Blog-lar / Məqalələr

Tolerantlıq günü

Bu gün Beynəlxalq Tolerantlıq Günüdür və bu gün münasibətilə hər birimizə sülhün, sevginin və ədalətin bərqərar olduğu dünya arzulayıram!
Tolerantlıq sivil insanın sahib olduğu mütləq və vacib dəyərlərdən biri olmalıdır, çünkü bəşəriyyət olaraq tolerantlığa, empatiyaya, dözümlülüyə, sülh içində birgə yaşayışa ən ehtiyacımız olduğumuz dövürdə yaşayırıq. Tolerantlıq içində birgə yaşayış sahib olduğumuz dəyərləri bir- birimizə qəbul etdirmək deyildir, əksinə rəngarənglik içində birliyi özündə təcəssüm etdirir. Məsələn Tbilisinin meydan adanan ərazisində kilsə, Cümə məscidi, Erməni kilsəsi və Sinaqoq birgə mövcudluğu ilə tolerantlığın əyani nümunəsidir. Anlayışın , qarşılıqlı hörmətin, dözümlülüyün mövcud olduğu cəmiyyətdə isə bəşəri dəyərlər sarsılmaz olur və cəmiyyət həqiqi demokratik dəyərlərə qarşı daha yönümlü olur.
Bu şəkildə təsvir olunduğu, hər birimiz öz unikallığımız ilə dəyərliyik və dünyanı rəngarəngliyimiz ilə bəzəyirik. Rəngarənglik içində gülümsəmək, xoşbəxt olmaq və bir-birimizə qarşı hörmətlə yanaşmaq isə həmrəyliyi və insanı dəyərləri daha da güclü edir.
Qeyd etmək istəyirəm ki, Beynəlxalq Tolerantlıq Günü — hər il 16 noyabr tarixində qeyd olunur. Bu beynəlxalq gün YUNESKO-nun “Dözümlülük prinsipləri bəyannaməsi”ndə təntənəli şəkildə elan edilmişdir. Bəyannamə 1995-ci ildə YUNESKO-nun 28-ci Baş Konfransında (5.61 saylı qətnamə) təsdiq edilmişdir.
Bəyannamədə dözümlülük (tolerantlıq) dedikdə, “dünya mədəniyyətlərinin zəngin müxtəlifliyi, bizim özünüifadə formaları və insan fərdiliyini ifadə etmək üsullarına hörmət, qəbul və doğru anlaşma” nəzərdə tutulur. Bəyannamədə “insanların öz təbiətinə görə xarici görünüşü, mövqeyi, danışığı, davranışı və dəyərləri baxımından fərqli olduqlarını, barışıq içində yaşamaq və fərdiliyini qorumaq hüquqlarına sahib olduqlarını” elan edir.
Müəllif: Gülgün Məmmədli

——————-
ტოლერანტობის დღე

დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს ვუსურვებ თითოეულ ჩვენგანს მშვიდობის, სიყვარულისა და სამართლიანობის სამყაროში ცხოვრებას!
ტოლერანტობა უნდა იყოს ერთ-ერთი აბსოლუტური და მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც აქვს ცივილიზებულ ადამიანს, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ტოლერანტობა, თანაგრძნობა, შემწყნარებლობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ტოლერანტობაში ერთად ცხოვრება არ ნიშნავს ერთმანეთის ღირებულებების გადმოღებას, პირიქით, იგი განასახიერებს ერთიანობას მრავალფეროვნებაში. მაგალითად, ტოლერანტობის ნათელი მაგალითია მართლმადიდებლური ეკლესიის, ჯუმას მეჩეთის, სომხური ეკლესიისა და სინაგოგის თანაარსებობა თბილისში. საზოგადოებაში, სადაც არის გაგება, ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა, ადამიანური ღირებულებები ურყევი ხდება და საზოგადოება უფრო მეტად ორიენტირებული ხდება ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებზე.
ამ მოცემულობაში, თითოეული ჩვენგანი ღირებულია საკუთარი უნიკალურობით. ჩვენ ვამშვენებთ სამყაროს ჩვენი მრავალფეროვნებით. ღიმილი, ბედნიერება და ერთმანეთის პატივისცემით მოპყრობა კიდევ უფრო აძლიერებს ურთიერთსოლიდარობისა და ადამიანური ღირებულებების მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას.
მინდა, აღვნიშნო, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება. ეს მსოფლიო დღე საზეიმოდ გამოცხადდა იუნესკოს „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციაში“. დეკლარაცია დამტკიცდა 1995 წელს, იუნესკოს 28-ე გენერალურ კონფერენციაზე (რეზოლუცია No5.61).
დეკლარაციაში ტოლერანტობა ნიშნავს „მსოფლიო კულტურების მდიდარი მრავალფეროვნების, ჩვენი თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის გზებს პატივისცემას, მიღებასა და გაგებას“. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ადამიანები განსხვავდებიან გარეგნობით, პოზიციით, მეტყველებით, ქცევით და ღირებულებებით, მაგრამ სრული უფლება აქვთ, იცხოვრონ მშვიდობიანად და შეინარჩუნონ ინდივიდუალობა“.
ავტორი: გიულგუნ მამედლი