Bir çox insasnın fikrincə qadın zərif deyildə zəyif bir varlıq kimi qəbul edilir. Bir çox halda qadına aid edilmiş xasiyyetin xüsusiyyetleri, davranış terzi və s. kişilər üçün utanc verici ve ayıb sayılır. Bir çox anadan oğlan övladı ağlayarkən “qız kimi ağlama” və ya hansısa bir işi etməyə gücü çatmazkən “elə bil qızsan” deyə nöqsan verərmişcəsinə davrandıqlarının şahidi olmuşam. Bu kimi vəziyyətlərə nəzər salsaq əslində o uşaq həmin an öz beynində bunun real olduğu formalaşır və qadını bir varlıq kimi beynində zəyif, ayıb hərəkətlər edən və tamamən gücsüzbirisi kimi formalaşdırır. Müvafiq olara qgələcəkdədə eyni cür davranır və eynisini aşılayır. Eyni ilə həmin oğlan uşağı böyüyüb ailə qurduğundada həyat yoldaşını tamamən zəyif görür, nəticədə özündən zəyif birisinə yeni qadına zorakılığı da normal görür və özüdə bei hallarda bunu edir. Buna görədə aydın məsələdir ki, hərşey bizim əlimizdədir yeni nəsilə balaca uşağa nəyi aşılasaq və göstərsən onuda təkrar edir.
Vacib məsələlərdən biridə qadının hər zaman asılılıqları olmasıdır yeni kimdənsə asılı olaraq yaşamasıdır. Kiçik və gənc qızlıq periodunda qızlar mütləq atalarından və ya qardaşlarından asılı olurlar (yaşca böyük ve ya kiçik fərqi yoxdur). Evləndirkdən sonra isə qadın mütləq ərindən asılı olur. Bir çox hallarda ailədə qıza, qadına heç haqq tanınmır, nə fikir bildirmək üçün və də ki, qərar vermək üçün. Qadına kiçik yaşlarından bəri müstəqil olmadığı təstiq edilir və bu şəkildə formalaşan qadın dünyaya gətirdiyi qız uşağınada oğlan uşağınada öz bildiyini öyrədir. Çünki bu yerdə nə alternativ biliyi nədə ki, gördü fərqli vəziyyət yoxdur. Nəticədə isə heyif ki, qadın zəyifliyini elə qadınlarının dəstəyi ilə təstiqlənir.
Sizcə fərqli durum necə yarana bilər, dəyişikliyə nə səbəb ola bilər?
Müəllif: Pəri İsmailova
ნაზი თუ სუსტი?
ბევრი ადამიანის აზრით, ქალი ნაზი კი არა, სუსტი არსებაა. ბევრ შემთხვევაში ქალს ანიჭებენ ხასიათის ისეთ თვისებებს, ქცევის ფორმებს და ა. შ., რაც კაცებისთვის სირცხვილად ითვლება. ბევრი დედისგან მსმენია, როდესაც მათი ვაჟები ტირიან, ასე მიმართავენ: „ნუ ტირი გოგოსავით“, ანდა რომელიმე საქმის შესრულებისას თუ ძალა არ ჰყოფნის, „გოგო ხომ არ ხარო“, საყვედურით ეუბნებიან.
ამ ყველაფრის მოწმე ბევრჯერ ვყოფილვარ. თუ მსგავს სიტუაციებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვები ამას რეალურად აღიქვამენ და ქალზე წარმოდგენა ამა თუ იმ ბავშვის ტვინში ფორმირდება, როგორც სუსტ არსებაზე, არაფრის მცოდნეზე და ქალის ყველა ქცევა სირცხვილია მისთვის. შესაბამისად, ქალებს მომავალში ზუსტად იგივენაირად ექცევიან და სხვებსაც ასე ასწავლიან. ეს ბიჭი როდესაც მომავალში ოჯახს ქმნის, საკუთარი ცოლიც მის თვალში მასზე სუსტი არსებაა და შედეგად მასზე სუსტ არსებაზე ან ქალზე ძალადობას ნორმალურ შემთხვევად აფასებს და მსგავს ქცევას ისიც იმეორებს. ამიტომაც, ცხადია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ახალ თაობას რასაც ვასწავლით და ვაჩვენებთ, ისინი იმას იმეორებენ.
მნიშვნელოვან საკითხებს შორის ასევე ქალის დამოკიდებულებაა სხვებზე. პატარაობისას და მოზარდობისას, გოგოები მამებზე ან/და ძმებზე არიან დამოკიდებულები (არ აქვს მნიშვნელობა, ძმა მასზე უფროსია თუ – უმცროსი). დაქორწინების შემდეგ კი, ქალები ბევრ შემთხვევაში ქმრებზე არიან დამოკიდებულები, როგორც სოციალურად, ასევე – ფინანსურად. ბევრ შემთხვევაში, ოჯახში გოგოს, ქალს არანაირ უფლებას არ აძლევენ, არც აზრის დაფიქსირებისთვის და არც გადაწყვეტილების მიღებისთვის. ქალს პატარაობიდან უმტკიცებენ, რომ ის არაა დამოუკიდებელი არსება. მსგავსად აღზრდილი ქალი საკუთარ შვილებსაც ასე ზრდის და საკუთარ სინამდვილეებს აზიარებს, რადგან ამ დროს ალტერნატივები არ აქვს და არც იცის, სხვანაირად როგორ უნდა მოიქცეს. შედეგად კი, ქალის სისუსტე მტკიცდება ქალების მიერ.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, რა განაპირობებს ამას?
ავტორი: ფარი ისმაილოვა