Blog-lar

Streotipləri yenərək qazanılan uğurlar

Mən özünü uğurlu hesab edən Səma Həsənova. Bu uğur yalnız müəyyən layihələrdə, konkurslarda qazandığım uğur deyil, bu streotiplerlə əlaqədar olan uğurdur. Məktəb tətilindən əvvəl bir neçə məktəbdə oldum, həqiqətəndə çox potensialli gənclərə rast gəldim onlara gələcəkdə nə olmaq istədiyini soruşduqda bir çox fərqli cavab aldım. Məsələn: mən böyüyəndə müğənni olmaq istəyirəm amma valideyinlərim icazə vermir deyirlər ki, qıraqdan baxan nə deyər?

  • Mən aktirisa olmaq istəyirəm amma bunu kimin yanında desəm məni ələ salırlar “azz sən haraa məşhur olmaq hara? Get müəllim ol aydan-aya 200 larini al otur evində”..

Mən ingilis dili müəllimi olmaq istəyirrəm amma kəndimizdə dili yaxşı bilən müəllim yoxdur deyə Marneuliyə və ya qonşu kəndlərə getməliyəm. Lakin kəndin boşboğazları buna problem yaradır. Bir dəfə mən ailəmlə danışdım icazə verdilər ki, təhsil mərkəzinə gedib ingilis dilimi inkişaf etdirə bilərəm. Kənd sakinləri bunu eşitdikdə ailəmin ağlını doldurdular və beləliklə 1 gün içərsində ailəm qərarını dəyişdirdi”.

Əslində həmin gənclər valideyinlərini inandırdımışdırlar ki, təhsil vacibdir və onlar qonu-qonşuya qulaq asmaq yerinə uşaqlarına dəstək olmlalıdırlar. Amma bir-iki saatdan sonra qonşular, qohumlar mənasız sözlərlə buna mane olurlar.
İndi isə gəlim öz hekayəmə … Artıq 3-4 ildir müəyyən dərəcədə aktivlik edirəm, layihələrdə, təlimlərdə, olimpiyadalrda və.s iştirak edirəm. Treninglərə getməyə ilk dəfə 8-ci sinifdən başladım və özümə çox şey qatdım. Düşünürdüm ki, hər şey asandı və belə davam edəcək. Gipa universitetində 4 il ödənişsiz təhsil haqqı qazandım, kəndimizdəkilər mənə inanmadılar. Gürcüstan üzrə 3-cü yerə çıxdım buna adi bir şey kimi baxdılar. Düşünürdülər ki, kiməsə hörmət edirəm uğurlarım da bunun qarşılığıdır. Bir neçə aydan sonra adımın müəyyən yerdə hallandığını eşitdim. Qulaq asmadım. Kəndimizdə nəqliyyat problem olduqdan sonra hər dəfə evimizdən əsas yola olan 3 km məsafəni piyada gedirdim. 1 gün yolda gedərkən, qadınların söhbətini eşitdim. Dialoq belə idi: -Agız bu kimin qızıdı? Elə hər gün anrı gedir, bəri gəlir.

Azz filankəsin qızıdı danaa, özdərinnən foks açırlar guya bunnar qız oxudur.
-Byy dertdəri azarları yoxdu dana,ağılsız adamdılar.
Bu sğzləri eşidəndən sonra mənə çox təsir etdi ki,axı mən dərsə gedirəm,axı mən gələcəyim üçün yollarda qalmışam nə olur olsun,soyuqda,istide,yağışda,küləkdə dərslərimdən qalmamag üçün yenə də dərsimə getmişəm bəs bunlar niyə bu cür düşünür?

1-2 gündən sonra söhbəti unutdum amma bir müddətdən sonra bundan daha ağır sözlər eşitdim. 1 gün Sadaxlıya müəllimlə iş arxasınca gedəcəkdim, mən əsas yola gedərkən müəllimim maşınla məni qarşıladı və onun başınınla getdik. Səhəri günü bir “kişi”  kəndin mərkəzində belə söz işlədib, “Aye bax dana filankəsin qızını bir maşına minəndə gördüm, elə oxumaqdansa evdə otursa daha yaxşıdı”. Bu ifadələri başqasından eşidəndə çox pis oldum və hər şeydən əl çəkmək qərarına gəldim. Eşitdiklərimi atama danışdım və həmin gün kimlə hara getdiyimi dedim və o, mənə belə cavab  verdi, “ mən sənə etibar edirəm. Xəyallarının arxasınca get, mən sənin arxandayam”. Bir qız bundan başqa nə istəyər ki? Onun mənə olan inamını, etiabrını gördüm və oxumağa, təhsilə marağım ikiqat artdı. Sonralar düşərgəyə getdikdə yenə deyirdilər ki, qız getdi bir həftə qaldı, görəsən kimnən qaldı və.s bu tipli mənasız sözlər eşidirdim. Amma artıq bunlar mənə təsir etmirdi, çünki ailəm mənə inanırdı. Bir çox uğurum oldu. Bunun üçün ailəmə və müəllimlərimə minnətdaram. İşləyirəm, oxuyuram gəzirəm və görürəm. Amma sırf öz ayağımın üstündə dururam, uğur qazanıram deyə bəzi “ağıl dəryaları” mənə pis davranır. Bəli ətrafımda iki tip insan var.

  1. Həqiqətən savadlı, dünya görüşlü və bununla yanaşı məni çox sevib, bacara biləcəyimi hiss etdirən insanlar.
  2. Əli ətə çatmayan pişiklər kimi, özlərini ağıllı adlandırıb, mənlə prinsipə girənlər. Məni sevməyib hətta məndən nifrət edənlər.

Amma bilirsinizmi 2-ci tip insanlar məni daha çox xoşbəxt edir. Onlara üz vermirəm deyə əsəbdən partlayan insanları görmək mənə ləzzət edir. Mən onlar kimi camahatın yanında “Səma pisdi” demirəm. Əksinə öz işimdəyəm, uğurlar qazanıram və bu onlara yaxşı cavab olur. Onların var oluşları mənə stimuldur.


წარმატება, რომელსაც სტერეოტიპების დაძლევით მივაღწიე

მე სემა გასანოვა ვარ. მიმაჩნია, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. ამ წარმატებაში მხოლოდ გარკვეულ კონკურსებში, პროექტებში მიღწეული შედეგები არ იგულისხმება, იგი სტერეოტიპებს უკავშირება. წინა სასწავლო წელს რამდენიმე სკოლაში ვიყავი და ძალიან მოტივირებული ახალგაზრდები გავიცანი. როცა ვეკითხებოდი, მომავალში რას გეგმავდნენ, განსხვავებულ პასუხებს ვისმენდი. მაგალითად:

„მინდა, მომღერალი გავხდე, მაგრამ მშობლები არ არიან თანახმანი, ამბობენ, ხალხი რას იტყვისო?”;

“მინდა, მსახიობი გავხდე, მაგრამ როცა ხმამაღლა ვსაუბრობ ამაზე, დამცინიან, შენ ვერასოდეს გახდები პოპულარული, მასწავლებელი გახდი, აიღე 200 ლარი დაეტიე სახლშიო“;

“მინდა, ინგლისური ენის მასწავლებელი გავხდე, მაგრამ სოფელში არ არის კარგი სპეციალისტი. მინდა, რომ ან მარნეულში, ან სხვა სოფელში ვიარო მასწავლებელთან, მაგრამ ჭორიკნები მიშლიან ხელს. ერთხელ ოჯახს ვუთხარი, მინდა მარნეულის განათლების ცენტრში ვიარო და ინგლისური განვივითარო-მეთქი. ოჯახი ამაზე დათახმდა, მაგრამ როგორც კი სოფლის ხალხმა გაიგო ამის შესახებ, სულ ერთ დღეში შეიცვალა ჩემმა ოჯახმა გადაწყვეტილება”…

რეალურად, თავიდან მათ მშობლები დაარწმუნეს, რომ განათლება საჭიროა და მათ საკუთარ შვილებს მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ, სულ ცოტა ხანში მეზობლებისა და ნათესავების უაზრო ჭორებით აზრი შეიცვალეს.

ახლა ჩემ შესახებ მინდა გიამბოთ…

უკვე 3-4 წელია, რაც აქტიურად ვარ ჩართული პროექტებში, ტრეინინგები, ოლიმპიადებში. ტრეინინგებზე სიარული პირველად მერვე კლასში დავიწყე და ამით საკმაოდ კარგი ცოდნა მივიღე. მაშინ ყვალაფერი ადვილი იყო, მეგონა, რომ ასეც გაგრძელდებოდა. გიფას 4 წელიანი გრანტი მოვიპოვე, სოფელში კი არ დაიჯერეს ეს ამბავი. საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზე გავედი, მათთვის ეს თითქოს არაფერი იყო. ფიქრობდნენ, რომ ვიღაცას „პატივი ვეცი“ და ამის სანაცვლოდ მეხმარებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ გავიგე სხვა კონტექსტის ჭორები, ყურადღება არ მივაქციე. როცა სოფელში ტრანსპორტის პრობლემა იყო, სახლიდან სკოლამდე 3 კილომეტრ გზას ფეხით გავდიოდი. ერთხელ ქალების საუბარი გავიგე ჩემ შესახებ.

„ეს ვინ არის? ყოველდღე აქეთ-იქით დადის.

– ეს იმ კაცის შვილია, ახლა ეს გოგო ვითომ სწავლობს.

–  ნეტავ სხვა სადარდებელი რატომ არ აქვთ?!

როცა ეს სიტყვები მოვისმინე, ცუდად იმოქმედა ჩემზე. არადა, მე სასწავლებლად დავდივარ ყოველდღე, მიუხედავად ცუდი ამინდის, ქარის, წვიმის, სიცხის, სიცივისა, არ ვაცდენ სკოლას, ჩემი მომავლისთვის ვშრომობ, ამ სიტყვების ღირსი არ ვარ.

ერთ-ორ დღეში დამავიწყდა ეს ამბავი მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უარესები მოვისმინე.

ერთ დღეს მასწავლებელთან ერთად უნდა წავსულვიყავი სადახლოში. როცა სახლიდან გავედი, მასწავლებელმა მანქანით ჩამოიარა და ერთად წავედით.

მეორე დღეს გავიგე, რომ ერთმა კაცმა ჩემზე თქვა, გუშინ ვნახე, ის გოგო ვიღაც უცხოს მანქანაში ჩაუჯდა, ამნაირი განთლების მიღებას სახლში ჯდომა ჯობიაო.

როცა ეს სიტყვები გავიგე, მოტივაცია დამეკარგა. იმაზეც ვიფიქრე, რომ ყველფრისთვის თავი დამენებებინა. გავუზიარე ეს სიტყვვები მამაჩემს, ავუხენი მას, სად და ვისთან მივდიოდი. მან მიპასუხა, მე შენ გენდობი, არ დანებდე ყველანირად მხარში დაგიდგებიო.

მგონი, გოგოს ამაზე მეტი არაფერი უნდა მამისაგან. როცა მამაჩემის ნდობა დავინახე ჩემ მიმართ, ჩემი მოტივაცია გაორმაგდა. შემდეგ ბანაკებში დავიწყე სიაურული, მაშინაც ჭორაობდნენ, – ახლა ნეტა სად არის, ვისთან ცხოვრობსო და მსგავსი უამრავი კომენტარით. მაგრამ, ეს უკვე ჩემზე აღარ მოქმედებდა, რადგან ვიცოდი, რომ ოჯახი მყავდა გვერდით. ცხოვრებაში საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიე, და ამისათვის მშობლების და მასწავლებლის მადლობელი ვარ. ახლა ვმუშაობ, ვსწავლობ, ვმოგზაურობ და ვვითარდები. რადგან წარმატებული ვარ არის, ერთი კატეგორია რომელიც ცუდად მექცევა. დიახ, ჩემ გარშემო არიან ორი ტიპის ადამიანები:

  1. განათლებულები – ვუყვარვარ და მარწმუნებენ, რომ უფრო მეტს მივაღწევ.
  2. კატები, რომლებიც ვერ წვდებიან ხორცს, – ვითომ ჭკვიანები. მათ არ ვუყვარვარ, უფრო მეტიც, – ვძულვარ.

მაგრამ, იცით რა? – მეორე ტიპის ხალხის არსებობა მე მაბედნიერებს. ისინი იმაზე ბრაზდებიან, რომ მე არ მაქვს მათთან კარგი ურთიერთობა. მაგრამ, მე არ ვიქცევი ისე, როგორც ისინი იქცევიან. მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული. როცა ამაში ვარ წარმატებული, ეს ყველაზე კარგი პასუხია მათთვის. ისინი მე თვითგანვითარების სტიმულს მაძლევენ.