Müəllif: Tamam Abulova
Artıq iki aydır ki, ailəmdən ayrı yaşayıram. Doğrusunu demək lazımdırsa, bu günə kimi hüquqlarım pozularkən, evdən tək başıma çıxmağa haqqım yox ikən, türmədə kimi yaşayarkən niyə bu addımı daha öncə atmadım deyə heyfslənirəm. Həmin zamanlar heç bir telefonum və ya dostlarımla əlaqəm yox idi. Ancaq ev və ev işləri. Bəli, məktəbə gedirdim ancaq atam və ya başqa ailə üzvülərindən bir ilə. Avtobusla və ya marşrutka ilə heç bir zaman tək başıma yola çıxa bilməmişəm. Atam hesab edirdi ki, mənim üçün tək başıma avtobusda yola çıxmaq təhlükəli idi çün ki, orada başqa qıraq oğlanlar da olur.
Bunları düşündüyüm də niyə bu günə qədər risk edib bu addımı atmadım deyə heyfslənirəm. Çünki hərşeyə dözürdüm ancaq bir şeyə artıq dözəcək və səbr edəcək gücüm qalmadı. İndi isə özümə hisrlənirəm bu qədərinə niyə dözürdüm ki deyə… Zorla evləndirilməyə qədər səbr etdim. Ancaq evliliyə zorakı evliliyə məcbur edilmək mənim üçün son damcı oldu. Zənnimcə məcburi evliliklər ətrafımdakı bir çox qızın yaralı nöqtəsidir. Təsəvvür edilməz birşeydir bu, zorla evləndirməyə çalışırlar səni, sən isə nə edəcəyini bilmirsən, kimə müraciyyət edəsən heç buna hüququn olub olmadığını belə bilmirsən. Ətrafımda bir çox qız hədəqorxulara məruz qalaraq buna səsini çıxara bilmir, çünki atası ölümlə təhdid edir və ya bir çox başqa təhdidlərə məruz qalırlar. Mən bunları öz misalımdan bilirəm. Bütün hərkəs bilməlidir ki, ölkəmizdə müvafiq berketlər və qanunlar var bu haqda. Küçədə və yiyəsiz heç bir zaman qalmayacaqsınız.
Mən bu gün öz misalımla bütün qızlara demək istəyirəm ki, əgər oxşar hadisə yaşayırsınızsa mütləq səsinizi çıxarın. Qorxmayın, bilin ki, sizə mütləq dəstək olacaqlar. Bunu bu kimi hadisələri görən insanlarda məlumatlı olmaldıırlar. Oxşar hadisələr zamanı mütləq hərəkətə keçin, başqa təqdirdə bir çox qızın hüquqları tapdalanacaq necə ki, bugünə kimi baş verir. Səsimizi çıxarmağın zamanıdır, dəyişiklik zamanıdır!
ამოიღეთ ხმა, რომ სხვებმაც შეძლონ ხმის ამოღება!
ავტორი: თამამ აბულოვა
უკვე ორი თვე გავიდა, რაც მშობლებთან არ ვარ. სიმართლე გითხრათ, დღემდე ვფიქრობ, რატომ აქამდე არ გადავდგი ეს ნაბიჯი თავიდანვე – როდესაც ჩემი უფლებები ირღვეოდა, როდესაც სახლიდან დამოუკიდებლად გასვლის უფლება არ მქონდა, როდესაც ვცხოვრობდი ისე, როგორც ციხეში. არ მქონდა არანაირი ტელეფონი და კონტაქტი მეგობრებთან. მხოლოდ სახლი და სახლის საქმეები. მართალია, სკოლაში დავდიოდი, მაგრამ აუცილებლად – მამის ან ოჯახის სხვა წევრების თანხლებით. ავტობუსით ან ე.წ მარშრუტკით მარტო მგზავრობა ჩემთვის დაუშვებელი იყო: მამა თვლიდა, რომ ეს ჩემთვის სახიფათო იყო, რადგან გოგო ვიყავი და ჩემთან ავტობუსში ბიჭები მგზავრობდნენ.
ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, სულ ვნანობ, ნეტავ აქამდე გამებედა და ეს ნაბიჯი გადამედგა. თუმცა, ყველაფერს გავუძელი, ერთი რამე კი უკვე ვეღარ მოვითმინე. ახლა ჩემს თავზე ვბრაზობ, ამდენი ხანი რაღას ვუძლებდი… იძულებით გათხოვებამდე ვითმინე. მაგრამ, იძულებითი გათხოვება ჩემთვის ბოლო წვეთად იქცა. ჩემი აზრით, იძულებითი გათხოვება ჩემ გარშემო ძალიან ბევრი გოგოს სატკივარია. როდესაც ძალით გათხოვებენ და შენ ხმას არ იღებ ან ვერ იღებ, რადგან გეშინია, არ იცი, ვის მიმართო, არ იცი, საერთოდ გაქვთ თუ არა ამის უფლება. ძალიან ბევრი გოგო ჩემ გარშემო ვერ იღებს ხმას, რადგან მამა ემუქრება მოკვლით, ან სხვა მუქარები, რაც მეც მაქვს გადატანილი. იცოდეთ, გვაქვს შესაბამისი კანონები და ბერკეტები ქვეყანაში. გზაში და უპატრონოდ არასდროს დარჩებით.
მე დღეს ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ყველა ამ გოგოს მოვუწოდებ: თუ მსგავსი გამოწვევის წინაშე დგახართ, აუცილებლად ამოიღეთ ხმა, არ შეგეშინდეთ, იცოდეთ, რომ აუცილებლად მხარს დაგიჭერენ. ეს უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც ხედავს მსგავს შემთხვევებს: აუცილებლად რეაგირება მოახდინეთ, სხვაგვარად ძალიან ბევრ გოგოს უფლებები დაირღვევა, როგორც ის დღემდე ხდება. დროა, ამოვიღოთ ხმა, ცვლილებების დროა!