Aliment öhdəliyi nə hesab olunur?
Aliment öhdəliyi, qanunla və ya müqavilə ilə müəyyən edilmiş şərtlərə uyğun olaraq bir şəxs üçün ailə münasibətləri əsasında başqasının xeyrinə aliment ödənilməsi hesab edilir.
Qanunvericilikdə ailə üzvlərinə könüllü olaraq maddi yardım göstərmək imkanı da nəzərdə tutulur. Bu halda alimentin miqdarını, ödəmə üsulunu, formasını və müddətini ailə üzvləri özləri təyin edirlər. Tərəflər arasında razılıq əldə edilmədiyi təqdirdə, alimentin təyin edilməsi üçün qanunla müəyyən edilmiş qaydalardan istifadə olunur. Hansı ki, məhkəmə tərəfindən ödəniləcək məbləğin (alimentin) təyin olunmasını nəzərdə tutur.
Valideynin aliment öhdəliyi nə deməkdir?
Valideynin aliment öhdəliyi, valideynlərin yetkinlik yaşına çatmamış uşaqlarını və yardıma ehtiyacı olan əlil uşaqlarını seçmək məcburiyyətində olması deməkdir.
Alimentin miqdarı necə və hansı qaydada müəyyən edilir?
Yetkinlik yaşına çatmayan və ya yetkinlik yaşına çatmayan əlil uşağa ödəniləcək alimentin miqdarı valideynlərin qarşılıqlı razılığı ilə müəyyən edilir. Valideynlər alimentin miqdarı barədə razılığa gələ bilmirlərsə, mübahisə məhkəmə tərəfindən həll edilir. Alimentin miqdarı, uşağın normal tərbiyəsi üçün zəruri olan tələblər çərçivəsində, ağlabatan, ədalətli qiymətləndirmə əsasında məhkəmə tərəfindən müəyyən edilir. Alimentin miqdarını təyin edərkən məhkəmə həm valideynlərin, həm də uşağın real maddi vəziyyətini nəzərə alır.
Aliment ödəmək valideynləri əlavə xərclərin ödənilməsindən azad edirmi? Əlavə xərclər nələr hesab edilə bilər?
Əlavə xərclərə uşağın ciddi xəstəlik, şikəstlik və digər oxşar səbəblər səbəbiylə törəyən xərclər nəzərdə tutulur. Aliment ödəmək valideyinləri əlavə xərclərin ödənilməsindən azad etmir. Yetkinlik yaşına çatmamış uşaqlarına aliment ödəyən valideyn, xüsusi hallarla əlaqədar əlavə xərclərə görə məsuliyyət daşıya bilər. Qeyd etdiyim kimi, xüsusi ciddi hallar olaraq uşağın ağır xəstəliyi, əlil olması və digər oxşar hallar nəzərdə tutulur. Bundan əlavə, valideynlərdən Gürcüstanın Mülki Məcəlləsi ilə müəyyən edilmiş qaydalara uyğun olaraq və ya məhkəmə qərarına əsasən qəyyumluğa verilən uşağın qəyyumluğunu ödəmək tələb oluna bilər.
Müəllif: Ayhan Həsənov
—————————————–
მშობლების საალიმენტო ვალდებულებები
რა მიიჩნევა საალიმენტო ვალდებულებად ?
საალიმენტო ვალდებულებად მიიჩნევა საოჯახო ურთიერთობათა საფუძველზე ერთი პირისათვის მეორის სასარგებლოდ კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით სარჩოს გადახდის დაკისრება.
კანონით გათვალისწინებულია ოჯახის წევრთა მიმართ მატერიალური დახმარების გაწევის ნებაყოფლობით გაწევის შესაძლებლობა. ამ შემთვევაში, ოჯახის წევრები თვითონ განსაზღვრავენ ალიმენტის ოდენობას, მისი გადახდის წესს, ფორმასა და ვადებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, გამოიყენება კანონით დადგენილი წესი, რომელიც გამოიხატება სასამართლოს გზით ალიმენტის დაკისრებაში.
რას ნიშნავს მშობლების საალიმენტო ვალდებულება ?
მშობლების საალიმენტო ვალდებულება ნიშნავს იმას, რომ მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
როგორ და რა წესით განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა ?
არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები, ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ათავისუფლებს თუ არა ალიმენტის გადახდა მშობლებს დამატებითი ხარჯების გადახდისგან ? რა შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ხარჯებად ?
დამატებით ხარჯებად შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა მსგავსი შემთხვევით წარმოშობილი ხარჯები. ასევე, ალიმენტის გადახდა მშობლებს დაბატებით ხარჯების გადახდისგან არ ათავისუფლებს. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებით გარემოებად ითვლება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა მსგავსი შემთხვევები. გარდა ამისა, მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გასწიონ თავიანთი მეურვეობა ან მზრუნველობას გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დადგენილი წესით ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
ავტორი: აიჰან გასანოვი