etdiyim və zamanənin irəliləməyinə baxmayaraq, hələdə çox ailənin dağılma səbəbi olan „qisqançliq’’ mövzusuna toxunmaq istəyirəm. Rahatlıqla deyə bilərəm ki, cəmiyyətimizdə qadına qarşı zorakılığın bir çox növünün baş tutmasının elə səbəbindən biridə “qıskançlıq” deyilən o prosesdir. Mən prosses aldandırıram çünki davamlı şəkildə baş verir və cəmiyyətdə ki, kişilərin bir çoxu qısqanç olduqları zaman daha çox “sayılırlar”. Açıq danışacam elə bu etiket kişilərə məhs qadınalar tətəfindən verilib. Ancaq bu prossesin sonu faciəyə dönüşəndə başlanğıçda ki, kimi heçkimə xoş olmur. Əksərən düşünülür ki, qısqanılmaq demək insanı özünə dəyərli hiss etdirmək, onun üçün dəyərlisən və əzizsən deməkdir.

22 Yaşıma gəlmişəm ətrafımda bir çox qisqanclıq faktı şahidi şahidi olmuşam və bir çoxuda pis sonla nəticələnib. Başlanğıçda bal ayında şirin gələn o əzizlənilmək sonda təpiyə dönüşəndə heçkimə xoş gəlmir.

Son zamanlarda ətrafımda baş verən hadisəyi bir nümunə olaraq sizinlə paylaşmaq istəyirəm. Erkən evliliyin “qurbanı” olan rəfiqəm “sevərək evləndi”. Elə mən özüm o sevgiyə heyrətlə baxırdım hər zaman.  Zaman keçib onlar illərdirki evlidirlər və iki uşaq sahibidirlər. Təəssuf ki, o başlarda heyrətlə izlədiyimiz sevgi yersiz “qısqanclıq” səbəbindən demək olar ki, sonlanıb. Artıq həyat yoldaşı qisqanclığa görə uşaqlarının gözü önündə öz həyat yoldaşına psixoloji və fiziki zorakılıq göstərir.

Ən məyus edici hal isə qadına qarşı dominantlığın təstiqini nəzərdə tutan bu proses artıq sistematik hal alıb. Araşdırılası mövzudur və əminəm ki, nəticəsindədə sayca çox ailənin dağılması və qadına qarşı zorakılıq kimi faktlar aşkar olunar…


ეჭვიანობა თუ ძალადობა?!

ნარმინა ნასიბოვა

მე ნარმინა ნასიბოვა ვარ, ილიას საელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. განათლებას ვიღებ, რათა მომავალში ღირსეული მასწავლებელი გავხდე.

ამ მოვლენას უკვე დიდი ხანია, ვაკვირდები. დროის ცვლილებების მიუხედავად, დღესაც კი, ბევრი ოჯახის დანგრევის მიზეზზე – „ეჭვიანობაზე“ მინდა გავამახვილო ყურადღება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში ქალის მიმართ ძალადობის ბევრი ფორმის ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს პროცესია, რომელსაც „ეჭვიანობა“ ჰქვია. მე ამას პროცესს ვუწოდებ, რადგან იგი პერმანენტულად ხდება. ჩვენს საზოგადოებაში კაცების ეჭვიანობა მათ იმ სტატუსს აძლევს, რომ მათი მხრიდან ამ მიზეზით ჩადენილი ძალადობა უფრო „მიღებულია“.

ღიად ვიტყვი, რომ ამის ნება კაცებს ქალებმა მისცეს. თუმცა, როცა ეს პროცესი უბედურებით მთავრდება, არავის მოსწონს. მაგრამ, ქალები ზოგადად ფიქრობენ, რომ საყვარელი ადამიანის ეჭვიანობა იმას ნიშნავს, რომ შენ მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ.

უკვე 22 წლის ვარ და აქამდე ბევრ ისეთ შემთხვევას შევსწრებივარ, რომელიც ცუდად დამთავრებულა. თავიდან, თაფლობის თვიდანვე, როცა ეს სიტკბო და მნიშვნელოვნების განცდა ფიზიკური ტკივილის მიყენებით სრულდება, არავის მოსწონს.

ამ ბოლო დროს, ჩემ გარშემო მომხდარი ამბების მაგალითად მოყვანა შემიძლია.

მაგალითად, ჩემი ნაცნობი ერთი გოგო ადრეული ქორწინების მსხვერპლია. მან „სიყვარულით“ შექმნა ოჯახი. მეც კი, ამ სიყვარულს დიდი გაკვირვებით ვუყურებდი. გავიდა დრო, წლების შემდეგ, წყვილს უკვე შვილები ჰყავს. სამწუხაროდ, დასაწყისში გაკვირვებით რომ ვუყურებდი, ის სიყვარული გაქრა და დამთავრდა. ეჭვიანობის მიზეზით, ქმარი ქალზე შვილების თვალწინ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს.

ყველაზე მეტად ისაა სამწუხარო, რომ დომინანტობის დამტკიცების მიზნით, ამ პროცესმა უკვე სისტემატური სახე მიიღო.

ვფიქრობ, ეჭვიანობის მიზეზით ოჯახში ძალადობა საკვლევი საკითხია. დარწმუნებული ვარ, ამის შედეგად ბევრი დანგრეული ოჯახისა და ქალზე ძალადობის ფაქტი გამოაშკარავდება…