Müəllif: Aynurə Əliyeva
Dözülməz həyat tərzi var, yoldaşı pis davranır, zorakıdır ancaq ailəsini dağıtmayacaq ki, övladları var, həm də uşaqla birgə hara qayıdacaq atası evində artıq qardaşı yaşayır…
Bu cümləni hamımız demək olar ki, çox tez-tez eşidirik. Ətrafımızda bu vəziyyətdə olan neçə qadın yaşayır. Onlar dözür və həyatlarına davam edirlər. Əksər hallarda bunun səbəbi məhz qızın qayıdacaq yerinin, evinin olmamasıdır. Nədənsə qayda kimi qəbul olunub ki, qız ərə getdisə artıq qayıtmaq hüququ yoxdur, ev və mülk isə qardaşa düşür. Qanuna əsasən qız və oğul hər isi varis sayılır. Ancaq qız evləndikdən sonra ona valideynlərinin mülkiyyətindən nadir hallarda pay düşür. Nə qədər çətin həyat tərzi də olsa yenə də qayıtmır çünki onu heç kim qəbul etməyəcək. Ona görə də çətin vəziyyətdə olan, övladlarını tək böyüdən yaxud zorakı yoldaşı olanlar əksər hallarda heç yerə müraciət edə bilmir və geri qayıda bilmirlər. Ev artıq qardaşa məxsus olur. Bundan irəli gələrək yenə də gedib təhsil məsələsinə çıxırıq. Oğlandan çox qızın təhsil alıb hansısa peşə sahibi olması vacibdir. Əgər çətin həyat tərzi yaşayarsa yaxud övladlarını tək böyütməli olarsa ən azından çalışıb uşaqlarını maddi cəhətdən təmin edəcək. Qız evlənən zaman özü də bu qaydanı bilir ki, ev qardaşındır və o, böyüdüyü yeri artıq tərk edib. Hansısa qızın öz səhmini tələb etməsi nadir haldır. Bu qaydanı qadınlar özləri də qəbul edir. Vlad övladdır! Fərq etməz qız ya oğul. Hər bir övladın qanunla öz səhmlərini tələb etmək hüququ var. Qaydalar buna yol verəcəkmi bu artıq insanların öz işidir…
————————–
ქალი მემკვიდრეები…
აინურა ალიევა
აუტანელი ცხოვრება აქვს, ქმარი ცუდია, მოძალადეა, მაგრამ ოჯახს ხომ ვერ დაანგრევს: შვილები ჰყავს, თან სად დაბრუნდება შვილებთან ერთად, მამის სახლში უკვე ძმა ცხოვრობს…
ეს წინადადება თითქმის ყველას გვესმის ძალიან ხშირად. რამდენი ქალი ცხოვრობს ჩვენ გარშემო, რომელიც ასეთ მდგომარეობას ითმენს და აგრძელებს ცხოვრებას… ხშირ შემთხვევბში, ამის მიზეზი ისაა, რომ გოგოს დასაბრუნებელი ადგილი, სახლი არ აქვს.
რატომღაც, წესად არის მიღებული: გოგო თუ გათხოვდა, ე. ი. მას აღარ აქვს დაბრუნების უფლება, ოჯახის სახლი და ქონება კი ძმას ეკუთვნის. კანონის მიხედვით, გოგოც და ბიჭიც მემკვიდრეები არიან, მაგრამ გოგოს გათხოვების შემდეგ იშვიათად ხვდება რამე მშობლების ქონებიდან. რამდენადაც რთული ცხოვრება არ უნდა ჰქონდეს, მაინც ვერ ბრუნდება, იმიტომ, რომ მას არავინ მიიღებს. ამიტომ, ის გოგოები, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან, შვილებს მარტონი უვლიან ან მოძალადე ქმარი ჰყავთ, უმეტეს შემთხვევებში ვერსად მიდიან და ოჯახშიც უკან, შვილებთან ერთად, ვერ ბრუნდებიან. ის სახლი უკვე ითვლება მისი ძმის სახლად. აქედან გამომდინარე ისევ მივდივართ განათლების მიღების თემაზე. ბიჭზე მეტად გოგომ უნდა ისწავლოს და დაეუფლოს რამე პროფესიას. თუ მას შეხვდა რთული ცხოვრება, ამ შემთხვევაში მარტო ბავშვების გაზრდაზე იმუშავებს და ბავშვებს მაინც მოუვლის. გოგო რომ თხოვდება, თვითონაც იცის ეს წესი, რომ ეს უკვე ძმის სახლია და უნდა დატოვოს ის ადგილი, სადაც გაიზარდა. იშვიათობაა თუ სადმე გავიგებთ: გოგომ ოჯახში მოითხოვა თავისი წილი. ამ წესს თვით ქალებიც იზიარებენ.
შვილი – შვილია! არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭია ის, თუ გოგოა. ნებისმიერ შვილს აქვს უფლება, თავისი წილი მოითხოვოს კანონით. წესები თუ დაუშვებენ ამას, ეს უკვე თვით ადამიანების საქმეა…