“Anamı atamdan ən çox mən qoruyurdum. Hər dəfə anama əl qaldıranda həm fiziki olaraq atama mane olmağa çalışırdım, həmdə atamla dilləşirdim”- 18 yaşlı Aytac ailə zorakılığı ilə necə mübarizə apardığını danışır.
“Adətən atam içəndə və ya atamın bir səhfi olanda, anam deyinməyə başlayırdı bu vaxt atam anama əl qaldırırdı. Yadımdadır təxmini 10-11 yaşım olardı, yaylaqdaydıq, bizim yaylaq Ermənistanla sərhəddə idi. Mal-qara sərhədi keçmişdi. Buna görə konflikt yarandı. Anam atamı dava-dalaşdan qorumaq üçün, evdən buraxmaq istəmirdi. Atam isə buna bərk hirslənib, anamı çox pis döydü. Səs-küy başlayanda mən qorxdum, hansısa bir dərədə gizləndim. Sonra baxdım ki, səs-küy dayanmır. Evə gəlib anamı atamnan qorumağa cəhd elədim. Fiziki olaraq atama gücüm çatmadığına görə, atamın ayaqlarından yapışdım. Bundan sonra anam dedi ki ,mən artıq buna dözə bilmirəm boşanacam. Dayimgil də qonşuluqdakı yayladqda idilər, onlarda anamı aparmağa hazır olduqlarını bildirdilər. Anamın bizi tək qoymağı məni çox qorxudurdu. Bir küncdə durub ağlayırdım. Başımı qaldırıb gördüm ki, nə bacım nədə qardaşım ağlamır. Əmimoğlu bizdəydi, nəyəsə gülürdü. Otaqda qamçı varıydı, qamçını alıb əmimoğluna vurdum ki, niyə anamın getməsinə mane olmur. Daha sonra başa düşdüm anam əslində getmirmiş. Anam yanıma gəlib məni sakitləşdirdi. Həmin günü atam evə gələndə, bacı-qardaşım onu qarşılamağa qaçırdılar, mənsə ona hələdə acıqlı idim və onun bunu bilməsini istəyirdim. Atam evə gələndə yenə anamla dilləşməyə davam etdilər.
Bir dəfə yenə yaylağa alverçi gəlmişdi. Atam onun bütün içkilərini aldı. Anam evin pulunu içkiyə xərclədiyi üçün çox hirsləndi. Atam anamı döyməyə başlayanda səs-küyə bütün qonşular töküldü. Amma onlar belə anamı atamın əlindən ala bilmədilər. Məndə çox hirslənib atama bıçaq atmışdım. Xoşbəxtlikdən atama heçnə olmamışdı.
Hər dəfə oxşar hadisə olanda atamla dilləşirdim. Hətta bir dəfə ona artıq səni kimi atam yoxdur demişdim. Sanki bu söz ona təsir etmişdi, bir neçə ay nə içmədi, nədə anamı vurmadı. Belə hadisə olanda anam həftələrlə atama küsürdü. Onlar küs olanda, ailədə bütün günü ziddiyət olurdu, heç kim deyib-gülmürdü. Anam çox vaxt atamı boşanmaqla qorxudurdu, heç vaxt polisə müraciət etməyi düşünməyib.
Axrıncı dəfə anam keçən il boşanmaq istəyirdi. Anamın atası kiçik yaşda vəfat edib. Atamsa ona nalayiq söz işlədib. Qardaşımla onu yoldan qaytardıq. Dedimki sən atan evinə getsən guya daha yaxşımı həyatın olacaq, ömrü boyu gəlinlərinizə nökərçilik etməli olacaqsan.
Düzdü anam atamı boşanmaqla hədələyirdi, amma heç vaxt bu haqda ciddi düşünməyib. Məncə boşanmalı da deyil. Anam bilirki atam içkili olanda ona qarşı gəlmək olmaz. Atam onsuz da öz səhfini özü başa düşür. Səhfini başa düşməyinə baxmayaraq atam heç vaxt anamdan üzr istəməyib. Belə hallarda anamı danışdırmağa çalışırdı, bu onun dilində üzr istəmək idi. Mən atamnan bəzən nifrət edirdim. Çox vaxt anam onu bağışlasada mən bağışlamırdım.
Tozu Gülmamedova
_______________
ცხოვრება უწყვეტი ძალადობის პირობებში
„ოჯახში დედას მამაჩემისაგან ყველაზე მეტად მე ვიცავდი. როცა მამა ძალადობდა, ფიზიკურად ვცდილობდი, ხელი შემეშალა მისთვის, თან მუდმივად ვეჩხუბებოდი”, – 18 წლის აიტაჯი გვიამბობს, თუ როგორ ებრძოდა ოჯახში ძალადობას.
„ჩვენს ოჯახში კონფლიქტი მაშინ იწყებოდა, როცა მამა სვამდა, ან როცა დედა რაღაც შეცდომას უშვებდა. მამა ამ დროს აგრესიული ხდებოდა.
დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი, მთაში, სომხეთის საზღვართან, ჩვენს საძოვრებზე ვიმყოფებოდით. ერთხელ, ჩვენი ფარა საზღვარზე გადავიდა. დიდი ამბავი ატყდა, საქმეში ჯარისკაცებიც ჩაერთნენ. დედაჩემს არ უნდოდა, მამაჩემი ჩხუბში გაეშვა. მამა გაბრაზდა და საშინლად სცემა დედას. როცა ხმაური დაიწყო, შემეშინდა, გავიქეცი და სადღაც დავიმალე. რამდენიმე წუთი გავიდა, ხმები ისევ ისმოდა, სახლში დავბრუნდი. როცა დავინახე, მამა როგორ სცემდა დედას, მას ფეხები გავუკავე, რადგან ვიცოდი, რომ სხვანაირად ვერ შევაჩერებდი.
ამ ამბის შემდეგ, დედამ გვითხრა, რომ ასე ვეღარ გააგრძელებდა და განქორწინებას აპირებდა. დედის ძმები მეზობელ მთაში იყვნენ. როცა ეს ამბავი გაიგეს, მოვიდნენ. მზად იყვნენ, დედაჩემი წაეყვანათ. იმ ფაქტმა, რომ დედა დაგვტოვებდა, ძალიან შემაშინა. ოთახის კუთხეში მივიკუნჭე, სახე ხელით დავიფარე და მწარედ ავტირდი. ოთახში იყვნენ ჩემი და-ძმა და ბიძაშვილი. არც ერთს არ ადარდებდა ეს ამბავი. იქვე მათრახი იდო. ავიღე და ამით დავარტყი ბიძაშვილს, რადგან მისი სიცილი ვერ ავიტანე. რატომ არავინ უშლიდა ხელს დედაჩემს. წასვლაში?
შემდეგ მიხვდი დედა არსად წასვლას არ აპირებდა. ჩემთან მოვიდა და დამამშვიდა. იმ დღეს, როცა მამა შინ ბრუნდებოდა, ჩემი და-ძმა მის დასახვედრად გაიქცა, მე კი არ წავედი, რადგან ნაწყენი ვიყავი და მინდოდა მამაჩემსაც გაეგო ეს. როცა მამა დაბრუნდა, დედამ და მამამ ისევ განაგრძეს ჩხუბი…
ერთხელ ჩვენთან ვაჭარი მოვიდა. ალკოჰოლური სასმელები მოიტანა. მამაჩემმა სულ იყიდა რაც სასმელი ჰქონდა. დედას არ მოეწონა ეს ამბავი, რადგან მამამ საკმაოდ დიდი ფული დახარჯა. ამის გამო, მამამ მას კვლავ ცემა დაუწყო. ისეთი ხმაური იყო, ყველა მეზობელმა გაიგო და დასახმარებლად მოვიდა. მაგრამ, დედას ვერავინ დაეხმარა. მე ისე ძალიან გავბრაზდი, რომმამაჩემს დანა ვესროლე. საბადნიეროდ არაფერი დაემართა.
ყოველ ასეთ შემთხვევაზე, მამაჩემს მუდამ ვუპირისპირდებოდი. ერთხელ ისიც ვუთხარი, რომ შენნაირი მამა გინდ მყოლია და გინდ არა-მეთქი. ეტყობა, ამან იმოქმედა მასზე, რამდენიმე თვე არც დაულევია და არც დედა უცემია.
როცა მსგავსი ტიპის ამბები ხდებოდა, დედა მამამჩემს კვირეობით არ ელაპარაკეობდა, მაგრამ მამაჩემს ბოდიში არასოდეს მოუხდია ძალადობის გამო. უბრალოდ, ცდილობდა, დალაპარაკებოდა დედას, ეს კი ერთგვარ “მაპატიეს” ნიშნავდა. როცა დედაჩემი მამას არ ელაპარაკებოდა, ოჯახში ყველა დუმდა. ყოველი ძალადობის შემდეგ, დედა მამას დაშორებით ემუქრებოდა, პოლიციისთვის მიმართვაზე საუბარიც არ ყოფილა ჩვენს ოჯახში.
ბოლო ასეთი შემთხვევა შარშან მოხდა. დედაჩემს მამა ჰყავს გარდაცვლილი. მამას კი ცუდი სიტყვა უთქვამს ბაბუაზე. დედამ – მაგას ვერ ვაპატიებო. ძმასთან ერთად, ძლივს დავაბრუნე დედა. ვუთხარი, რომც წახვიდე მამისეულ სახლში, იქ რა გელოდება-მეთქი? მთელი ცხოვრება უნდა ფერმაში იშრომო შენი ძმის ოჯახისთვის. მართალია, დედა მამას სულ ემუქრებოდა დაშორებით, მაგრამ მგონი თვითონაც არ უფიქრია სერიოზულად ამაზე. მგონი, არც უნდა იფიქროს, რადგან მამაჩემი არ არის ცუდი პიროვნება. უბრალოდ, როცა ნასვამია, ვერ აკონტროლებს თავს. დედამაც იცის ეს და მაინც მთვარლ კაცს უპირისპირდება. ხანდახან მამაჩემი მეც მძულს, სიმართლე რომ გითხრათ. ყოფილა შემთხვევები, რომ ძალადობის შემდგომ დედა შერიგებია, მე კი – ვერა.
ავტორი: თოზუ გულმამედოვა