Blog-lar

Sağlam cəmiyyət və sağlam evlilik

Ellada Rızayeva

Sağlam cəmiyyətin təməli, sağlam ailədən başlayır. Və hər bir evlilik,sağlam ailə qurmaq üçün olmalıdır.

Hər birimiz bilirik ki,boşanmaların sayı son zamanlarda daha çox artmışdır.Heç kim boşanmaq üçün evlənməz ancaq,səhv addımlarla qurulmuş bir çox evlilik,boşanmayla nəticələnər.Başda,çox  asan görünən evliliyin,bir müddət sonra  problemləri ortaya çıxar  hansıkı, daha ilk başdan atılan yanliş bir addım, hər iki gəncin həyatına da, çox böyük təsir edər.Uyğun olaraq, öz  ayaqları üstündə dura bilməyən və uşaq böyütməyə hazır olmayan iki gəncin səhvi, çox zaman ailə daxili şiddət və ya boşanmayla nəticələnir…

Valdeyin məcburiyyətiylə evlənən bir çox gənc  tanıyıram hansıki, ailə ilə balğlı heç bir məsuliyyətlə malik deyillər və valdeyinsiz  heç bir ailə yükünü üzərlərinə ala bilmirlər. Ancaq, belə evliliklərdə bir tək,ailə quran gənclər qurban olmurlar o,ailədə doğulan uşaqlarda çox böyük travmalar alırlar.

Təbii ki, istisnalar vardır ancaq, valdeyin məcburiyyətiylə və erkən yaşda qurulan ailələrin bir çoxu boşanmayla nəticələnir.Bunun səbəbi isə daha öz kimliyini tapmadan ailə, kimliyini qəbul və ya qəbul etmək məcburiyyətində olmalarıdır.

Ailə müqəddəsdir və onun müqəddəsliyini qorumaq üçün, evlənərkə min ölçüb bir biçməliyik çünki, sonra çox gec ola bilir.

Oğlan və ya qız fərq etməz, ailə qurmadan öncə öz ayaqlarımız üzərində sağlam durmağı və ailə öhtəlikliklərini öyrənmək məcburiyyətindəyik.Ola bilsin ki, bu bizi bir neçə il gecikdirə bilər ancaq,özümüzüə və cəmiyyətimizə xeyirli olmaq üçün belə daha vacibdir.

Sağlam cəmiyyət və sağlam gələcək üçün təməlləri düzgün qoyulmuş sağlam ailəyə ehtiyacımız var.

———————-

ნორმალური საზოგადოება და ნორმალური ქორწინება

ელადა რიზაევა

ნორმალური საზოგადოების საფუძველი ნორმალური ოჯახით იწყება. ყველა ქორწინების მიზანი ნორმალური ოჯახის შექმნა უნდა იყოს. ყველამ ვიცით, რომ ბოლო ხანებში განქორწინებების რაოდენობა იზრდება. არავინ ქორწინდება განქორწინებისთვის, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილების მიღებით შექმნილი ოჯახი, მალევე ინგრევა. შეიძლება,  თავიდან ქორწინება მარტივ ამბად ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, პრობლემები ჩნდება, თავიდან გადადგმული ერთი არასწორი ნაბიჯი ორივე ახალგაზრდის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. შესაბამისად, ახალგაზრდები, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებულნი, არ არიან მზად ბავშვის აღზრდისთვის, მათ ოჯახში ხშირად ხდება ძალადობა და/ან ყველაფერი განქორწინებით სრულდება.

ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც მშობლების ძალდატანებით ქმნიან ოჯახს, მაგრამ საერთოდ არ არიან ოჯახზე პასუხისმგებლობისთვის მზად, მშობლების გარეშე. ასეთი ოჯახები მარტო ამ ახალგაზრდების ცხოვრებაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ ამ ოჯახებში დაბადებული ბავშების ცხოვრებაშიც დიდ ტრავმებს ტოვებს.

რა თქმა უნდა, გამონაკლისები არის, მაგრამ მშობლების იძულებით და ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ხშირად განქორწინებით სრულდება. მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდებს ჯერ არ აქვთ საკუთარი თავი აღმოჩენილი, მაგრამ იძულებული ხდებიან, ოჯახზე პასუხისმგებლობა აიღონ.

ოჯახი წმინდაა და მისი სიწმინდის დასაცავად, დაქორწინების დროს, ათასჯერ უნდა დავფიქრდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, გოგოა თუ ბიჭი, – ახალგაზრდებმა ჯერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება უნდა შეძლონ და უნდა იცოდნენ, ოჯახის შექმნის შემთხვევაში რა ელოდებათ. შეიძლება, ამისთვის რამდენიმე წელი დასჭირდეთ, მაგრამ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ასე სჯობს. ჩამოყალიბებული საზოგადოებისა და ნორმალური ოჯახისთვის, ჯანსაღი ფესვების მქონე ოჯახია საჭირო.