Müəllif: Aynurə Əliyeva
Əvvəl ailəni maddi cəhətdən idarə etmək kişinin öhdəliyi hesab olunurdu. Qadın isə evdə çalışmalı idi. Bu gün isə vəziyyət dəyişib…
İndi qadınlar da ailəyə maddi gəlir gətirir. Bəzisi bazarda dayanıb ticarətlə məşğul olur, bəzisi ofistə oturur, bəzisi də bunun üçün xaricə getməli olur. Bu gün qadın da kişi ilə bərabər ailənin maddi vəziyyətini idarə edir.
Valideynlər qızdan çox oğlan övladın təhsil almasına üstünlük verirdilər. Çünki kişi ailəni təmin edən şəxs hesab olunurdu. Qız isə ev təmizləmək, yemək bişirmək öyrənsə yetərlidi. Təhsil qızın nəyinə gərək idi. İndi müqayisədə çox valideyn öz səhvino baş düşüb. Qızlar daha çox təhsil alırlar. Ancaq yenə də təhsil qızın nəyinə gərəkdir təfəkkürü ilə yaşayan valideynlər var.
Qocalar deyərdi qız başqa evin divarının kərpicidir. Məh buna görə təhsil qızdan çox oğlana gərəkdir. Qız başqa evə gedir və başqa evdən öz evini düzəldir. Ayaqları üzərində dik durmağa onun daha çox ehtiyaxı var. Bu gün əksər kişilər işsizdir və ailəni qadın dolandırır. Təhsil olmayanda isə qadın səhər saat 7-də bazarda dayanmalı yaxud çalışmaq üçün xaricə getməli olur. Qızlarınıza dəstək olun, imkan yaradın təhsil alsınlar. Oğlunuz kimi qızınıza da öz gələcəyini qurmaqda kömək edin. Oğul yanınızda, öz evində qalır. Qız isə evini tərk edir başqa həyat qurur. Ona görə təhsilə ehtiyacı daha çoxdur. İşləməsə də təhsilli övlad böyütməklə başını dik tutacaq. Övladlarınız arasında fərq qoymayın…
რატომ უნდა მისცეთ ქალიშვილებს განათლება – ქალის წვლილი ოჯახის ეკონომიკაში
ავტორი: აინურა ალიევა
ადრე ოჯახის ფინანსურად მართვა მამაკაცის ვალდებულებად ითვლებოდა, ქალს კი სახლში მუშაობა ევალებოდა. მაგრამ, დღეს მდგომარეობა შეიცვალა…
ახლა ქალებსაც შეაქვთ ფინანსური წვლილი ოჯახში: ზოგი ბაზარში დგას, ზოგი ოფისში ზის, უმეტესობა კი საზღვარგარეთაა წასული. დღეს ქალიც მამაკაცთან ერთად მართავს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას.
მშობლები გოგოზე მეტად ბიჭის სწავლას ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან კაცი ითვლებოდა ოჯახის მარჩენლად და გოგოს რად უნდოდა სწავლა? მთავარია, სახლის დალაგება, კერძის დამზადება სცოდნოდა.
დღეს ბევრი მშობელი მიხვდა ალბათ ამ შეცდომას და შედარებით მეტი გოგო იღებს განათლებას. მაგრამ, მაინც არიან იმ აზრის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, გოგოს რად უნდა განათლებაო.
გოგო სხვისი სახლის აგურიაო, მოხუცები ამბობდნენ. ზუსტად ამიტომ, ბიჭზე მეტად გოგომ უნდა მიიღოს განათლება. გოგო სხვა სახლში მიდის და იმ სახლს თავისად გადააკეთებს. მას მყარად ფეხზე დგომა სჭირდება სირთულეების წინაშე. მას სჭირდება შვილების აღზრდა. დღეს ბევრი კაცი უმუშევარია და ოჯახს ქალი არჩენს. როცა განათლება არ არის, ქალი იძულებულია, დილის 7-ზე ბაზარში დადგეს ან საზღვარგარეთ წავიდეს.
მიეცით საშუალება ქალიშვილებს, ისწავლონ. დაეხმარეთ მათ მომავალის შექმნაში, როგორც ვაჟებს ეხმარებით. ვაჟები რჩებიან თქვენთან, თავიანთ სახლებში, გოგო კი ტოვებს სახლს, სხვა ცხოვრებას ქმნის თავიდან. ამიტომ, მას სჭირდება განათლება უფრო მეტად. თუნდაც არ იმუშაოს, მაინც თავს მაღლა დაიჭერს, რომ შვილებს აღზრდის განათლებულად. ნუ დატოვებთ განსხვავებას შვილებს შორის…