Ayhan Həsənov
Son illərdə “Qısqanclıq” başlığı altında qadına qarşı edilən şiddətlərin sayı olduqca artıb. Etdikləri şiddəti “Qısqancıqdan etdim” deyərək özlərini təmizə çıxarırlar. “Sevən insan qısqanar”
Yəqin ki bu sözü hamımız dəfələrlə eşidib və dəfələrlədə işlətmişik. Burada qəribə və başa düşülməz olan sevənin qısqanmağında deyil,sevdiyinə etdiyi şiddətdə qısqanclıq pərdəsi çəkməkdədi.
İnsan sevdiyinə necə zərər verər ki?
Ümumiyyətlə qısqanclıq anlayışı və onun çərçivələri, şiddət xüsusiyyətləri, səbəbləri, növləri, onu büruzə vermə üsulları cəmiyyətin düşüncəkərinə və dəyərlərinə görə fərqli-fərqli olur.
Az deyil qısqanclıq zamanı özünə hakim ola bilməyib cinayət törədənlər. Nə üçün etdiyini soruşduqda isə “Qısqanclıqdan etdim” deyirlər. Qısqandı deyə birini öldürmək, bir can almaq işlədiyi cinayəti gözardı ettirəcək səbədirmi sizcə? Məncə deyil.
Bəzən isə tam əksi, “Qısqanclıq” başlığı altında baş verən hadisələrin mənbəyində elə cəmiyyətin dəyərlərinə uyğun davranma məcburiyyəti durur. Yəni qısaca desək “İnsanlardakı şablonlaşmış davranış qaydaları”.
Sözüm səhv başa düşülməsin,mən demirəm “Qısqanan hərkəs şiddət törədir,heçkəs qısqanmasın,qısqanlar şiddət edənlərdir ” vs. Dediyim odur ki qısqandıqları üçün şiddət törətmək psixi problemdən başqa bir şey deyil,və qısqandığı vaxt göstərdiyi şiddət heç bir şeyi düəltməyəc əksinə daha da korlayacaq,çıxılmaz ve çətin bir vəziyyətə salacaq.
Sırf qısqandın deyə, sırf fiziki çəhəttən güclüsən deyə qadına şiddət edib, sonra da “Qısqandım” deyərək özünü təmizə çıxarmağa çalışmaq heç də yüngülləşdirici və ya tam da bu səbəbdən bağışlanılası bir hərəkət deyil.
Bəzi psixoloqlara görə “Qısqanclıq” çox geniş yayılmış psixi xəstəlikdir. Bunun əlbətdə fərqli-fərqli növləri olduğu kimi
fərqli-fərqli də səbəbləri var. Özünə güvənsizlik, vaxtı ilə yaxınları tərəfindən xəyanət zədəsinin yaşanılması, özünəməxsusluq hissi v.s
Qısqanclıq insanın davranışlarına çox təsir edir. Qısqanan insan öz hərəkətlərinə nəzarət etməyi bacarmır. Həmin insan qısqanclıq vaxtı ettiyi hərəkətə görə çox peşman olur. Ama çox təəssüf ki, son peşmanlıq fayda vermir.
Öz davranışlarına nəzarət edə bilmirlər, cinayət törədirlər, şiddət edirlər, kobud davranışlardan istifadə edirlər v.s. Ancaq, səbəbi hər nə olur olsun, sırf təməlində qısqanclıq var deyə qadına şiddət törətmək, ettiyi hərəkəti haqlı çıxartmır. Qısqanclıqla da olsa, bir qadını alçatmaq, ona şiddət etmək gözardı ediləcək hadisə deyil.
ეჭვიანობით გამართლებული ძალადობა
აიჰან გასანოვი
ბოლო წლებში, ეჭვიანობის მიზეზით ქალზე ძალადობა გახშირდა. კაცები ვითომ ეჭვიანობით ამართლებენ ძალადობას. “ვისაც უყვარს, ეჭვიანობს კიდეც” – ალბათ ყველას გაუგია ეს ფრაზა და ალბათ ჩვენც გამოგვიყენებია. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ძალადობა არ შეიძლება გამართლდეს ეჭვიანობით. როგორ შეიძლება, ადამიანმა დააზარალოს საყვარელი ადამიანი?
ზოგადად, თვითონ ეჭვიანობის ცნება და მისი ჩარჩოები, ძალადობის თვისებები, მიზეზები, მისი გამოხატვა, საზოგადოების მოსაზრებებისა და ღირებულებების მიხედვით განსხვავდება.
უმცირესობაში ნამდვილად არაა ის ხალხი, ვინც ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობას ჩაიდენს. რომ ჰკითხო, ეს რატომ მოიმოქმედეო, გიპასუხებენ, ეჭვიანობის გამოო. რადგან იეჭვიანა, ამის გამო სხვისი სიცოცხლის გაწირვა როგორ შეიძლება გამართლებული იყოს?
ხანდახან პირიქით, ეჭვიანობის სახელით ჩადენილ დანაშაულს საფუძვლად უდევს საზოგადოების ღირებულებების მიხედვით ქცევის იძულება, მოკლედ რომ ვთქვათ, “შაბლონური ქცევის წესები”.
მე არ ვამბობ, რომ ყველა ეჭვიანი კაცი ძალადობს, ან რომ არავინ იეჭვიანოს. მე ვამბობ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ძალადობა ფსიქოლოგიური პრობლემაა და იმ მომენტში ჩადენილი ძალადობა სრულიად არაფერს აგვარებს, პირიქით, უფრო აუარესებს და რთულ სიტუაციაში აყენებს მოძალადეს.
რადგან იეჭვიანე და რადგან ფიზიკურად ძლიერი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ იძალადებ ქალზე და გაიმართლებ თავს. ეს არ არის შემამსუბუქებელი მიზეზი და ქალმა არც უნდა აპატიოს.
ფსიქოლოგების აზრით, ეჭვიანობა გავრცელებული ფსიქოლოგიური დაავადებაა. არსებობს მისი სხვადასხვა ფორმები და მიზეზები, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, წარსულში ახლობლებისგან ღალატი, საკუთრების გრძნობა და ასე შემდეგ.
ეჭვიანობა ასევე მოქმედებს ქცევაზე. ეჭვიან მოძალადეს ნაკლებად შეუძლია ქცევის კონტროლი. შეიძლება, შემდგომში ინანიოს, მაგრამ ეს არაფერს ასწორებს.
მოძალადეებს არ შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი – დანაშაულს სჩადიან, უხეშად და სასტიკად იქცევიან და ა. შ. მაგრამ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეჭვიანობის საფუძველი, ქალზე ძალადობა არ არის გამართლებული. ქალის დამცირება, ძალადობა, ყოველთვის დაუშვებელია.