Marneulili Ayşə artıq 5 ildir ki, yerli gəlinlərin ən vacib günlərini xöşbəxtlik simvolu ilə dahada xoşbəxt edir. Mehendi mədəniyyətinin kökləri Hindistana dayanır. Azərbaycan toylarındada xnanın özünə məxsus yeri var. Ayşə bu adəti qoruyub-saxlayır və öz işini bənzərsiz şəkildə yerinə yetirir.
“Mehendi məni valeh edən bir işdir. Əl işimin başqalarını xöşbəxt etməsi mənim üçün ifadə edilməyəcək qədər gözəl bir hissdir ”-, deyir Ayşə Məmmədova.
21 yaşlı Ayşə Məmmədova Beynəlxalq Əlaqələr fakultəsinin 4-cü kurs tələbəsidir. Onun indiki işi və aldığı təhsil bir-birindən tamami ilə fərqli sahələrdir. Ayşənin əl işinə olan marağı uşaqlığından başlayıb. Çox balacaikən belə o rəngli muncuqlardan müxtəlif üzüklər, sırğalar və qolbağları düzəldərək öz sinif yoldaşalrına hədiyyə edirmiş. Ayşə illər ərzində yaradıcı istedadını dahada inkişaf etdirib və şəxsi biznesinə mehendi çəkərək başlayıb.
“Xnanın bu şəkildə istifadə edilməsi ilə ilk dəfə rəfiqəmlə səyahət zamanı Bakı şəhərində rastlaşdım. Həmin dəqiqə xoşum gəldi. Rəsm isdedadımın olmasına baxmayaraq, ilk günlərdə işimi gec bitirirdim ”- Ayşə deyir.
Qırmızı xna, ənənəvi xna olaraq hesab olunur çünki, qırmızı rəng xoşbəxtliyin və sevginin rəmzidir. Ayşə mehendinin qırmızı, incə və gözəl naxışlarını ilk olaraq sadəcə yaxın rəfiqlərinin əllərinə çəkirmiş. Bir neçə dəfə bu əl işinin sosyal şəbəkədə paylaşılması Ayşənin istedadına böyük maraq doğurub. Toy və xna gecəsi Azərbaycan adət-ənənəsində çox vacib rol oynayır. Gəlin toy ərəfəsində çox gözəl və diqqət mərkəzində olmalıdır. Bu gözəlliyin dahada önə çıxarılması üçün Marneulili gəlinlər Ayşəyə sıxca müraciyyət edirlər.
“Biznesdən əlavə bu mənim hobbimdir. Xna ilə çəkdiyim zaman özümü xoşbəxt hiss edirəm. Yeniliklər və qeyri adi naxışlar gəlinlərin hər zaman xoşuna gəlir. Məndə hərdəfəsində çalışıram ki, daha gözəl çəkim. Bu günlərdə qırmızı xna ilə yanaşı, mehendinin zərif naxışlarını ağ, qara və parlaq rənglərdə də çəkirəm. Hansısa naxışı çəkməzdən əvvəl mütləq onun mənasını və tarixçəsini internet vasitəsi ilə öyrənirəm, çünki mehendi naxışlarının hər birinin özünə məxsus nişanəsi var”- deyir Ayşə.
Mehendi – xoşbəxtlik simvoludur və gündən günə bütün dünyada daha məhşurlaşır. Ayşə əminliklə inanır ki, bu sahədə ki, çalışmalarını gələcəkdə daha da inkişaf etdirəcək və mehendini bütün Gürcüstana tanıdacaq.
Şəlalə Əmircanova
ბიზნესი სახელით „ბედნიერების სიმბოლო“
მარნეულელი აიშა უკვე 5 წელია, აქაური პატარძლებისთვის ბედნიერების სიმბოლოს – მათ ყველაზე ბედნიერ დღეს ხატავს. მეჰენდი ინდური წარმოშობის კულტურაა. აზერბაიჯანულ ქორწილებში ინას თავისი დატვირთვა აქვს. აიშა ამ ტრადიციას ინარჩუნებს და თავის საქმიანობას უფრო ორიგინალურს ხდის.
„მეჰენდის ხატვა ჩემი სტიქიაა. ვერ წარმოიდგენთ იმ გრძნობას, როდესაც ხედავ, რომ შენი ხელით დახატული სილამაზე სხვებისთვის ბედნიერების მომტანია“, – ამბობს აიშა მამედოვა.
აიშა მამედოვა 21 წლისაა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბოლო კურსის სტუდენტია. მისი ახლანდელი საქმიანობა და პროფესიული მიმართულება კი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. აიშა ბავშვობიდანვე ხელნაკეთი ნივთებით იყო დაინტერესებული. ძალიან პატარა ასაკში, იგი ფერად სამაჯურებს, ბეჭდებს და საყურეებს საკუთარი ხელით აკეთებდა და სკოლაში ჩუქნიდა თავის კლასელებს. თავისი შემოქმედებითი ნიჭი აიშამ წლების განმავლობაში უფრო განავითარა და წლების წინ საკუთარი ბიზნესი მეჰენდის ხატვით დაიწყო.
„მოგზაურობის დროს დაქალთან პირველად ვნახე ინით ხატვა ზუსტად ამ სტილში. მაშინვე მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ხატვის ნიჭი ყოველთვის მქონდა, პირველ დღეებში ნელა ვასრულებდი საქმეს“, – ამბობს აიშა.
წითელი ინა ყველაზე ტრადიციულად ითვლება, წითელი ფერი ბედნიერებისა და სიხარულის ნიშანია. დასაწყისში, აიშა მეჰენდის ლამაზ წითელ ორნამენტებს მხოლოდ დაქალების ხელებზე ხატავდა. ერთი-ორჯერ სოციალურ ქსელში ამ ნამუშევრების გაზიარებამ მის მიერ შესრულებული ინით ნახატების მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. აზერბაიჯანულ კულტურაში ქორწილისა და ინის ღამის“ ტრადიცია ძალიან მნიშვენლოვანია. პატარძალი ქორწილის დღეებში ყველაზე ლამაზი უნდა იყოს. ამ სილამაზის მაქსიმალურად წარმოჩენისთვის კი, მარნეულელი პატარძლები აიშას ძალიან ხშირად მიმართავენ.
„ბიზნესზე მეტად, ეს ჩემთვის ჰობია. როდესაც ვხატავ, ბედნიერების გრძნობით ვარ სავსე. პატარძლებს ყოველთვის მოსწონთ სიახლე და ახალი ორნამენტები. მეც ვცდილობ, ყოველ ჯერზე უკეთესად დავხატო. დღეს უკვე, წითელი ფერის გარდა, შავი, თეთრი და ბრჭყვიალა ფერებშიც ვხატავ მეჰენდის ულამაზეს ორნამენტებს. სანამ დავხატავ, ყოველთვის ინტერნეტის მეშვეობით ვკითხულობ იმ ორნამენტის ისტორიას თუ მნიშვნელობას, რადგან თითოეულ ორნამენტს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს აიშა.
მეჰენდი – ბედნიერების სიმბოლოა და მთელს მსოფლიოში დღითიდღე უფრო და უფრო ცნობილი ხდება. აიშა გვპირდება, რომ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს და მეჰენდის საქართველოშიც უფრო პოპულარულს გახდის.
შალალა ამირჯანოვა