Blog-lar

Təhsil sistemi – “sistmesizliyi”

Müəllif: Gülgün Məmmədxanova

Məktəbdə oxuduğum illəri xatırlanyanda yadıma düşən xüsusi ilə komisiya gələn günlərdir. Əsasən bu zaman məktəbdə əvvəlcədən hazırlıqlar görülürdü ki, komisiya gələndə hərşeyi “tam, yaxşı yeri yerində görsün”. Qızlardan birimiz dırnağında boya olarsa, uzun olarsa təşvişə düşərdik. Heç ağlımıza gəlməzdiki təşvişə biz deyil dərs saatlarımız yeri yerində keçməyən müəllimlər, director düşməlidir. Təhsil sisteminin bir çox açıqları var.

Gündəlik Gürcüst səhifəsinin təhsil nazirliyindən aldığı məlumata görə 2015-ci ildən 2020-ci il aralağında “1+4 proqramı “ilə qəbul olan tələbə oğlanların sayı hər il qızların sayından ən az 100 nəfər artıqdır. Qızlarla oğlanlar arasında bu fərq ən yüksək həddə, 2019-cu il tədris ilində, 233-ə bərabər olub. Buradan məntiqi olaraq qənaətə gələ bilərik ki, bu cür tendensiyanın yaranmasının əsas səbəblərindən biri də qızların tam orta təhsili başa vura bilməməklərindəndir.

Bu zaman belə bir sual ortaya çıxır. Cəmiyyətdə bu növ tendensiyanın yaranmasına səbəb yalnız gendər ilə ələqədar sterotiplərmi səbəb olur? İstəyirsiniz, gəlin sualı başqa istiqamətdən quraq. Ölkəmizdə ki, Təhsil sistemi etnik azlıqların təhsil aldığı ocaqlara nə qədər diqqət göstərir?  Məktəbi tərk edən qızların durumu ilə nə qədər maraqlanılır? Mövcud olan problemi aradan qaldırmaq üçün tənzimləyici qaydalar nə qədər effektlidir? Ən son halda desək, məktəb direktoru 14 yaşında məktəbi tərk edən qızı məktəbə qaytarmaq üçün lazımı orqanlara baş vururmu?

Hər bir xalqın   öz adət-ənənəsi, mədəniyyəti, milli dəyərləri mövcuddur. Ancaq bu dəyərlər, mövcud düşüncə tərzi insan haqqlarını pozursa, dövlət onu mövcud qanunvericiklə tənzimləyir. Çünkü qanun hər şeydən üstündür.

Bu gün Gürcüstanda etnik azərbaycanlılar ağıla gələndə ilk olaraq erkən evlilik xatırlanılır və “qurban sindromu” kimi sadəcə bu vəziyyətə təəsüflənilir. Bir mediya etnik azlıq, azərbaycanlılarla əlaqədar bir mediya-məhsul hazırlamaq istəsə, birinci mövzu mütləq erkən evlilik olacaq. Hamımız genderlə əlaqədar stertotiplərin aradan qaldırılmasını istəyirik. Ancaq problemin ilkin yarandığı kökə, təhsil sistemdə mövcud olan boşluqlara çox nadir hallarda yönlənirik.  Məktəb yalnız təhsil ocağı deyil, məktəb eyni zamanda cəmiyyəti firəvanlığa və sağlam düşüncə tərzinə doğru aparan güclü silahdır. Əgər bir qız məktəbi buraxırsa, buna səthi yanaşılmamalı, ilk addım məktəb direktoru tərəfindən atılmalıdır.  Çünkü bu ölkəmizdə mövcud olan təhsil sisteminin əsas vəzifəsidir.

Ümid edirəm ki, bir gün mənim məktəbdə komissiya gələn zaman keçirdiyim həyəcan-qorxunu bu gün ki və gələcəkdə ki, şagirdlər yaşamaz və onların prioriteti fərqli olar. Əlbətdəki bu ancaq güclü sistem vasitəsi ilə mövcuddur.

————————————————————–

განათლების სისტემა  თუ უსისტემობა?

ავტორი: გიულგიუნ მამეთხანოვა

სკოლაში სწავლის წლებს რომ ვიხსენებ, განსაკუთრებულად კომისიის „შემოწმების დღეები“ მახსენდება. ამ დროს სკოლამ ამის შესახებ წინასწარ იცოდა და კომისიის მოსვლამდე, ყველაფერი წესრიგში რომ ყოფილიყო, მზადება მიმდინარეობდა. თუ რომელიმე გოგოს გრძელი და შეღებილი ფრჩხილი ექნებოდა, ეს პრობლემა ყველას აღელვებდა. ისე ვნერვიულობდით, არც კი გვეფიქრებოდა, რომ ჩვენ ასაღელვებელი არაფერი გვქონდა, პირიქით, უნდა ენერვიულათ იმ მასწავლებლებს და დირექტორს, რომლებიც საგაკვეთილო საათებს ბოლომდე არ ატარებდნენ.

ზოგადად, განათლების სისტემაში ბევრი ხარვეზი იყო და არის.

საინფორმაციო გვერდზე “გუნდელიქ გურჯისტან“ ვნახე განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ 2015 – 2020 წლებში 1+4 პროგრამის ბენეფიციარი ბიჭების რაოდენობა გოგოებზე, სულ მცირე, 100-ით მეტია. გოგოებსა და ბიჭებს შორის ამ სხვაობამ 2019 წელს პიკს მიაღწია და 233 გახდა. აქედან გამომდინარე, გავდივართ შედეგზე, რომ ამ ტენდენციის ჩამოყალიბების მიზეზი გოგონების მიერ საშუალო განათლების არ/ვერ დასრულებაა.

აქვე ჩნდება კითხვა: საზოგადოებაში ამ ტენდეციის ჩამოყალიბების მიზეზი მხოლოდ გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული სტერეოტიპებია? თუმცა, შეგვიძლია, ეს კითხვა სხვა კუთხითაც გავაჟღეროთ. რამდენად ყურადღებას აქცევს ქვეყნის განათლების სისტემა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო დაწესებულებებს? დაინტერესებულია თუ არა განათლების სისტემა იმ გოგოების შემთხვევებით, რომლებიც განათლების მიღების პროცესს შუაზე წყვეტენ? რამდენად ეფექტურია არსებული პრობლემების გადაჭრის გზები? და ბოლოს, ელემენტარულად, სკოლის დირექტორი 14 წლის ასაკში სკოლამიტოვებული გოგოს სკოლაში დასაბრუნებლად მინიმუმ საჭირო ორგანოებს მიმართავს თუ არა?

ზოგადად, ყველა ხალხს საკუთარი ტრადიციები, კულტურა და ეროვნული ღირებულებები გააჩნია. თუმცა, თუ ეს ღირებულება და არსებული გავრცელებული მოსაზრება ადამიანის უფლებას ლახავს, ამას ქვეყნის კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს, რადგან კანონი ყველაფერზე უზენაესია.

დღეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები ადრეული ქორწინებით ახსენდებათ და „მსხვერპლის სინდრომი“ მხოლოდ მაშინ აწუხებთ. რომელიმე მედია ეთნიკურ უმცირესობებზე, აზერბაიჯანელებზე სიუჟეტის გაკეთებას თუ დააპირებს, პირველივე თემა აუცილებლად ადრეული ქორწინებაა. ყველას გვინდა გენდერთან დაკავშირებული სტერეორიპების პრევენცია, თუმცა განათლების საფუძველს, სადაც პრობლემა იქმნება, იშვიათად მივმართავთ. სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არაა, ასევე ის სივრცე და ადგილია, რომელსაც საზოგადოება ჯანსაღი აზროვნებისკენ მიჰყავს. თუ გოგონა სკოლას ტოვებს, ამას ზედაპირულად არ უნდა მივუდგეთ, დირექტორის მხრიდან უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რადგან ეს მთლიანად განათლების სისტემის პასუხისმგებლობაა.

იმედია, იმ ნერვიულობას, რომელიც სკოლაში კომისიის მოსვლის დროს გადავიტანე, მომავალი მოსწავლეები არ იგრძნობენ და მათი პრიორიტეტი განსხვავებული იქნება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ძლიერი სისტემითაა შესაძლებელი.