Bazar ertəsi idi, saat 12 -ə qalırdı. Həkimin otağı ilə üzbəüz qara döşəkcəli stullar düzülmüşdü. Mən 3-cü nəfər idim, oturub öz növbəmi gözləyirdim. Həm uzun – uzadı gözləmək, həm də xəstəxananın xoşagəlməz qoxusu çox darıxdırıcı idi. Başımı qarışdırmaq üçün yarımçıq qalan elektron kitabımı oxumağa, qərar verdim. Telefonu açdım, 1 səhifə oxumuşdum ki, qəflətən eşitdiyim səs məni kitabdan yayındırdı.
-Axrıncı kimdir?
Dayanın, bu səs mənə tanışdır həm də çox. Başımı qaldırdım həyacanla:
-Axrıncı mənəm – dedim
Mən onu tanıdım o da məni. Bu İnci idi. Parıldayan gözləri ilə mənə diqqətlə baxan yanındakı balaca oğlan uşağı onun oğlu olmalı idi . İnci mənim uşaqlıq dostum idi. Biz qonşu idik, həm də yaxın dost. Biz eyni sinifdə oxuyurduq həm də bir məhlədə böyümüşdük. Ahh, o günlər bir an gözümün önündən keçdi…
9 – cu sinifdə oxuyanda ailəsi onu evləndirmək qərarına gəlmişdilər, o da etiraz etməmişdi . 5 ildir ki, mən onu görmürdüm. Onu atası evinə buraxmırdılar. Onun üçün necə də darıxmışam. Biz dinməzcə bir – birimizə baxırdıq. Onun gözləri dolmuşdu.
Mən sözə başlayaraq yaranan sükutu pozdum , hal – əhval tutdum. Sonra pəncərəyə tərəf getdik.
İnci sanki bir anlıq xəyala daldı sonra həyəcanla :
– Təhsilin necə gedir, hansı sahəni seçdin? (universitetdə oxuduğumdan xəbəri var idi)
-Şükür, yaxşıdır. 2-ci kursdayam, l-Vl ibtidai sinif müəllimliyində oxuyuram.
Qəmgin tərzdə :
-Sənə baxıb elə sevinirəm ki, kaş mən də oxuyardım ağlım olmadı. Kaş vaxtında etirazımı bildirərdim, heç olmasa orta məktəbi bitirərdim. Tez evləndiyim üçün elə peşmanam ki . 5 ildir getmişəm, amma bir xoş gün görmədim. Sadəcə oğlumun varlığıı ilə təsəlli tapıram, mənim puç olmuş arzularımı onun həyatında reallaşdırmağa çalışacam…
– …
– …
– …
Sanki İnci bunları mənə danışdıqca kədərini yüngülləşdirməyə çalışırdı. Mən bunu təkcə onun sözlərini eşitməklə deyil həm də gözlərindən hiss edirdim. İnci danışdıqca onun taleyinə dəruni təəssüf hissi keçirirdim. Kaş hər zaman düzgün seçim edə, doğru addımlar ata bilsək. Çünki atılmış yalnış bir addım insanın həyatını dəyişərək arzuolunmaz şəklə sala bilir.
Birdən növbəmin çatdığının fərqinə vardım .Onu bərk qucaqladım və sağollaşaraq ordan ayrıldım. Evə qayıdarkən yol boyu bu təsadüfi rastlaşma və onun qəmgin siması gözümün önündən getmədi. Gənc bir qızın arzularının puç olmasında kimdir müqəssir?
Müəllif: Dilarə Təhməzova
——————–
გვიანი სინანული ამაოა
ორშაბათი იყო, 12 საათი. ექიმის ოთახის მოპირდაპირედ შავით გადაკრული სავარძლები მოჩანდა. რიგით მესამე ვიყავი, ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდი. საავადმყოფოში დიდხანს ლოდინი და უსიამოვნო სუნი ძალიან მოსაწყენი იყო. ლოდინის შესამსუბუქებლად, ჩემი დაუმთავრებელი ელექტრონული წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. ტელეფონი გავხსენი, გვერდი წავიკითხე და უცებ გაგონილმა ხმამ წიგნიდან მომწყვიტა.
– ბოლო ვინ არის?
მოიცა, ეს ხმა ჩემთვის ძალიან ნაცნობია. აღფრთოვანებულმა ავწიე თავი:
– ბოლო მე ვარ, – ვუთხარი.
მე მას ვიცნობდი და ისიც მიცნობდა. ეს იყო ინჯი. გვერდით მყოფი პატარა ბიჭი, რომელსაც თვალები უნათებდა, მისი ვაჟი უნდა ყოფილიყო. ინჯი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. მეზობლები ვიყავით, თან ახლო მეგობრებიც. ერთ კლასში ვსწავლობდით და იმავე სამეზობლოში ვიზრდებოდით. აჰ, ამ დღეებმა ერთ წამში გამირბინა თვალწინ…
როდესაც ის მე -9 კლასში იყო, მისმა ოჯახმა მისი დაქორწინება გადაწყვიტა. თვითონაც არ იყო წინააღმდეგი. ბოლო 5 წლის განმავლობაში არ მინახავს. შემდეგ მამის სახლში არ დაიბრუნეს. როგორ მომენატრა… ჩუმად გადავხედეთ ერთმანეთს. თვალები სევდით ჰქონდა სავსე.
სიჩუმე ლაპარაკის დაწყებით დავარღვიე. შემდეგ ფანჯარასთან მივედით.
ინჯი ერთი წუთით დაყოვნდა და შემდეგ აღელვებულმა მითხრა:
– როგორ მიდის შენი სწავლის საქმე, რომელი დარგი აირჩიე? (იცოდა, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი).
– დიდი მადლობა, კარგად მიდის. მე-2 კურსზე ვარ, ვსწავლობ l-Vl დაწყებითი კლასების მასწავლებლობას.
მწუხარე ტონით:
– იმდენად მიხარია შენი დანახვა, რომ ვისურვებდი, მეც მესწავლა. ვისურვებდი, დროულად შევწინააღმდეგებოდი მშობლებს, საშუალო სკოლა მაინც დამემთავრებინა. ვნანობ, რომ ასე ადრე დავქორწინდი. 5 წლის დაქოწინებული ვარ, მაგრამ კარგ დღეში არ ვარ. უბრალოდ, იმედს ვიღვივებ ჩემი შვილის არსებობით. ვეცდები, ჩემი წარუმატებელი ოცნებები მის ცხოვრებაში განვახორციელო…
– …
– …
– …
თითქოს ის ცდილობდა დარდის შემსუბუქებას, როცა ეს მითხრა. ამას არამარტო მის სიტყვებში, არამედ თვალებშიც ვგრძნობდი. ინჯის საუბრისას, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი მისი ბედის გამო. ვისურვებდი, რომ ყოველთვის შეგვძლებოდა სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი ნაბიჯების გადადგმა, რადგან არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრება და იგი არასასურველ გარემოში ჩაკეტოს.
უცებ მივხვდი, რომ ჩემი ჯერი იყო. მაგრად ჩამეხუტა, დავემშვიდობე და წამოვედი. სახლისკენ მიმავალ გზაზე თვალწინ მედგა ეს შემთხვევითი შეხვედრა და მისი სევდიანი სახე. ვინ არის დამნაშავე ახალგაზრდა გოგონას ოცნების მსხვრევაში?
ავტორი: დილარა თაჰმაზოვა