Blog-lar

Sosial həyatdan kənar saxlanılan qadınlar

arın məhsuldar və yaradıcı rolları görməzdən gəlinir, qadınlar evə həbs edilir. Sosial həyatın bir çox sahəsində hələ də gender uçurumunun olduğu və qadınların elm, incəsənət, idman, siyasət kimi bir çox sahədə kifayət qədər görünmədiyi cəmiyyətlər hələdə var. Yəni bu o deməkdir ki, qadınlar bu və bir çox sahələrdə uğur qazansalar da, çox az görünür, başqa sözlə, nailiyyətləri görünməzdir.
Qadınlar karyeralarına ayıra bildikləri vaxt baxımından qeyri-bərabər bir mühitdə rəqabət aparırlar. Zamandan istifadə statistikasına baxsaq, maaşlı işdə çalışıb-çalışmasa da, qadınlar kişilərdən 3 dəfə çox ev işlərinə vaxt ayırır. Məlumdur ki insanlar mağaralarda yaşamağı dayandırdıqdan sonra qadınlar eynən kişilər qədər həmişə evlər, şəhərlər tikmiş, sivilizasiyalarına ölçüyəgəlməz töhfələr vermişlər. Bununla belə, onlar həmişə bunun üçün kifayət qədər tanınmayıblar.
Bu yazıda Memar bir xanımın həyat hekayəsini əks etdirmək istəyirəm .Deməli 2017-ci ildə dizayn jurnalı gender bərabərliyi ilə bağlı ən yaxşı memarlıq firmaları arasında sorğu keçirib. Tədqiqatçılar nəticələri dəhşət adlandırıblar: sorğuda iştirak edən 100 şirkətdən yalnız üçündə qadın CEO-ların olduğu halda; 16 şirkətin top menecmentində qadın olmayıb. Bu şirkətlərdə çalışan qadınların yalnız 10%-i rəhbər vəzifələrdə olduğu halda; digər qadınların çoxu inzibati vəzifələrdə idi. Bu nəticələri xüsusilə təəccübləndirən odur ki, memarlıq fakültələrini bitirən tələbələrin təxminən 50%-i qadınlardır.
Qadınların memarlığa gətirdiyi istedad və vizyonu vurğulamaq üçün; Bu yazıda tarixə və dünya siluetinə iz qoymuş qadın memar Bethune’nin təqdim edirəm. Buffalo, Louise Blanchard Bethune Amerika Memarlar İnstitutunun ilk qadın üzvü və A.I.A-nın üzvü seçilən ilk qadın kimi fərqlənir. Buffalodakı çoxsaylı memarlıq abidələri arasında Hotel Lafayette-in dizaynı sırf onun adıyla adlanır. Eyni zamanda Gözəl Sənətlər Məktəbinin binasında onun əsəridir. O, həmçinin Buffaloda ilk açıq-aşkar feministlərdən biri hesab edilir.
Bethune’nin doğulduğu yer, onun feminist meyilli olması ilə əlaqəli idi. O, 1856-cı ildə Nyu-York ştatının mərkəzində dünyaya gəlib. Görünür, Luiza qadın hüquqlarının orbitində böyüyüb. O, 1881-ci ildə öz memarlıq ofisini açanda, yəqin ki, o, hərəkəti həmin vaxt burada keçirilən Qadınlar Konqresinə təsadüf etmək üçün təkan verib.
Bir qadın olaraq həyatının ilk illərində o, evlərin və digər müxtəlif strukturların planlaşdırılması üçün bir qabiliyyət nümayiş etdirib .Yazımın əsas məzmunu Qadınlar eynən kişilər qədər bacarıqlı və hər sənət mümunəsində özünü göstərər biləcək vizyona sahibdir…
Bunu göz ardı etmək isə cəmiyyətini inkişafını ləngitmək deməkdir!
Müəllif: Laleza Həsənova
სოციალური ცხოვრებიდან გარიყული ქალები
პატრიარქალურ საზოგადოებებში ქალის პროდუქტიული და შემოქმედებითი როლი იგნორირებულია და ქალებს სახლში კეტავენ. ისევ არის საზოგადოებები, სადაც ჯერ კიდევ არის გენდერული უფსკრული სოციალური ცხოვრების ბევრ სფეროში და ქალები საკმარისად არ ჩანან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა წარმატებას მიაღწიეს ამ და ბევრ სხვა სფეროში, ისინი იშვიათად ჩანან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მიღწევები უხილავია.
ქალები იმყოფებიან უთანასწორო გარემოში, სადაც შეუძლიათ, დრო დაუთმონ თავიანთ კარიერას. დროის გამოყენების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქალები 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ საშინაო საქმეებს, ვიდრე – მამაკაცები, მიუხედავად იმისა, მუშაობენ ისინი ანაზღაურებად სამუშაოზე თუ არა. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა შეწყვიტეს გამოქვაბულებში ცხოვრება, ქალები, მამაკაცების მსგავსად, ყოველთვის აშენებდნენ სახლებს, ქალაქებს და განუზომელი წვლილი შეიტანეს მათ ცივილიზაციაში. თუმცა, ისინი ყოველთვის არ იყვნენ საკმარისად აღიარებულნი ამისათვის.
ეს სტატია უნდა ასახავდეს არქიტექტორი ქალის ცხოვრების ისტორიას. 2017 წელს დიზაინერულმა ჟურნალმა ჩაატარა გამოკითხვა საუკეთესო არქიტექტურულ ფირმებს შორის, გენდერული თანასწორობის შესახებ. მკვლევარებმა შედეგებს შემზარავი უწოდეს: გამოკითხული 100 კომპანიიდან მხოლოდ სამს ჰყავდა აღმასრულებელი დირექტორი ქალი; 16 კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში ქალი არ იყო. ამასთან, ამ კომპანიებში მომუშავე ქალების მხოლოდ 10% არის მენეჯერულ პოზიციებზე; დანარჩენი ქალების უმეტესობა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე იყო. შედეგები განსაკუთრებით გასაოცარია, რადგან არქიტექტურის კურსდამთავრებულთა დაახლოებით 50% ქალია.
მინდა, ხაზი გავუსვა იმ ნიჭსა და ხედვას, რომელიც ქალებს მოაქვთ არქიტექტურაში. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ არქიტექტორ ქალ ბეთიუნს, რომელმაც კვალი დატოვა ისტორიასა და მსოფლიოს განაშენიანებაზე. ბუფალო ცნობილია, როგორც ლუიზ ბლანჩარდ ბეთიუნის ამერიკული არქიტექტორების ინსტიტუტის პირველი ქალი წევრი და პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს A.I.A-ს წევრად. ბუფალოს მრავალ არქიტექტურულ ძეგლს შორის სასტუმრო ლაფაიეტის დიზაინს მისი სახელი ჰქვია. ასევე, მისი ნამუშევარია სახვითი ხელოვნების სკოლის შენობა. იგი ასევე ითვლება ერთ-ერთ პირველ გამოკვეთილ ფემინისტად ბუფალოში.
ბეთიუნის დაბადების ადგილი მის ფემინისტურ ტენდენციებთან იყო დაკავშირებული. იგი დაიბადა 1856 წელს ნიუ-იორკის ცენტრში. როგორც ჩანს, ლუიზი გაიზარდა ქალთა უფლებებზე საუბრის გარემოში. როდესაც მან გახსნა თავისი არქიტექტურული ოფისი 1881 წელს, ეს დაემთხვა იმ დროს იქ გამართულ ქალთა კონგრესს.
როგორც ქალმა, ცხოვრების პირველ წლებში მან აჩვენა სახლების და სხვა შენობების დაგეგმვის უნიკალური უნარი.
ამ მაგალითის ფონზე, ჩემი სტატიის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ქალები ისევე ნიჭიერები არიან, როგორც კაცები და აქვთ ხედვა, რომელსაც შეუძლია, გამოიჩინოს თავი ხელოვნების ნებისმიერ სფეროში…
ამის იგნორირება საზოგადოების განვითარების შენელებაა!
ავტორი: ლალეზარ გასანოვა