İctimaiyyət

Təbiət sevgisinin nəticəsi-Biznes ideyası

Yaradıçılıq qabiliyyətləri ilə seçilən ailədə böyümüş Eva, kreativ ideyaları ilə öz brendini yaradıb və artıq bir neçə ildir ki, xüsusi bijuteriya və aksesuarları təbiət ilə dostluq edərək yaradır.

 “Mənim yaradıçı çalışmalarımın illuziyası ondadır ki, təbiətdən qoparılmış hər bir çiçəkdən hazırlanmış bijuteriyaya öz sehirli adını verirəm. Bununla yanaşı xüsusi uyğun şəkillər çəkirəm və ən önəmlisi işimi sevgi ilə görürəm”-deyir Eva Babayeva.

Eva Babayeva Marneulilidir. Artıq bir neçə ildir ki, şəxsi yaradıçı qabiliyyətini biznesə çevirib və brendini yaradıb. “Evuki” Evanın brendidir, burada O, gerçək çiçəklər və təbiətin digər gözəlliklərindən istifadə edərək bijuteriyalar hazırlayır. Onun söylədiyinə görə təbiətə qarşı sevgisi onu bu işi görməyə daha da həvəsləndirir, eləcədə O öz dizaynerlik biliyini və qabiliyyətini bu vasitə isə genişləndirir.

“Deyə bilərəm ki, ailəmizin hər bir üzvü yaradıçılıqla və incəsənət ilə məşğul idi. Uşaqlıqdan məndə bunu görərək böyüdüm.Təbiətə qarşı olan bu sevgim hər zaman məndə suallar yaradırdı, öz özümə güllərin heç solmaması mümkündürmü deyə suallar verirdim. Bu vasitə ilə təsadüfən qarşılaşdım və mənimdə təbiətin gözəlliklərini qoruyub saxlaya biləcəyimi anladım”, – deyir Eva.

Dizaynerliklə maraqlanan Eva ilk əl işləri internet, sosyal şəbəkə vasitəsi ilə tanınıb. Özünündə söylədiyinə görə bu işi yerinə yetirmək üçün sadəcə istək yetərli deyil, dözümlülük və əməkdə çox vacibdi, çün ki, bu iş böyük zaman tələb edir.

“Başlanqıçda bəzi əşyalar istədiyim kimi alınmırdı, ancaq motivaciyamı heç bir zaman itirmirdim. Başqa ölkələrdə incəsənətin bu sahəsinin tanınmışlığına və populyarlığına baxmayaraq, Gürcüstanda bu sahə elədə bu günə kimi tanıdılmamışdı. Mən inanırdım ki, təbiətə və incəsənətə olan bu sevgim nəticəsində mən bunu bacaracağam, elədə oldu”,- söyləyir Eva.

Bu gün üçün, Eva əl işlərini sosyal şəbəkə vasitəsi ilə satışa çıxarır. Ailəsinin və dostlarınında dəstəyi ilə O, öz brendini gündən günə dahada tanıdır. Gələcək üçün brendinə rəsmilikdə vermək isdəyir.

Şəlalə Əmircanova


ბუნების სიყვარულის შედეგად გაჩენილი ბიზნეს იდეა

შემოქმედებითი უნარებით სავსე ოჯახში გაზრდილმა ევამ, კრეატიული იდეების შედეგად საკუთარი ბრენდი დააარსა და უკვე რამდენიმე წელია, ბიჟუტერიას და აქსესუარებს ბუნებასთან მეგობრობის შთაგონებით ქმნის.

„ჩემი შემოქმედების ილუზია იმაშია, რომ ბუნებისგან აღებული ყველა ყვავილისგან დამზადებულ ბიჟუტერიას საკუთარ ჯადოსნურ სახელს ვარქმევ, შესაბამის ფოტოებს ვიღებ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიყვარულით ვმუშაობ“, – ამბობს ევა.

ევა მარნეულელია. უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი შემოქმედიბითი უნარი ბიზნესად აქვს ქცეული და ბრენდიც აქვს დაარსებული. „ევუკი“ევას ბრენდია, რომლის მეშვეობითაც ის ბიჟუტერიას ნამდვილი ყვავილების და ბუნების სხვა სილამაზეების გამოყენებით ამზადებს. როგორც თვითონ ჰყვება, ბუნების მიმართ სიყვარულმა მას ამისკენ უგიძგა და დიზაინერულ ცოდნას ამის მეშვეობით უფრო აღრმავებს.

„ოჯახის ყველა წევრი შემოქმედობით იყო დაკავებული. ბავშვობიდან ამას ვხედავდი და ასე გავიზარდე. მეც, რადგან მქონდა ინეტერესი ბუნების მიმართ, სულ ვფიქრობდი, შესაძლებელია თუ არა, რომ ყვავილები არ დაჭკნეს. სულ შემთხვევით მივაგენი ამ ხერხს, რომ თურმე მეც შემიძლია, ისეთი რაღაც გავაკეთო, რომ ბუნებამ სულ შეინარჩუნოს საკუთარი სილამაზე ყველგან“, – ამბობს ევა.

დიზაინით დაინტერესებული ევას პირველივე ნამუშევრებმა ინტერნეტის, სოციალური ქსელების მეშვეობით იგი ცნობილი გახადა. როგორც თვითონ ჰყვება. ამ საქმის შესასრულებლად მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, საჭიროა დიდი მოთმინება და შრომაც, რადგან ამ საქმეს დიდი დრო სჭირდება.

„თავდაპირველად რაღაცები როგორც მინდოდა, ისე არ გამოდიოდა, მაგრამ მოტივაციას არასდროს ვკარგავდი. მიუხედავად სხვა ქვეყნებში ხელოვნების ამ მიმართულების დიდი ცნობადობისა, საქართველოში იგი არ არის ჯერჯერობით ცნობილი და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევძლებდი, რადგამ ბუნებისა და ხელოვნების მიმართ ღრმა სიყვარული მაქვს“, – ამბობს ევა.

დღესდღეობით, ევა საკუთარ ხელნაკეთებს სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდის. ოჯახის, მეგობრებისა და ნაცნობების მხარდაჭერით, ის თავის ბრენდს დღითიდღე უფრო ცნობილს ხდის და სამომავლოდ ბრენდს ოფიციალურ სახესაც მისცემს.

შალალა ამირჯანოვა