Blog-lar

Xilas

Müəllif: Aynurə Əliyeva

Təhsilli və təhsilsiz adamın ətrafında baş verən hadisələrə, həyata, qanunlara və çox sayda digər məsələlərə göstərdiyi reaksiya fərqlidir. Bu gün ictimaiyyətdə baş verən çox hadisələrin şahidi oluruq. Erkən evliliklər, məhdudlaşdırılan hüquqlar, qaçırılmalar, gender balansı pozuntuları, qətl hadisələri və.s. Gəlin görək təhsil bunların hamısı ilə yanaşmada bizə nə verir.

Elə ya belə orta təhsilini birtəhər başa vuran yaxud da müəyyən səbəblərdən yarıda qoyan qız ya oğlan, heç vaxt yaşadığı məkandan kənara çıxmayan, ali təhsil almayan, kitab oxumayan, filmlər izləməyən, oturub hansısa bir mövzunu sağlam müzakirə edə biləcək dost əhatəsi olmayan bir şəxs nə təsəvvür edin. Zaman keçir və müəyyən yaş dövründə yeganə görülməli iş evlənmək, uşaq dünyaya gətirib ailə qurmaq olur. Öz kəndindən ya şəhərindən heç vaxt çıxmamış, başqa dünya ilə tanış olmamış adam nə dərəcədə və necə başa düşdüyünə əsasən qərar qəbul edib reaksiya göstərəcək. Təhsil, səyahət, təhsilli mühit və əhatə düşüncələri və çox sayda məsələlərə qarşı yanaşmanı dəyişir.

Təhsilli qadın ya kişi başqasının hüquq və öhdəliklərinin nə olduğunu yaxşı başa düşür. Ona görə də əgər evdən və regiondan kənara çıxmamış, evdə kitab rəfi görməmiş, təhsil müəssisəsinin harada olduğundan xəbərsiz olan övladlar böyüdürüksə o zaman nəticələr bizi təəccübləndirməməlidir. Pis nəticə istəmiriksə o zaman yaxşını özümüz yaratmalıyıq. Təhsil çox nəticələrin təməlini qoyur. Təhsilli gənclər münasibətin və ailənin niyə qurulmasını daha yaxşı dərk edir. Təhsilli cütlüklər övlad yetişdirməyin nə olduğunu daha yaxşı bilirlər, bir-birininin hüquq və azadlıqlarına hörmət etməyi daha düzgün şəkildə qəbul edirlər.

Ona görə də əziz valideynlər övladlarınızın təhsil alması üçün imkan yaradın. Onları kitablarla tanış edin, təhsil müəssisələrinə yönləndirin, yaxşı dostlar qazanmaq üçün istiqamət verin, onlarla danışın görün nə istəyir, nə arzulayırlar. Evlilik də uşaq dünyaya gətirmək də pis deyil. Vaxtı gələndə sizin uşaqlarınız mütləq evlənəcəklər, nəvələrinizi də görəcəksiniz tələsməyin. Ona qədər isə övladınızın tələbə olmasını, təhsil almasını, səyahət etməsini və uğur qazanmasını arzulayın. İnanın ki, daha yaxşı nəticə əldə edəcəksiniz. Təhsilin xərci, toylara, cehizlərə xəclədiyiniz məbləğin yarısı belə deyil. Nəticədə isə övladınıza qətllərdən, qısqanclıqlardan uzaq yaxşı həyat qurmağa kömək etmiş olacaqsınız. Bunda tək validyenlər deyil çox tərəflər və faktorlar rol oynayır. Ancaq əsas məsələ ailə və onun üzvlərindən başlayır. Əlbəttə hamı haqqında eynisini deyə bilmərik, istisnalar çoxdur. Ancaq hələ də ətrafımızda xoşagəlməz hadisələr baş verirsə deməli problem mövcuddur.

Təhsil sizin də, övladlarınızın da gələcək nəsilin də xilasıdır. Ona görə də öz əllərinizlə gələcəyi öldürməyin. Xilas edin!


გადარჩენა

ავტორი: აინურა ალიევა

განათლებული და გაუნათლებელი ადამიანის რეაქცია მოვლენებზე, ცხოვრებაზე, კანონზე და უამრავ რამეზე განსხვავებულია. დღეს საზოგადოებაში ბევრი შემთხვევის მოწმეები ვხვდებით: ადრეული ქორწინებების, შეზღუდული უფლებების, მოტაცებების, გენდერული ბალანსის დარღვევის, მკვლელობების და სხვ. მოდით, ვნახოთ, რას გვაძლევს განათლება ამ ყველაფერთან მიმართებაში.

წარმოიდგინეთ გოგო ან ბიჭი, რომელმაც ასე თუ ისე დაამთავრა საშუალო სკოლა ან შუაგზაზე დარჩა. არასოდეს გადის იმ სივრციდან, სადაც ცხოვრობს. არ იღებს უმაღლეს განათლებას, არ კითხულობს წიგნს, არ უყურებს ფილმებს, არ აქვს სამეგობრო რომელიც დასხდება და რამეს განიხილავს. გადის დრო და მითვის განსაზღვრულ ასაკში ერთადერთი გასაკეთებელი საქმე მხოლოდ ქორწინება, ბავშვის გაჩენა და ოჯახის შექმნაა. ადამიანი, რომელიც არ გასულა თავისი სოფლიდან და ქალაქიდან გარეთ, არ უნახავს სხვა სამყარო, რამდენიც ესმის, რა დონეზეც ესმის, იმ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას და რეაგირებას მოახდენს გარშემო მომხდარ ამბებზე. განათლება, მოგზაურობა, განათლებული გარემო და სამეგობრო ცვლის აზრებს, შეხედულებებს უამრავ საკითხზე.

განათლებული ქალი ან კაცი ხვდება, რა არის სხვისი უფლება და თავისუფლება. ამიტომ, თუ გავზარდეთ ისეთი შვილები, რომლებიც სახლიდან და რეგიონიდან გარეთ არ გასულან, სახლში არ უნახავთ, სად დევს წიგნის თაროები, არ იციან, სასწავლებელი სადაა და გარშემო რა ხდება, მაშინ შედეგებმა არ უნდა გაგვაოცოს. თუ არ გვინდა ცუდი შედეგი, მაშინ თვითონ უნდა შევქმნათ კარგი. განათლება ბევრი კარგი შედეგის საფუძველია. განათლებული ახალგაზრდები უფრო კარგად ხვდებიან, რატომ და რისთვის ქმნიან ურთიერთობებს და ოჯახს. განათლებულმა წყვილებმა კარგად იციან, როგორ უნდა გაზარდონ შვილები, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის უფლებების და თავისუფლებებისადმი.

მშობლებო, მიეცით საშუალება შვილებს, ისწავლონ. გააცანით წიგნები, სასწავლებლები, მიეცით მიმართულება კარგი მეგობრების შეძენაში, დაელაპარაკეთ მათ, რა უნდათ, რა სურთ. ქორწინებაც, ბავშვის გაჩენაც არაა ცუდი რამ. აუცილებლად დაქორწინდებიან თქვენი შვილები, როცა დრო მოვა, შვილიშვილებსაც ნახავთ, ნუ ნერვიულობთ. მანამდე იოცნებეთ თქვენი შვილის სტუდენდობაზე, განათლებაზე, მოგზაურობასა და მიღწევებზე. მერწმუნეთ, უფრო კარგ შედეგს მიიღებთ. ქორწილებში, მზითევში რამდენსაც ხარჯავთ, განათლების საფასური ამის ნახევარიც არ არის. შედეგად, თქვენს შვილს ამით დაეხმარებით მკვლელობებისგან, ეჭვიანობებისგან თავის დაღწევაში, კარგი ცხოვრების შექმნაში. ამაში არა მხოლოდ მშობელი, არამედ სხვა ბევრი ფაქტორი ასრულებს თავის როლს, მაგრამ მთავარი იწყება ოჯახით და მისი წევრებით. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევები არის და ყველას შესახებ ერთნაირად ვერ ვისაუბრებთ. მაგრამ, თუ ჯერ  სახეზე გვაქვს უსიამოვნო ფაქტები, ესე იგი პრობლემა ისევ არსებობს.

განათლება არის გადარჩენა თქვენიც, თქვენი შვილებისაც და მომავალი თაობისაც. ამიტომ, ნუ მოკლავთ თქვენი ხელებით მომავალს. გადაარჩინეთ იგი!