Müəllif: Ayhan Həsənov
Son vaxtlar olan hadisələri də nəzər aldıqda heç şüphəsiz deyə bilərəm ki, cəmiyyət olaraq bu mövzuya çox səthi baxırıq. Günümüzdə qız qaçırmaq sanki maraqçəkici bir mövzu kimi çox populyarlaşıb. Çünki, o qədər sadə bir mövzu kimi baxırıq ki, sanki qaçırılan bir qız deyil, sanki söhbət ” Adam oğurluğundan” getmir, sanki məhv olan bir qızın həyatı, xəyalları, gələcəyi deyil.
“Qaçırılıb, olan olub daha nə olasıdı, oğlandı dana sevib qaçırıb , neylək” nə gözəl ” Düşüncə”di. Birazda qaçırılanın düşüncəsi ilə maraqlansaq məncə bu gün bu nöktədə olmazdıq. Belə düşüncələrlə, bir adət-ənənə kimi qız qaçıranlara haqq qazandırırıq. Bir insanın həyatının göz görə-görə məhv olmağına şərait yaradırıq.
Düşünmürük, başa düşməyə çalışmırıq, bəlkə oxumaq, təhsil almaq istəyir. Bəlkə həkim olacaq, hüquqşünas olacaq, müəllim olacaq, bunların heç bir fərqi yoxdu onlar üçün. Qız nə istəyir düşünsün, onların yerinə ” Düşünən” biriləri var nədə olsa.
İnanın ki, qızı zorla qaçırmaq, onun məqsədini əlindən almaqdan başqa bir şey deyil. Və inanın ki, məqsədsiz yaşayan insanın ölüdən heç bir fərqi yoxdur. Qız üçün isə ən ağır günlər elə ondan sonra başlayır. Məhv olan həyatınamı üzülsün ? Yoxsa, həyatının geri qalanını istmədəyi, zorla qaçırıldığı biri ilə keçirəcəyinəmi ? Necə deyiblər ” Cəmiyyət müalicəsi olmayan bir xəstəlikdir”. Zorla qaçırılan, şiddətə məruz qalan qızların hüquq müdafiə orqanlarına müraciyyət etməyə çəkinməklərinin ən böyük səbəbi cəmiyyətdir. Qızlar, cəmiyyət tərəfindən qınaq obiektivinə cevirilməmək üçün, məruz qaldıları şiddəti dilə gətirməyə belə qorxurlar.
Mən, son 2 ay ərzində artıq 4-cü qız qaçırma hadisəsi ilə qarşılaşıram, biri az yaşlı olmaq şərti ilə. Və onların hamısı Gürcüstan cinayət məcəlləsinin 143-cü maddəsi ilə saxlanıldı və onları minimum 7 il azadlığdan məhrum etmə gözləyir. 18- 20 yaşlarında bir dəfə küçədə görməklə bir anlıq xoşlanma ilə düşüncəsizcə etdikləri hərəkət onların ömrünün 7 ilinə səbəb olur. İnsanların şəxsi düşüncəsini deyə bilmərəm, istər evlənmək, ailə qurmaq üçün olsun, istərsə də başqa bir şey, səbəbi hər nə olur olsun qanun qarşısında bir cinayəti təmizə çixaracaq heç bir səbəb yoxdur.
Məlumat üçün:
Qız qaçırılan zaman İstintaq, Gürcüstan cinayət məcəlləsinin 143-cü “Qanunsuz azadlıqdan məhrum etmə” maddəsi ilə cinayət işi başladır, hansı ki, 7 ildən, 10 ilədək azadlıqdan məhrum etməni nəzərdə tutur. Qanunsuz azadlıqdan məhrum etmə ağır cinayətlər kateqoriyasına daxildir. Eyni ilə qız ata, anası tərəfindən evliliyə məcbur edildikdə Gürcüstan cinayət məcəlləsinin 150′ “Evliliyə zorlamaq” maddəsi ilə ata, ana haqqında cinayət işi açılır.
გოგოს მოტაცება დანაშაულია!
ავტორი: აიჰან გასანოვი
ბოლო პერიოდში, რასაც დავაკვირდი, ჩვენი საზოგადოება გოგოს მოტაცების საკითხს ძალიან ზედაპირულად უყურებს. დღესდღეობით, მოტაცების საკითხი განხილვის თემად არის პოპულარული, რადგან ამას უბრალო საკითხად აღვიქვამთ, თითქოს მოტაცებული ადამიანი არაა და თითქოს საუბარი ადამიანის მოტაცებაზე, ერთი კონკრეტული გოგოს ოცნებების, მომავლის და ცხოვრების დაკარგვაზე არ იყოს საუბარი.
„მოიტაცეს, მოსახდენი მოხდა უკვე, მერე რა, ბიჭს შეუყვარდა და რა ვქნათ?“ – ამ „კარგი აზროვნების“ ერთ-ერთი ნიმუშია. ოდნავ მაინც მოტაცებულის აზრიც რომ გაგვეთვალისწინებინა, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. არადა, ასეთ აზროვნებას კიდევ ტრადიციას სახელს ვარქმევთ და დანაშაულს ვამართლებთ. ადამიანის ცხოვრების განადგურებისთვის ხელისშემწყობ პირობებს ვქმნით.
არც ვფიქრობთ, არც ვცდილობთ, რომ მოტაცებულის მდგომარეობაში შევიდეთ. იქნებ, სწავლა უნდოდა? ექიმი ან სამართალმცოდნე გახდებოდა, ანდა მასწავლებელი, თუმცა ამ ხალხისთვის ამ ყველაფერს აზრი არც აქვს. გოგომ რაც უნდა იფიქროს, მის მაგივრად მაინც სხვები „ფიქრობენ“.
დამერწმუნეთ, გოგოს იძულებით მოტაცება, მისთვის მიზნების წართმევაა და ადამიანი მიზნის გარეშე მკვდრისგან არ განსხვავდება. გოგოსთვის კი, მძიმე დღეები მოტაცების შემდეგ იწყება. რომელ ერთზე ინერვიულოს? განადგურებულ ოცნებებზე თუ იმაზე, რომ დანარჩენ ცხოვრებას მომტაცებელთან გაატარებს? მოკლედ, როგორც იტყვიან, საზოგადოება ის დაავადებაა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. იძულებით მოტაცებულ გოგოს, ძალადობის მსხვეპლ გოგოს სამართლდამცავებისთვის მიმართვისაც კი ეშინია. ამის მიზეზი საზოგადოებაა. გოგოებს ეშინიათ, რომ საზოგადოება მათ გაკიცხავს. ამიტომაც, ისინი ითმენენ და ვერც ამბობენ, რომ ძალადობის მსხვეპლნი არიან.
მე ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში, მოტაცების 4 შემთხვევის შესახებ გავიგე, მათ შორის – ერთი არასრულწლოვნის. ყველა მომტაცებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დააკავეს. მათ მინიმუმ 7 წლით თავისუფლება დაკარგეს. 18-20 წლის ასაკში ერთხელ ქუჩაში ნანახი და მოწონებული გოგოს მიმართ ასე მოქცევის გამო ცხოვრების 7 წელს კარგავენ. ხალხი რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, დაქორწინებით, ოჯახის შექმნით ან სხვა რამით არანაირად არ უნდა გამართლდეს კანონის დარღვევა.
ცნობისთვის:
გოგოს მოტაცების დროს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რომელიც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავისუფლების უკანანო აღკვეთა ყველაზე მძიმე დანაშაულების კატეგორიაშია. ასევე, იძულებითი ქორწინების დროს გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი (ქორწინებაზე იძულება). ამ შემთხვევაში, გოგოს მამის მიმართ იწყება გამოძიება.