Xalq müdafiəçisi, “Saparinin” gündəmə gətirdiyi məsələ, vəkil L.G tərəfindən Nino Qoderdzişviliyə qarşı həyata keçirilmiş cinsi zorakılıq haqqında tövsiyə verdi.
Zorakılıq qurbanı Nino Qoderdzişvili kömək üçün “Sapari” təşkilatına müraciət edib. Onun dediklərinə görə, vəkil L. G. ona cinsi təyziq göstərirmiş. Qoderdzişvili “Sapari”-yə bir neçə dəlillə məsələni sübut edib.
“Sapari” məsələni öyrəndi və 2020-ci il noyabrın 1-də cinsi zorakılıq faktını təsdiq etməklə bağlı tələblə Xalq Müdafiəçisinə və Gürcüstan Vəkillər Assosiasiyasının Etika Komisiyasına müraciət etdi.
2021ci il fevralın 1-də, Xalq Müdafiəçisi sosial şəbəkədə, qadına qarşı cinsi zorakılıq faktının qeyd olduğunu təsdiq etdi.
Müraciət edən şəxs tənha qadındır, o aliment almaq üçün vəkil axtarışına çıxan zaman sosial şəbəkədə bir nəfər kişi onunla əlaqə yaratmışdır. Nino Qoderdzişvili onun hüquq baxımından yardım edəcəyini düşünərək ona mesaj yazmış və cavablamışdır. Ünsiyyət zamanı qarşı tərəf qadına şəxsi suallar verərək, qadının şəxsi həyatına dair rəylər bildirir və özünü tanıtmaq məqsədi ilə yüksək gəlirli olduğunu vurğulayırmış. Söhbətin gedişatının müraciət edən şəxs üçün normal görünmədiyi üçün o, artıq sağollaşmaq qərarına gəlir. Lakin qarşı tərəf ona təhqiredici rəylər yazaraq onunla yenidən əlaqə yaratmağa başlayıb.
Cinsi zorakılıq məsələsini aradan qaldırmaq üçün məsələdə şübhəli bilinən şəxs, L. G. bildirir ki, iddiaçı onun başqa qadınla evləndiyinə görə ondan qisas alır.
Tövsiyədə Xalq Müdafiəçisi ünsiyyətin yolverilməzliyi, eləcə də qorxulu və alçaldıcı mühitin yarandığını vurğulayır: “İddiaçı yazışma zamanı qarşı tərəfin hərəkətinə mənfi fikirdə olduğunu açıq-aşkar bəlli edir. İddiaçının 2020-ci il 25-26 iyul tarixlərində təqdim etdiyi videoda aydın görünür ki, N. Q. qarşı tərəfə açıq şəkildə bəyan edir ki, o pul və soyuducudan zövq almır. L. G. iddiaçıya deyəndə ki, özü üçün onu ayaqda saxlayacaq birini tapsın, iddiaçı cavab olaraq bildirir ki, şəxsi həyatın alimentlə bağlı nə əlaqəsi var. Əlavə olaraq həmin yazışmalarda qarşı tərəf yazır ki, pis ərdən yaxşı sevgili üstündür. İddiaçı cavab olaraq bildirmişdir ki, bu mövzular onun üçün maraqsızdır və heç kim olmadan yaşamaq daha yaxşıdır.
Bu söhbətdən sonra L. G. N. Q – ya qarşı alçaldıcı və təhqiredici sözlər yazmağa başlayıb. Onu kəndçi, beyinsiz, biliyi və təcrübəsi olmayan qadın adlandırıb. Bütün bunlardan sonra iddiaçı həmin şəxsin “Facebook” səhifəsini bloklyıb. Bu da qarşı tərəfin hərəkətinin onun üçün dözülməz olduğunun sübutudur” – deyə Xalq Müdafiəçisinin tövsiyəsində oxuyuruq.
Xalq Müdafiəçisi hesab edir ki, bu faktdan sonra qarşı tərəf özünü doğruldacaq güclü arqumnet tapa bilməyib. L .G- ya verilən tövsiyədə deyilir ki, gələcəkdə bu kimi səhvlərə qəti şəkildə yol verməsin.
Hazırda Apellyasiya Məhkəməsində vəkilin həbs orderinin ləğvi barədə müzakirələr gedir. Həmçinin, Gürcüstan Vəkillər Assosiyasiyasının Etika Komissiyası vəkilin etika məcəlləsini pozma faktını müzakirə edirlər.
Xalq Müdafiəçisinin yuxarıda qeyd edilən tövsiyəsinin tam versiyasına burdan baxa bilərsiniz.
———-
სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც საუბარია „საფარის“ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი ლ. ჯ.-ის მხრიდან ნინო გოდერძიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.
კავშირ საფარს დახმარებისათვის ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ნინო გოდერძიშვილმა მიმართა. ნინოს განმარტებით, მას მოქმედი ადვოკატი ლ. ჯ. სექსუალურად ავიწროებდა; ნ. გოდერძიშვილმა საფარს არაერთი მტკიცებულება წარუდგინა, რომელიც ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე მიუთითებდა.
საფარმა შეისწავლა საქმის გარემოებები და 2020 წლის 1 ნოემბერს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის თხოვნით მიმართა როგორც სახალხო დამცველს, ასევე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეთიკის კომისიას.
2021 წლის 1 თებერვალს, სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში ქალის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.
განმცხადებელი მარტოხელა დედაა, რომელსაც ალიმენტის საქმეზე ადვოკატის ძიების პროცესში, სოციალურ ქსელში მამაკაცი დაუკავშირდა. ნინო გოდერძიშვილმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ მას იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მისწერა და თავადაც უპასუხა. კომუნიკაციისას, მოპასუხე განმცხადებელს უსვამდა პირადი ხასიათის კითხვებს, კომენტარებს აკეთებდა ქალის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და საკუთარი გავლენის დასადასტურებლად, მის სანაცნობო წრესა და მაღალ შემოსავალს უსვამდა ხაზს. ვინაიდან საუბარი განმცხადებლისთვის დამამცირებელი და დამაშინებელი გახდა, ის შეეცადა, მოპასუხეს დამშვიდობებოდა, რის შედეგადაც კაცმა მას შეურაცხმყოფელი კომენტარები მისწერა; ასევე, მომდევნო დღეებში, მოტყუებით, კვლავ შეეცადა მასთან დაკავშირებას.
სექსუალური შევიწროების ვარაუდის გაქარწყლების მიზნით, მოპასუხე ლ. ჯ. მიუთითებდა, რომ განმცხადებელმა მის წინააღმდეგ საჩივარი შურისძიების მიზნით აღძრა, ვინაიდან ის სხვა ქალზე დაქორწინდა.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს კომუნიკაციის არასასურველობას, ასევე დამაშინებელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას: „განმცხადებელი მიმოწერისას აშკარად გამოხატავდა მის უარყოფით დამოკიდებულებას მოპასუხის ქცევის მიმართ. კერძოდ, როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 25-26 ივლისის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებით დასტურდება, ნ. გ.-მ მოპასუხეს უთხრა, რომ არ იხიბლება ფულით და მაცივრით; როდესაც ლ. ჯ.-მ განმცხადებელს უთხრა, რომ ჯობს შეეშვას წყლის ნაყვას და ღირსეული ვინმე ნახოს, ვინც გააძლიერებს, ნ. გ.-მ უკმაყოფილება გამოხატა, თუ რა კავშირში იყო მისი პირადი ცხოვრება ალიმენტთან დაკავშირებულ სარჩელთან. ხოლო, როდესაც მოპასუხემ ახსენა, რომ ცუდ ქმარს კარგი საყვარელი სჯობს, განმცხადებელმა მიუთითა, რომ საყვარლობის თემისგან ძალიან შორს არის და ურჩევნია, სულ ნუ იქნება ნურავინ. ამასთან, მას შემდეგ, რაც ლ. ჯ.-მ ნ. გ.-ს მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ უწოდა სოფლელი, უტვინო, გოიმი ქალი, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, შვილები ჰყავს, განათხოვარია და მიმართა, – აუდე ახლა აქედანო, განმცხადებელმა მისი ფეისბუქ ანგარიში დაბლოკა, რითიც მოპასუხის ქცევის მიუღებლობა კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ამ ფაქტობრივი მტკიცებულებების გასაბათილებლად ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი და, შესაბამისად, ლ. ჯ-ს მიმართა რეკომენდაციით, მომავალში აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.
ამჯამად მიმდინარეობს ადვოკატის მიმართ სააპელაციო სასამართლოში შემაკავებელი ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები, ასევე ადვოკატის მიმართ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტს განიხილავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
სახალხო დამცველის ზემოთხსენებული რეკომენდაციის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.