Bu səfər ailədə ən vacib mövzu yemək bişirmək haqqında danışmaq isdəyirəm. Təhsil və yemək bişirmək arasında pararlel gətirəcəm. Düşünürəm ki, bu iki mövzu əlaqəlidir bir biri ilə çün ki, ətrafımda tanıdığım qızların bir çoxu, təhsil meyilli, treninqlərdə və səyahətlərdədirlər əsaəsn mətbəx və yemək bişirmək üçün zamanları yoxdur. Müşahidələrimə görə ailədə qadını əsasən yemək bişirmə qabiliyyətinə görə qiymətləndirirlər. Bizim toydan sonra məhlə qadınları anam (qaynənəm) işdən qayıdan zaman mənim yemək bişirə bilib bilmədiyimi soruşurmuşlar.
Qaynənələr bir yana hətta yeni evli oğlanı dayandırıb yolda həyat yoldaşının yemək bişirə bilib bilmədiyi soruşurlar, düşünün bu xalqın ayrı dərdimi yoxdumu yeməkdən başqa.
Əvvəllər təhsilin hərşeydən üstün olduğunu düşünürdüm. Evləndikdən sonra hər gün canlı hekayələr dinləyirəm və görürəm ki, fərqi yoxdur 5 diplomunda olsa alimdə olsanç qazandan və qaşıqdan başqa heçnəyi önəmsəməyənlər bu həyatda hər zaman səndən üstün qiymət alacaqlar. Bir neçə gəlin var bizim qohumlar arasında ad qazanıblar hərkəs onlardna danışır “alovdur”, “gəlin yox e stribiteldi”, “iki dəyiqəyə süfrə açır”, “hərşeyi bişirmək bilir” və oxşar bir çox sözlər ünvanlayırlar o gəlinlərin adına. Bir aildədə başqa gəlini o qədər tərifləyiblər evdə ki, gəlin dava salıb ki, yetərin başqasını təriflədiniz. Bu mənim üçün problem deyil. Bildiyimi bişirirəm, bilmədiyimi soruşaraq öyrənirəm. Anam (qaynənəm) bilmədiklərini soruşmaqdan çəkinmə deyir hırzaman. Hər zaman danışır ki, o evləndiyi zaman kartof belə qızarda bilmirmiş, sonradan öyrənib. Ona görə mənə yardımçı olur.
Bu hadilərdən nəticə olaraq çıxır ki, kişilərdə elə məhs qadınıarda yaxşı yemək bişirənlərə üstünlük verirlər. Çox nadir halda eçitmişəm hansısa qaynənə desin ki, kiminsə təhsilli gəlini var. Yaxşı yeməklər bişirir və alovdur deyə hərkəs hərzaman təkrar edir. Təsəvvür edin ki, qız yenicə evlənir və hərkəs ondan möcüzəvi şəkildə mükəmməl yeməklər bişirməsini gözləyir. Alındıra bilməsə isə qeybətlər və hadisələr başlayır…
Heyrətə gəlirəm, görəsən qadının mütləq şəkildə yemək bişirməli olduğu harada yazılıb, və ya bu belə olmasa bu haqqda qeybət olunmalı olduğu harada yazılıb. Bilirsinizmi ki, bu necə təsir edici psixoloji zorakılqdır qadına qarşı. Bütün cəmiyyət bu gün toy olsun sabah isə gəlinin yemək bişirməyini gözləyir. Tək yeməklə bitsə dərt yarı, bu siyahıya bütün ev işləri daxildir. Qız üçün ən böyük çətinlik olan onun doğma evini tərk etməsi haqıqnda heçkim düşünmür, eləcədə qızın yeni ətraf mühitə adaptasiya olmasının əslində ən böyük çətinlink olduğu heç kim görmək istəmir.Qız evlənir və yeni ailənin qaydalarına tamamən uyğunlaşmalıdır, nəyin harada olduğunu və necə edildiyini tamamən yenidən öyrənməlidir, bu asan proses deyil. Adi bi ryeməyin fərqli bişirilmə metoduna görə ailələrdə gərginlik yaratması təsəvvür edilməzdir ancaq baş verir.
Evlənən bir çox qızdan eşitmişəm, əksərən neyniyirdim təhsil alıb vaxdımda yemək bişirməyi öyrənsəm dahada qiymətli olardım deyirlər. Anali edirəm tez tez və nəticəyə gəldim ki, yuxarıda sıraladıqlarımdır məhs qızların belə düşünmələrinə səbəb.
Məsələlər içində vacib olan mövzulardan biridə məhs bizlərin hər zaman başqalarını bəyənçəyimizdir. Baxırsan hər qadın öz evinin işini və dahada artığını yetinə yetirir. Bəzilərində daha çox ev işləri bəzilərində isə yemək bişirmək yaxşı alınır. Mənim üçün bunların heçbiri təhsildən üstün deyil. Heç bir zaman demərəm ki, xeyir qadınlar heç çalışmasınlar kişilər evdə yemık bişirsin xeyr, dediyim odur ki, qadın bunu etsin amma öz istəyi ilə etsin, kiminsə məcbur etməsi ilə deyil. İkincisi isə təhsilli qadın hərzaman ailə işlərini dahada planlı şəkildə yerinə yetirir. Təhsilli qadının ailədə ki, məqsədləridə başqa olur. Təhsilli qadın evinin kimsə onun haqqında nə təmizdir deyə danışması üçün yox, evinin həqiqətəndə təmiz olması üçün toplayır və təmizləyir. Hər iki vəziyyətdə ev təmizdir ancaq məqsədlər fərqlidir.
Bu movzu haqqında çox danışmaq olar. Onu deyərdim ki, təhsilə ayırdığım zaman, səyahətlərdə və treninqlərdə qazandığım təcrübə üçün sərf etdiyim zamana heyfim gəlmir. Təhsil hər bir yemək birişmə qabiliyyətindən üsdündür. Bir çox qadından eşitmişəm, deyirlər yemık bişirməyi bilmirsənsə bu ayıbdır, ancaq oxumaq yazmaq, kitabları tanımamaq ayib deyil, təsəvvür edə bilirsinizmi…
Əziz qadınlar etməyini qerçəkdəndə istədiyiniz işləri yerinə yetirin. Bir işi edərkən içinə sevgi və istək qatılmayıbsa ondan heçnəz alınmaq, ən önəmlisidə elə yemək bişirən zaman. Təhsil alın, buna başqaları qiymət qoymasa belə. İnanın ki, təhsilli qadının bişirdiyi yeməkdədə, təmizlədiyi evdədə, ütülədiyi paltarda və bir çox başqa yerinə yetirlən işin fərqli məqsədi var…
Kimsə Sizin haqqınızda alovdur elə bil bir dəqiqiyə süfrə açır deməməsi qerçəkdəndə problem deyil.
Aynürə Əliyeva
განათლება და საჭმლის მომზადება
ამჯერად, ასე ვიტყოდი, ოჯახში დედოფალ თემაზე – საჭმლის გამზადებაზე მინდა გესაუბროთ. რატომ ვატარებ განათლებას და საჭმლის გამზადებას ერთმანეთს – იმიტომ რომ ზოგადად ვისაც ვიცნობ გოგოებს, რომლებიც სულ განათლებაში, სამსახურში, ტრენინგებზე და მოგზაურობებზე არიან, სამზარეულისთვის დიდად არ სცალიათ ხოლმე. ოჯახში კი ყველაზე მეტად ქალს როგორც დავაკვირდი საჭმლის მომზადებით აფასებენ.
ჩვენი ქორწილის შემდეგ დედა (დედამთილი) როცა სამსახურიდან ბრუნდებოდა უბნის ქალები ყოველდღე ეკითხებოდნენ შენი რძალი საჭმელს თუ ამზადებსო. ამის გამო სულ გზას იცვლიდა და მეორე გზით – უფრო შორი მანძილიდან მოდიოდა სახლში. იმიტომ რომ ქალმა დაიღალა ხალხის ათასი შეკითხვით და მათთვის პასუხის გაცემით.
დედამთილები იქით იყვნენ, უბანში ერთ-ერთი ბიჭი გააჩერეს და ეკითხებოდნენ შენი ცოლი თუ ამზადებს საჭმელსო, რადგან ახალ დაქორწინებულნი იყვნენ. ესეიგი ამ ხალხს საჭმლის მეტი სხვა დარდი არაფერი აქვთ.
ადრე მეგონა განათლება ყველაფერზე მაღლა დგას. დაოჯახების შემდეგ ამ თემაზე ყოველ დღე მესმის რაღაც ცოცხალი ისტორიები. თუ გინდა ხუთი დიპლომი გქონდეს და მეცნიერი იყავი მაინც ის ქალები რომლებიც ცხოვრებაში ქვაბის და კოვზის გარდა არაფერი არ უნახავთ შენზე მეტ შეფასებას მიიღებენ. ერთი ორი რძალია მაგალითად ჩვენს ნათესავებში ყველა მაგათზე ლაპარაკობს – „ცეცხლია“, „რძალი კი არა სტრებიტელია“, „ორ წუთში შლის სუფრას“, „ყველაფრის გამზადება იცის“ და.სხ. ერთ-ერთ ოჯახში იმდენად შეაქეს სხვის რძალი რომ თავიანთმა რძალმა ატეხა ამბავი გეყოფათ ამდენიო და დაიღალა სხვის შექების ისტორიების მოსმენით. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რაც ვიცი ვაკეთებ რაც არ ვიცი ვკითხულობ და ვსწავლობ. როცა ახალ დაქორწინებული ვიყავი დედა (დედამთილი) მეუბნებოდა ნუ გერიდება ნურაფრისო, მე როცა გავთხოვდი კარტოფილის შეწვის გარდა არაფერი არ ვიცოდი და ვისწავლე. რამეს თუ ვერ გაიგებ მე მკითხეო.
გამოდის, რომ მამაკაცებიც და თვით ქალებიც უმეტეს შემთხვევაში მაინც უპირატესობას ვანიჭებთ იმას ვინც კარგ საჭმელებს ამზადებს. მე ძალიან იშვიათად გამიგია რომელიმე დედამთილმა ან სხვებმა თქვან ვიღაცას განათლებული რძალი ჰყავსო. კარგ საჭმელებს ამზადებს და ცეცხლიაო მაგას ყოველდღიურად იმეორებენ. წარმოიდგინეთ ახლა გოგო ხვდება ისეთ ოჯახში სადაც ყველა ელოდება, რომ ახლა სასწაულებს ჩაიდენს და გემრიელ საჭმელებს გაამზადებს. თუ არ გამოუვიდა მერე იწყება ამბავი და ჭორები. ისევ მივდივართ საკთხის მოვალეობად მიღებაზე. სად წერია და ვინ დაადასტურა რომ ქალმა უნდა გაამზადოს საჭმელი და თუ არ ამზადებს, რაღაცეები არ გამოსდის მასზე უნდა იჭორაონ და ეჩხუბონ. იცით რამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლაა ეს ქალზე. ამ ხალხს ერთი თვისება აქვს დღეს ქორწილია და ხვალ ელოდებიან უკვე რძალმა უნდა გაამზადოს საჭმელი, ყველაფერი უნდა იცოდეს. არა ვინ არ ფიქრობს იმ მომენტებზე, რომ გოგო თავის მშობლიურ სახლს ტოვებს, სულ ახალ გარემოში ხვდება, სხვის სახლში გადადის სამუდამოდ საცხოვრებლად, არ იცის სად რა დევს და როგორ აკეთებენ. ყველა ოჯახს თავისი ტრადიცია აქვს. მაგალითად, ჩვენ კომპოსტოს, როცა ვამზადებდით სახლში კარტოფილს არ ვურევდით და როცა გავთხოვდი აქ ამიხსნეს ჩვენ სხვანაირად ვამზადებთო. წარმოგიდგენიათ, ასეთ წვრილმანებზე ოჯახებში წინააღმდეგობები და ჩხუბები მიმდინარეობს დედამთილებს და რძლებს შორის.
უკვე რამდენიმე გოგოსგან მომისმენია, რომ იძახის რათ მინდოდა განათლების მიღება რომ მცოდნოდა საჭმლის გამზადებას ვისწავლიდი, ეგეთებს უფრო აფასებენო. მერე გავაანალიზე, რომ ამ შედეგამდე ზუსტად ზემოთ აღნიშნული შეფასების გამო მოვიდნენ. კიდევ ერთი საკითხიც ისაა, რომ ჩვენ სულ ვაფასებთ და მოგვწონს სხვები. შორიდან რომ დაუკვირდე ყველა ქალი აკეთებს მაინც მეტ ნაკლებად სახლში საქმეს. ზოგს დასუფთავება გამოსდის კარგად ზოგს კი საჭმლის გამზადება. მაგრამ არც ერთი ჩემთვის არ დგას განათლებაზე მაღლა. იმას კი რ გეუბნებით ქალმა საერთოდ არ უნდა აკეთებდეს არაფერს და მამაკაცებმა უნდა გაამზადონ საჭმელი. იმას ვიძახი რომ ჯერ ერთი თუ ქალს აქვს სურვილი თვითონ გააკეთებს და ამას ნუ იკისრებენ როგორც მოვალეობად. მეორეც განათლებული ქალები სხვანიარად გეგმავენ საოჯახო ამბებს. მათ მიზნები აქვთ განსხვავებული. ერთია როცა ქალი სახლს ასუფთავებს იმისთვის, რომ სხვებმა თქვან რა კარგი რძალიაო და მეორეა ქალმა დაასუფთავოს სახლი იმისთვის, რომ სისუფთავე იყოს დაცული სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს. ორივე შემთხვევაში სახლი სუფთაა, მაგრამ მიზნებია განსხვავებული.
ამ თემაზე დიდი ხანი შეიძლება საუბარი. ბოლოს იმის თქმა მინდა რომ რაც აქამდე განათლება და პრაქტიკა მივიღე, ვიმოგზაურე და ვისწავლე არც ერთისთვის დახარჯული დრო არ მენანება. განათლება მირჩევნია ათას საჭმელს. საჭმლის გამზადებას ქალი 40 წლისაც მოახერხებს და ეგ სულაც არ არის სირცხვილი. ბევრი ქალისგან გამიგია ფიქრობენ ქალმა თუ არ იცის საჭმლის გამზადება თურმე ეს სირცხვილად ითვლება, მაგრამ თუ ქალმა არ იცის წერა-კითხვა და არ იცნობს წიგნს საერთოდ – ეგ არ ითვლება სირცხვილად. არასდროს არ მრცხვენია იმის რაც არ ვიცი და ვცდილობ ვისწავლო. მირჩევნია განათლებულად ვიცხოვრო, ვიდრე მხოლოდ ქვაბის და კოვზის დანახვით დავასრულო ჩემი ცხოვრება. საჭმლის გამზადება კარგი რამეა, მე მაგალითად ტკბილეულების გამოცხობა მიყვარს და ვაკეთებ ამას.
ქალებო, გააკეთეთ ყველა საქმე იმ მიზნით რომ ეს გინდათ და თქვენი სურვილით აკეთებთ. როცა სიყვარული არ ურევია თუნდაც საჭმლის გამზადებაში ის საქმე არ გამოვა. ძალიან რთული მომენტია როცა სხვა ოჯახში ხვდები და პირველად ამზადებ რამეს. იმ მომენტს ვერც დედამთილი და ვერც მეუღლე ვერ გაიგებს. ათას კითხვას უსვამ შენს თავს – ნეტავ თუ მოეწონებათ… ასე რომ ნუ ჭამთ ერთმანეთს სხვის რძლების და დედამთილების გამო. შეაფასეთ ოჯახში რაც და ვინც გყავთ.
მიიღეთ განათლება აუცილებლად, თუნდაც არ შეაფასონ ეგ სხვებმა. დამიჯერეთ, განათლებული ქალის მიერ დასუფთავებული სახლის, გამზადებული საჭმელის, დაუთოვებული ტანსაცმელის და კიდევ უამრავ საქმეს სულ სხვა მიზანი აქვს…ნუ დარდობთ იმაზე, რომ თქვენს შესახებ არ ამბობენ „ცეცხლიაო, ერთ წუთში სუფრას შლის“…
აინურა ალიევა