⛔️İnsan psixologiyasına , onun düşüncə və davranış tərzinə ətrafımızda mövcud olan bir çox mühim faktor təsir edir. Bu mühüm faktorlardan biri də dildir. Dil hər bir xalqın şifahi və yazılı ədəbiyyatının əsasını təşkil edir və istifadə etdiyimiz sözlər, cümlələr və ifadələr bizim davranış və düşüncə tərzimizi formalaşdırır. Gündəlik həyatımızda istifadə etdiyimiz atalar sözləri , el məsəlləri də həmçinin şifahi xalq ədəbiyyatına daxil olan xalq folklorunun zəngin nümunələrindən biridir və bu nümunələr xalqın adət-ənənələri, mənşəyi, tarixi, baxış və görüşləri ilə bizi tanış edir və həmçinin bizə qəhrəmanlıq, dürüstlük, insanpərvərlik, yaxşılıq, vicdan kimi xüsusiyyətləri öyrədir. Məsələn : “Tək əldən səs çıxmaz”, “Kamil bir palançı olsa da insan, yaxşıdır yarımçıq papaqçılıqdan”, “Dama-dama göl olar” , “Artıq tamah baş yarar.”. Bu kimi atalar sözləri və məsəlləri biz gündəlik həyatımızda istifadə edərək özümüzü və ətrafımızdakı insanları ruhlanırıb,cəmiyyətdə sağlam düşüncəli fərd kimi formalaşmağımıza, həmrəyliyə, yaşadığımız icma üçün faydalı işlər görməyə təşviq edirik.
🔽Ancaq təəsüflər olsun ku, elə atalar sözləri və el məsəlləri mövcuddur ki, hansıkı onlar qadına qarşı psixoloji, fiziki , iqtisadi şiddəti özündə təcəssüm etdirir və qadına qarşı şiddəti normallaşdırır. Şiddət edən şəxs bu atalar sözlərini və məsəllərini istifadə edərək, törətdiyi şiddətə haq qazandırır və yaxud etdiyinin heç şiddət olduğunun fərqinə də varmır. Qadın haqqları insan haqqlarıdır və biz insan haqqlarını qorumaq istəyiriksə, bu cür şiddətə təşviq edən ifadələrdən də başlamalıyıq. Qadın haqqlarının pozulmasını özündə ifadə edən bəzi atalar sözlərini bölüşmək istəyirəm.
❌️Qadının obyektləşdirilməsi
• Arvadnan atı əmanət vermə.
• Qadın sözə baxmır, saxlamaq nə gərək.
• Qız gözəl gərək, oğlan – igid.
• Qız dediyin ağacdakı almadır, kim salar, o da aparar!
• Qız alanın ya bir çuval qızılı gərək, ya bir çuval yalanı
• Arvad kişinin qoltuq saatıdır.
⛔️Qadının cəmiyyətdəki rolunun əhəmiyyətsizliyi və ağlının dəyərsizliyi
• Arvad olan yerdə dava olar.
• Analı qızın özü böyüyər, anasız qızın sözü böyüyər
• Arvadın saçları uzun оlar, ağlı gödək
• Evlərə gedən qızın qulaqları kar, dili lal, gözləri kоr gərək
• Evlərə gedən qızın başı qоvğalı оlar.
• İşin düşdü arvada, ölən günün sal yada
• Qadının gücü göz yaşındadı.
🚫 Qadının həyatındakı rolunun ərə getməkdən ibarət olması, erkən nigah təbliğatı, qadına qarşı zorakılıq və dul qadınların dəyərsizləşdirilməsi
• Dul arvadı qız adına almazlar.
• Dul arvadın boxçası qoltuğunda olar.
• Dul arvadın divarı alçaq olar.
• Qızını döyməyən, dizini döyər.
• Qızı öz xoşuna qoysan ya mütrübə gedər, ya zurnaçıya.
• Qız qundaqda, cehizi sandıqda.
• Alma arvadın dulunu, dalıynan gələr qulunu, satar sоyar pulunu, ayrı qоyar malını.
• Ana оlanda kişi anası оl.
• Əmi qızıynan əmi оğlunun kəbini göydə kəsilib.
• Ər arvadın tacıdı.
• Ərə gedən qızların dili altında qənd gərək.
• Gəlindən qız olmaz.
• Qız anadan olanda gözünü açar, deyər: – Bu bizim ev deyil
• Qız evin qonağıdı, vaxt gələr, gedər.
• Qız onbeş yaşında ya ərdə gərək, ya da gorda
• Qız özgə əmanətidi.
• Qızını qoy beşiyə, cehizini qoy eşiyə
• Ərsiz arvad – cilovsuz at.
• Arvadı əri saxlar, pendiri dəri
• Qız gedəridir, oğlan ürək başıdır.
⏬️Bu cür parazit ifadələr tək azərbəycan şifahi ədəbiyyatında deyil, dünya mədəniyyətində də öz yerlərini tuturlar.
• “İş çox, haqqı az olanda deyərlər ki, bu qadın üçün işdir” (Svahili atalar sözü):
• “Deyirlər qadınlara zəif “ulduzlar” himayədarlıq etdiyindən onları adətən şər qüvvələr ələ keçirir” (Hindistan zərb-məsəli):
• “Sahibsiz ev ərsiz arvad kimidir” (Şumer və akkadların atalar sözü)
• “Qadının yeri mətbəxdir” (ABŞ atalar sözü)
• “Güclü küləklər və eybəcər qadınlar yalnız budaq qırar” (Braziliya zərb-məsəli)
• “Qorxaq oğlan əlinə qolbaq taxmalıdır” (Hindistan atalar sözü)
📍Yuxarıda qeyd etdiyim kimi, bu cür ifadələr toplumda qadına qarşı şiddəti normallaşdırır və qadın haqqlarının pozulmasını özündə təsvir edir. Qeyd edim ki, Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının dərc etdiyi hesablamalar göstərir ki, dünya üzrə təxminən hər 3 qadından 1-i (30%) həyatında ən az bifr dəfə fiziki və cinsi şiddətin qurbanı olub.
Müəllif: Gülgün Məmmədli
ხალხური ფოლკლორის თვალით დანახული ქალთა უფლებები
🚫ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის აზროვნებასა და ქცევაზე გავლენას ახდენს მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არსებობს ჩვენ ირგვლივ. ერთ-ერთი მათგანია ენა. ენა ყველა ერის ზეპირი და წერილობითი კულტურის საფუძველს წარმოადგენს და ჩვენ მიერ გამოყენებული სიტყვები, წინადადებები და გამონათქვამები აყალიბებს ჩვენს ქცევასა და აზროვნებას. ანდაზები და მაგალითები, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი მრავლისმეტყველი მაგალითია. ეს მაგალითები გვაცნობს ხალხის ტრადიციებს, წარმომავლობას, ისტორიას, შეხედულებებსა და მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იგი გვასწავლის გმირობას, კეთილსინდისიერებას, ჰუმანიზმს, სიკეთეს. მაგალითად: „ცალი ხელის ხმა არ ისმის“, „წვეთს წვეთი რომ დავუმატოთ, ტბად იქცევაო“, „სიხარბე თავს შარში გაგვაყოფინებსო“. ჩვენ ვიყენებთ მსგავს ანდაზებს, რათა გავამხნევოთ საკუთარი თავები და გარშემომყოფები, ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებაში ჯანსაღად მოაზროვნე ინდივიდებად, გამოვხატოთ სოლიდარობა და გავაკეთოთ სასარგებლო საქმეები იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ.
⛔️თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ანდაზები, რომლებიც განასახიერებს ქალთა მიმართ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას და ახდენს ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას. ხშირად, ძალადობის ჩამდენი იყენებს ამ ანდაზებს თავისი ძალადობის გასამართლებლად ან ვერც კი ხვდება, რომ რასაც აკეთებს, ძალადობაა. თუ გვინდა, დავიცვათ ადამიანის უფლებები, უნდა დავიწყოთ ისეთი გამონათქვამების კრიტიკით, რომლებიც ახალისებს ამგვარ ძალადობას. მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე ანდაზა, რომელიც ქალთა უფლებების მიმართ უხეში დამოკიდებულებით გამოირჩევა.
❌️ქალის ობიექტივიზაცია
• ცხენის და ცოლის თხოვება არ შეიძლებაო.
• თუ ქალი შენს სიტყვას ყურადღებას არ აქცევს, სახლში არ უნდა გააჩეროო.
• გოგო ლამაზი უნდა იყოს, ბიჭი – მამაციო.
• გოგო ხეზე ვაშლია, ვინც ჩამოაგდებს, მისიაო.
• გოგოს ვინც ხელს სთხოვს, ან ერთი ტომარა ოქრო სჭირდება, ან – ერთი ტომარა ტყუილიო.
• ცოლი კაცის მაჯის საათიაო.
📍 ქალის როლის დაკნინება საზოგადოებაში და მისი გონების უპატივცემულობა
• სადაც ცოლია, იქაა ჩხუბიცო.
• ქალს გრძელი თმა და მოკლე ჭკუა აქვსო.
• სხვის სახლში მიმავალ გოგოს ყურები ყრუ უნდა ჰქონდეს, ენა – მუნჯი და თვალები – ბრმაო.
• მეზობლებში მოსიარულე გოგოს მუდამ თავის ტკვილის ექნებაო.
• თუ შენი საქმე ქალმა უნდა მოაგვაროს, მაშინ სიკვდილის დღეზე დაიწყე ფიქრიო.
• ქალის ძალა მისი ცრემლებშიაო.
📍 ცხოვრებაში ქალის როლის დაკნინება და მისი დაქორწინებამდე დაყვანა, ადრეული ქორწინების ხელშეწყობა, ქალებზე ძალადობა და ქვრივი ქალის, როგორც საზოგადოების წევრის, სრული უპატივცემულობა.
• ქვრივ ქალს ცოლად მხოლოდ გოგოს სახელით თუ მოიყვანო.
• ქვრივ ქალს მზვითევი მზად აქვსო (ანუ მარტივია მასთან განქორწინება).
• ქვრივის კედელი დაბალიაო.
• ვინც ქალიშვილს არ სცემს, საკუთარ მუხლს სცემსო.
• თუ გოგოს თავის ნებაზე უშვებ, უღირსს გაყვებაო.
• გოგონას მზითვი აკვანშიც მზად უნდა იყოსო.
• ნუ მოიყვან ცოლად ქვრივს, მოიყვანს თავისიანს (ბავშზე არის საუბარი), გაყიდის და მოიპარავს ფულს და გაგიყოფს ქონებასო.
• როცა დედა გახდები, კაცის დედა იყავიო.
• ქმარი ცოლის გვირგვინიაო.
• გათხოვილ გოგოს ენის ქვეშ შაქარი უნდა ჰქონდესო.
• ქვრივისგან პატარძალი არ გამოვაო.
• გოგო რომ იბადება, თვალებს ახამხამებს და ამბობს, ეს ჩვენი სახლი არ არისო.
• გოგო სახლის სტუმარია, დრო მოვა და წავაო.
• თხუთმეტი წლის ასაკში გოგონა უნდა იყოს ან საქორწილო კაბაში ან საფლავშიო.
• გოგო სხვისიანიაო.
• როგორც კი შენს ქალიშვილს აკვანში ჩააწვენ, მაშინვე მზითევი მოუმზადეო.
• ცოლი ქმრის გარეშე არის ცხენი ლაგამის გარეშეო.
• ქმარი ინახავს ცოლს, ყველს კი – გუდაო (გუდას ყველის მაგალითით).
🔽ასეთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მრავლად მოიძებნება არა მხოლოდ აზერბაიჯანულ ზეპირსიტყვიერებაში, არამედ – მსოფლიო კულტურაშიც.
• „როცა ბევრი სამუშაოა და მცირე ანაზღაურება, ეს ქალის საქმეაო“ (სუაჰილური ანდაზა).
• „ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ქალებს სუსტი ვარსკვლავები მფარველობენ, მათ ჩვეულებრივ ბოროტი ძალები იპყრობენო“ (ინდური ანდაზა):
• „სახლი უპატრონოდ, იგივეა, რაც ცოლი ქმრის გარეშეო“ (შუმერული და აქადური ანდაზა).
• „ქალის ადგილი სამზარეულოშიაო“ (ამერიკული ანდაზა).
• „ძლიერ ქარს და მახინჯ ქალებს მხოლოდ ტოტების მტვრევა შეუძლიათო“ (ბრაზილიური ანდაზა).
• „მშიშარა ბიჭმა სამაჯური უნდა ატაროსო“ (ინდური ანდაზა).
⏬️როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი ხალხური გამონათქვამები ახდენს ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას საზოგადოებაში და ქალთა უფლებების დარღვევის წამახალისებელი ფაქტორია. უნდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასებები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ყოველი მე-3 ქალიდან დაახლოებით 1 (30%) ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ნუ იქნები ჩაგვრის გამმართლებელი!
ავტორი: გიულგუნ მამედლი