Blog-lar

Təfəkkür dəyişmədikcə problemlər – problem olaraq qalacaqdır

Şəlalə Əmircanova

Erkən evlilik kimi sosyal adlanan problemlər cəmiyyətdə mövcud təfəkkürdən irəli gəlir. İllər boyu bitmək bilməyən bu sosyal problemin bir neçə növü var: məcburi erkən evlilik, razılıqla erkən evlilik, zorakı erkən evlilik.

Bu növlərin hər üçündə qız uşağı qurban olur, çünki bu vəziyyət məhz cəmiyyətin formalaşdırığı təffəkurdən irəli gəlir. Erkən evliliyin yuxarıda sadalanan növlərini müzakirə edərsək buna daha da əminlik gətirə bilərik.

Məcburi erkən evlilik – qız uşağının da razılığı ilə baş tutur ancaq bu tamamən məcburi zəmindən verilmiş “Bəli” cavabının nəticəsi olur. Deməli bu yerdə qızın yaşından, düşüncəsindən, istək və arzularında asılı olmayaraq ona elçi düşür. Ailə böyükləri gələn elçini hər tərəfli dəyərləndirir. Dəyərləndirmə məyyarları müxtəlifdir: bəzən ailənin maddi vəziyyətinə, bəzən cəmiyyətdəki təsirliliyinə, bəzən qohumluq bağına  və s. diqqət yetirlir. Bir çox zaman ailə böyükləri hərşeyi dəyərləndirir son qərar verilir və ancaq  bundan sonra qızın “razılığı” alınır. Əgər elçi düşən ailə yuxarıda sadalanan və hətta sadalanmayan məyyarlara cavab verirsə bu azyaşlıya bəzəkli cümlələrlə danışılır. Elə o təfəkkürlə böyüyən, böyüklərindən də onu görən qız uşağı məcbur olduğunu dərk etmədən bu evliliyə razılıq verir. Beləliklə bu evlilikdə məcburi sayılır. Əgər 15-17 yaş arası qız uşağından söhbət gedirsə bu yerdə onun qərar vermə səlahiyyətidə aydındır. Daha da detallara enərsək, ailəsinin təklifini geri çevirməyən qız ağıllı və savadlı sayılır, eləcədə cəmiyyətdə “yaxşı qız” statusu da əldə edir. Bəs bu yerdə yeni cütlüyün münasibəti necə yaranır –  ən yaxşı vəziyyətdə qızla oğlan nişan baş tutmazdan əvvəl telefonla mesajlaşırlar və bunun adı əvvəlcədən tanışlıq olur. Nəticədə gələcəkdə hər hansısa problem zamanı deyirlir ki, öz seçimi ilə evləndi qızımız. Hər hansısa bir vəziyyətdə heç kim bu ailəyi qunahlandırmır, çünki argument mövcuddur axı “biz qızımız verəndə soruşduq və razılığını aldıq  – özü istəməsə verməzdik” – deyilir. Heçkim soruşmur ki, qızın yox demək kimi bir səlayihəti, imkanı və vasitəsi var idimi.

Razılıqla erkən evlilik – bu komponent zorakı evliliklərdən danışılanda bəzi böyüklərin əllərinə aldıqları bayraqdır. Belə ki, erkən evliliyin səbəbi olaraq valideynlər qunahlandırılanda argument olaraq gətirlir ki, bəs flankəsin tək arzusu qızının ağ xalatda görməsi idi, amma qız ailəsini ortada qoydu ərə qaçdı, böyüklər məcbur qalaraq verdilər və s. Bu yerdə heç düşünən yoxdur ki, uşağın evliliyə meyillənməsinin səbəbidə məhs cəmiyyətdə ki, təfəkkürdür. O bunu özündən çıxarmayıb, gündəlik gördüyü eşitdiyi budur, ətrafında evlənən-evləndirilən qızlara vəddlər verildiyini eşidir, nəvəslənir və oda bunu edərsə səhf olmayacağını düşünür. Eyni ilə bu növ evliliklərdə də, problem çıxdığı zaman yenə heç kim cavabdehliyi öz öhtəliyinə götürmür, çünki burada  heç argumentə də ehtiyac yoxdur – qız öz seçimi ilə evlənib.

Zorakı erkən evliliklər –  bu növ erkən evlilik birinci növlə öxşardır tək fərqi qərarın zorakı şəkildə verilməsidir. Bəzən qıza heç soruşulmur və qız özünü “şirin çay içmə mərasimində” tapır. Çoxunluq bu kimi vəziyyətin artıq mövcud olmadığını deyir, ancaq sadəcə 3 gün kəndləri dolaşıb reallığı dinləsələr fikirlərini  əminəm ki, radikal şəkildə dəyişərlər. Ancaq bu argumenti demək daha asandı, çünki bu zaman problemin məsuliyyətini daha tez öhtəliklərindn atmış olurlar. Zorakı evliliklərin yeni tendensiyasıda az yaşda “sevgilisi” olan qızların zorla evləndirilməsidir. Bu yerdə evlilik sevdiyi inasanla baş tutmur səhv anlamayın. Qızın kiminləsə danışdığını və ya münasibətnin olduğunu eşidən ailə böyükləri qıza yaxşıca zorakılıq göstərir, ən xoşbəxt vəziyyətdə isə, sadəcə qızın olmayan azadlığını qısıtlayır və deyilir ki, “deməli istədiyin  budur indi sən gör ilk gələn elçiyə verəcəyik səni”. Yaxın keçmişdə baş verən hadisələr bu durumlarında heç də az olmadığını təstiqləyir. Hadisədən məlumatı olanlar nə demək istıdiyimi rahatlıqla anlayacaqlar.

Əslində yuxarıda ki, müzakirə vəziyyətin açıqlanması üçün yetərli deyil və bu sadəcə qısa təsviridir. Erkən evliliyin cəmiyyənin təfəkküründə olduğunu və bunu bir problem olduğunu qəbul edib qarşısını almağı da elə təffəkürümüzə yerləşdirənə problem problem olaraq qalacaq. Vəziyyət və reallıq isə yetərincə mürəkkəbdir. Çoxunluq üçün əlbətdə ki,  bu problem tamamən ortadan qaldırılıb, ancaq reallığı görmək yerinə bu çoxunluq öz “reallığını” tərcih edir.

Erkən evliliyin səbəblərindən biridə qız qaçırtmalardı, ancaq onunda ayrı növləri var. Gələn səfər ki, müzakirəmizin mövzusuda elə məhz bu olsun.

————————————–

სანამ არ შეიცვლება აზროვნება, პრობლემ დარჩება პრობლემად

შალალა ამირჯანოვა

ადრეული ქორწინება ე.წ. სოციალური პრობლემაა, რომელიც საზოგადოებაში გაბატონებული აზროვნებიდან გამომდინარეობს. არსებობს ამ სოციალური პრობლემის რამდენიმე ტიპი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ აღმოიფხვრა: ესენია იძულებითი ქორწინება, თანხმობით ადრეული ქორწინება, ძალადობრივი ადრეული ქორწინება.

რადგან ეს სიტუაცია საზოგადოებაში გავრცელებული აზროვნებიდან გამომდინარეობს, ამ სამივე შემთხვევაში გოგონაა მსხვერპლი. ამის ჭეშმარიტებაში უფრო დავრწმუნდებით,  თუ განვიხილავთ ზემოთ ჩამოთვლილი ადრეული ქორწინების ტიპებს.

იძულებითი ადრეული ქორწინება – გოგონას თანხმობით ხდება, თუმცა ეს  ქორწინება სრულიად იძულებით გარემოში გაცემული, თანხობის მანიშნებელი პასუხი „დიახ“-ის შედეგია. მიუხედავად გოგოს ასაკის, აზროვნების, სურვილისა და ოცნებებისა, მას ხელს სთხოვენ. ოჯახის უფროსები ხელის სათხოვნელად მოსულ კანდიდატ ოჯახს ყველა მხრივ აფასებს. შეფასების კრიტერიუმები სხვადასვაგვარია: ზოგჯერ აქცენტი კეთდება ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ზოგჯერ – საზოგოდოებაში გავლენიანობაზე, ზოგჯერ – ნათესაურ კაშირებზე და ა.შ.

ხშირად, ოჯახის უფროსები ყველა შეფასებას აკეთებენ, იღებენ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გოგოსგან „თანხმობის“ მიღება. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ და არჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მაინც გალამაზებული წინადადებებით მიმართავენ გოგონას. ცხადია, არასრულწლოვანიც შესაბამისი აზროვნებითაა გაზრდილი და არც ესმის, რომ იძლებით თანხმდება. შესაბამისად, ეს ქორწინება ითვლება იძულებით ქორწინებად. რა თქმა უნდა, აქ საუბარი 15-17 წლის გოგოზეა და ამ შემთხვევაში, ოჯახში მისი გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციაც ცხადია. უფრო დეტალებში თუ ჩავალთ, მივიღებთ იმას, რომ გოგონა, რომელიც უკან არ აბრუნებს ოჯახის შემოთავაზებას, ითვლება თავაზიანად და ჭკვიანად, ამასთან საზოგადოებაშიც „კარგი გოგოს“ სტატუსს იძენს.

ამის მერე, ასე ყალიბდება წყვილის ურთიერთობა – საუკეთესო შემთხვევაში, ნიშნობამდე გოგო და ბიჭი ტელეფონით მესიჯობენ და ამას წინასწარი გაცნობა ჰქვია. შედეგად, მომავალში მშობლები ნებისმიერი პრობლემის დროს ამბობენ, ჩვენმა შვილმა თავისი არჩევანი გააკეთაო. კონკრეტული პრობლემის დროს, არავინ ადანაშაულებს ოჯახს, რადგან ზუსტად არსებობს არგუმენტი, რომ „ჩვენს გოგოს გათხოვებისას ვკითხეთ და ავიღეთ მისი თანხმობა – თუ უარს იტყოდა, არ გავათხოვებდითო“. არავინ კითხულობს, ჰქონდა თუ არა გოგოს უარის თქმის კომპეტენცია, საშუალება და მცირედი მაინც შესაძლებლობა.

თანხმობით ადრეული ქორწინება – ამ კომპონენტში, ადრეულ ქორწინებაზე საუბარი ზოგი უფროსის ხელში დაჭერილი დროშაა. ამასთან, როდესაც ადრეული ქორწინების გამო ადანაშაულებენ მშობლებს, მაშინვე არგუმენტი მოჰყვება, რომ ამა თუ იმ ადმიანის ერთადერთი ოცნება გოგოს თეთრ ხალათში ნახვა იყო, აბა გოგომ რა ქნა? – დატოვა ოჯახი და გაიპარა… უფროსები იძლებულები იყვნენ, გაეთხოვებინათ და სხვა მრავალი. ამ მომენტში არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვის დაქორწინებისკენ მიდრეკილება ზუსტად საზოგადოებიდან და საზოგადოებაში არსებული აზროვნებიდან გამომდინარეობს. ბავშვი თვითონ ხომ არ გამოიგონებდა, ყოველდღიურად ამას ხედავს და ამის შესახებ ესმის. ზუსტად მის გარშემო იმდენი გოგოა გათხოვილი, რომლებსაც ისეთ სილამაზეებს სთავაზობდნენ… შესაბამისად, მომდევნო გოგოც აქედან იღებს მოტივაციას და არც ფიქრობს, რომ მის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა შეცდომის დაშვების ტოლი იქნება. ზუსტად ამ ქორწინებების დროსაც, ნებისმიერი პრობლემის გამოჩენისას, პასუხიმგებლობას არავინ იღებს საკუთარ თავზე – აქ თავის გასამართლებელი არგუმენტიც არ სჭირდებათ: გოგომ ასე მოისურვაო, ამბობენ. აქაც არ ჩნება კითხვა, საიდან მოვიდა ეს სურვილი და რის საფუძველზე განვითარდა.

იძულებითი ადრეული ქორწინება – ქორწინების პირველი განხილულ  ფორმას და ამ ფორმის შორის განსხვავება ერთადერთია – ის, რომ თანხმობას გოგოსგან იძულებით/ძალადობით იღებენ. ზოგჯერ გოგოს არც ეკითხებიან და გოგო საკუთარ თავს „ტკბილი ჩაის დალევის ცერემონიალზე“ პოულობს. უმეტესობის აზრით, მსგავსი შემთხევევბი აღარ ხდება, თუმცა დამერწმუნეთ, მხოლოდ 3 დღე რომ იარონ სოფლებში და რეალობა გაიგონ, მათი აზრი რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, ამ არგუმენტის გაჟღერება უფრო მარტივია, რადგან პრობლემის პასუხისმგებლობისგან მარტივად არიდებენ თავს.

იძულებითი ქორწინებების ახალი ტენდენცია ადრეულ ასაკში შეყვარებული გოგონების იძულებით  გათხოვებაა. სწორად გამიგეთ – შეყვარებულზე, და არა სხვა უცხოზე გათხოვებაზეა საუბარი. თუ ოჯახის უფროსი იგებს, რომ გოგოს ვიღაცასთან კონტაქტი აქვს, მასზე „კარგად “ ძალადობენ, ბედნიერ შემთხვევაში მას უზღუდავენ არარსებულ თავისუფლებას და ამბობენ, „ე. ი. შენ ეს გინდა. მაშინ დააცადე პირველივე ხელის თხოვნისთვის მოსულ პირს, გაგათხოვებ“. ახლო წარსულში მომხდარი ამბები ამის დადასტურებაა. მომხდარის შესახებ ვისაც გაგებული აქვს, უფრო კარგად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.

სინამდვილეში ზემოთ განხილული არ არის საკმარისი რეალობის ასახვისთვის, ეს მხოლოდ მცირედი აღწერაა. ეს პრობლემა პრობლემად დარჩება მანამ, სანამ არ ვაღიარებთ, რომ ეს არის საზოგადოების აზროვნების პრობლემაა და ზუსტად პრობლემის პრევენციასაც აზროვნებაში თუ არ აღვბეჭდავთ. მდგომარეობა და რეალობა კი საკმაოდ რთულადაა. უმეტესობისთვის ეს პრობლემა სრულიად აღმოფხრილია, თუმცა რეალობის დანახვის ნაცვლად, მათი საკუთარი რეალობის რწმენა ურჩევნიათ.

ადრეული ქორწინების მიზეზებს შორის გოგოების მოტაცებაც არის. ამასაც ახასიათებს თავისებური განხილვა. მაშ, მომდევნო განხილვის საკითხიც ეს იყოს.