Blog-lar

Sözünün gücü itmiş qadınlar

Tozu Gülmamedova

Bizim icmada tanımadığım birinin evinə getdikdə əgər qarşılayan qadındırsa, hələ gəlmək məqsədini deməmiş ilk sözləri “yoldaşımı çağırım o gəlsin mənim başım çıxmır” və ya “yoldaşım evdə yoxdur mən sizinlə söhbət edə bilmərəm”dir. Bir dəfə Ədliyyə evlərinin fəaliyyəti haqqında sorğu keçirirdim, gender balansı qorunması üçün həm qadın həm də kişilərlə söhbət etməli idim. Elə Ədliyyə evində növbəsini gözləyən gənc bir qadına yaxınlaşıb onunla sorğu keçirtmək istədiyimi və cəmi 7-8 sual soruşacağımı dedim. Suallar isə Ədliyyə evinə ildə neçə dəfə gəlirsiniz?, işçilər sizin başa düşəcəyiniz dildəmi xidmət edir? və.s tipli idi. Elə ilk sualımı soruşmaq istəyirdim yoldaşı gəldi ki, o bilmir mənnən soruşun, başa salmağa çalışdım ki, mən qadınla söhbət etməliyəm, suallar bilməyəcəyi bir şey deyil. Yoldaşı məni inandırdı ki, o bilmir mən isə onun neçə dəfə Ədliyyə evinə gəlib-getdiyini, hansı servisdən istifadə etdiyini, hansı xidmətdən razı, hansından narazı qaldığını bilirəm. Qadının isə buna etirazı yox idi. Görünür yoldaşının onun yerinə qərar verdiyi ilk hal deyildi. O, artıq bilmədiyinə, qanmadığına inandırılıb. O, inanıb ki, onun fikri, hissləri heç kim üçün əhəmiyyətli deyil. Ailə zorakılığı qurbanı qadınlarla söhbət edərkən hamısınnan soruşuram ki, siz yoldaşınıza etiraz edirsinizmi? Ona bunun həm fiziki ağrıdan başqa, həmdə təhqir edici olduğunu bildirirsinizmi hamısının cavabı “yoxdur” və ya illər sonra müəyyən yaşı keçdikdən sonra danışdıqlarını deyirlər. Təsəvvür edin qanun qarşısında bərabərhüquqlu iki şəxsdən biri özündə digərini vurmaq, təhqir etmək haqqını görür digəri isə, özündə bunu dilə gətirməyə haqq görmür. Bütün normaları kənara qoyub düşünsək bu çox ədalətsizdi. Amma daha dəhşətlisi həmin qadınların tək funskiyası yaxşı oğlana getmək olduğuna inandırdığı qız uşağı yetişdirməsidir.


ქალები, რომლებსაც ლაპარაკის უფლება არ აქვთ

თოზუ გულმამედოვა

ჩვენ თემში როცა უცხო სახლში შედიხარ, თუ ქალი დაგხდება, სანამ შენ ახსნი, რატომ, რისთვის ხარ მოსული, მისი პირველი სიტყვებია: “მოიცა, ქმარს დავუძახებ, მე ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში”, ან “ქმარი არ არის სახლში ვერ დაგელაპარაკებით”.

იუსტიციის სახლებში გამოკითხვას ვატარებდი. იმისათვის, რომ გენდერის ბალანსი დაცული ყოფილიყო, ქალიც, კაციც უნდა გამომეკეთხა. იქვე, იუსტიციის სახლში, რიგს ელოდებოდა ახალგაზრდა ქალი. მივესალმე ქალს, ვუთხარი, გამოკითხვის ჩატარებას ვაპირებ-მეთქი, სულ 7-8 კითხვა უნდა დავუსვა. კითხვები ასეთია: რა სიხშირით დადიხართ იუსტიციის სახლში? პერსონალი გასაგებ ენაზე გემსახურებათ თუ არა? პირველი კითხვის დასმაც დავაპირე, მაგრამ მისმა ქმარმა მითხრა, მე მკითხეთ, ის ვერ ერკვევა ასეთ საკითხებშიო. შევეცადე, ქმრისთვის ამეხსნა, რომ ეს არ იყო ისეთი კითხვები, რომ მის ცოლს არ ცოდნოდა, რომ მე გამოკითხვა უნდა ჩავატარო ქალთან. მაგრამ, ქმარი თავისას ამტკიცებდა: მან არაფერი იცის ამის შესახებ, მე მის ნაცვლად გიპასუხებთ, ის რამდენჯერ მოდის იუსტიციის სახლში, რა სერვისებს იყენებს, რითი არის კმაყოფილი რითი – არა, მე უკეთ ვიციო. ქალს არაფერი გაუპროტესტებია, როგორც ჩანდა, პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ქმარი მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებდა. დაარწმუნეს, რომ არ იცის, ვერ ერკვევა. დარწმუნებულია, რომ მისი აზრები, გრძნოებები არავისთვისაა საინტერესო.

როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ვესაუბრები, ვეკითხვები, ქმარს ეწინააღმდეგებით თუ არა, ცდილობთ თუ არა იმის გამოხატვას, რომ გარდა ფიზიკური ზიანისა, იგნორი შეურაცხმყოფელია-მეთქი?

უმრავლეს შემთხვევაში, პასუხი ასეთია: არა, ან გარკვეულ ასაკის მიღწევის შემდეგ. წარმოიდგინეთ კანონის წინაშე თანაბარი ორი მხრიდან ერთი მხარე საკუთარ თავში სხვის ფიზიკური და ფსიქოლგიური დაზიანების უფლებას ხედავს, მეორე მხარე კი საკუთარ თავში ამის პრეტენზიის შესახებ უფლებას ვერ ხედავს. ეს უსამართლობაა. მაგრამ უარესი საშინელება ის, რომ ეს ქალები ისეთ გოგონებს ზრდიან, რომელთა მიზანიც მხოლოდ კარგ ბიჭთან ოჯახის შექმნაა.