İctimaiyyət

Uşaq böyütməkdə atanın rolu

27 yaşlı iki uşaq anası Sona uşağını böyüdərkən yoldaşının biganəliyindən danışır.

“İki uşağıda tək böyütdüm demək olarki. Uşaqlar kiçikikən gecə ağladıqda mənnən əvvəl oyansa, məni oyadıb “dur kirit” deyirdi. Uşaqlar böyüdükdə də heçnə dəyişmədi. Uşaqları məktəbə, baxçaya mən aparıb-gətirməli, əyin-başlarını mən almalı, dərsləri, tərbiyələri ilə mən məşğul olmalıyam. Uşaq nəsə səhv etdikdə onunda günahkarı mənəm. Uşaqlar bəzən atasından onları gəzdirməyini tələb edirlər o, isə hər dəfəsində bahanələr uydurur. Düşünürəm ki,bunun işlə əlaqəsi yoxdur. Bəlkədə görür ki, hər şeyi mən həll edirəm, rahatdır”.

Üç uşaq anası Aysel bildirir ki, yoldaşımın ailəsiylə yaşadıqda gündüzlər heç vaxt kömək etməzdi. Amma gecə oyandıqda arabir özü durub uşaqla maraqlanırdı. Üçüncü uşaqda isə artıq öz evimizdəydik nisbətən daha çox kömək edir. İndi uşaqlara dərsləri, tərbiyəsi ciddi məşğul olur.

Tozu Gülmamedova


მამის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში

ორი შვილის დედა სონა, ბავშვის აღზრდისას ქმრის უყურადღებობაზე საუბრობს.

“შეიძლება ითქვას, რომ ორი შვილი მარტომ გავზარდე. როცა ღამე ბავშვი ტიროდა და ქმარი ჩემზე ადრე თუ იღვიძებდა, მე მაღვიძებდა, მალე გააჩუმეო.

ბავშვები როცა დაიზარდნენ, არაფერი შეცვლილა – მათი სკოლაში, ბაღში წაყვანა-მოყვანა, მათზე ზრუნვა და გაკვეთილებში დახმარება – ყველაფერი ჩემზე იყო. როდესაც ბავშვი რამეს არასწორად აკეთებს, ამაშიც მე ვარ დამნაშავე. ბავშვები ზოგჯერ მამამისს სთხოვენ, დრო მათთან გაატაროს, სადმე გაასეირნოს, მაგრამ ის ყოველთვის უარს ამბობს. მგონი, ყველაფერს მე რომ ვაკეთებ, მაგიტომ არ უნდა თავის შეწუხება”.

აისელი, სამი შვილის დედა, ამბობს, რომ როცა დიდ ოჯახთან ცხოვრობდა, დღის განმავლობაში მეუღლე არასდროს ეხმარებოდა.

“მაგრამ, ღამღამობით, როცა ძალიან დაღლილი ვიყავი, ხანდახან მეხმარებოდა ხოლმე. მესამე შვილის გაჩენისას, როცა საკუთარ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება, გაცილებით მეტად მეხმარებოდა. ახლაც ეხმარება ბავშვებს მეცადინეობაში, მე კი – მათ აღზრდაში”.

თოზუ გულმამედოვა