Ölkənin əsas və ali qanunu, Gürcüstan Konstitusiyası ilə nigahın cütlüklərin hüquqi bərabərliyinə və könüllülüyünə əsaslandığı tanınıb. Məcburi evlilik İnsan Hüquqları Ümudünya Bəyannaməsinə ziddir. Bəyannaməyə görə, “hər bir həddi-büluğa çatmış kişi və qadının, irsindən, milliyətindən yaxud dinindən asılı olmayaraq ya da hər hansı məhdudiyyətdən kənar şəkildə evlənmək və ailə qurmaq hüququ var. evlilik yalnız hər iki tərəfin azad razılığı şəraitində mümkündür”.
2011-ci ildə “qadına qarşı və ailədə zorakılığın qarşısının alınması, aradan qaldırılması barədə Avropa Şurası Konvensiyası”, yəni İstanbul Konvensiyası qəbul olunub. Gürcüstan 2014-cü ildə Konvensiyaya qoşulub. Ölkə məcburi evliliyi qadına qarşı və ailədə zorakılığın formalarından biri kimi müzakirə edir.
Məcburi evlilik bizim ölkədə ən çox yayılmış problemlərdən biridir. Bu problem qadın hüquqlarını tapdalayır, onlara özlərini inkişaf etdirmək və təhsil almağa imkan vermir. Məcburi evliliyə görə, sonra onları ailədə zorakılıq qurbanı olurlar. Çünki bu könüllü və istəyə əsaslanan evlilik deyildi. Müəyyən zaman keçdikdən sonra cütlüklər arasında münaqişə yaranır.
Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının araşdırmasına əsasən, erkən yaşda evlənmiş qızlar gender ayrı-seçkiliyi, məcburi cinsi əlaqə, təhlükəsiz cinsi əlaqənin məhdudlaşdırılması və ailədə zorakılıq kimi risklərə məruz qalırlar.
Məcburi evlilik, qadına qarşı zorakılıq forması kimi Xalq Müdafiəçisinin hesabatlarında da tez-tez yer alır. Gürcüstndan 18 yaşa qədər qızlar əsasən valideynlərinin icazəsi ilə evlənirlər. Xalq Müdafiəçisinin hesabatına görə, həmin qızların hüquqları hərtəfərli pozulur. Erkən evlilik zamanı məhdudlaşdırılır: “Fərdi azadlıq və inkişaf, təhsil almaq imkanı azalır, sağlamlıq, psixoloji firavanlıq baxımından isə bu, ola bilsin ciddi problemlər yaratsın”.
Həddi-büluğa çatmamış şəxsləri evlənməyə məcbur edən valideynlər buna görə, cinayət məsuliyyətinə cəlb olunaraq cavab verirlər. Evliliyə, həmçinin, qeydiyyatdan keçməmiş evliliyə məcbur etməyə görə, Gürcüstan Cinayət Məcəlləsinin 150-ci prima maddəsi ilə cəza nəzərdə tutulub.
Həmçinin, ailənin həddi-büluğa çatmamış şəxsi evliliyə məcbur etdiyini bilən hər hansı şəxs, müvafiq orqanlara müraciət etmək öhdəliyi daşıyır. Məsələn, məktəb müəllimi, öz şagirdini ailəsinin evləndirdiyini bilirsə, bu barədə hüquq müdafiə orqanlarına bildirmək məcburiyyətindədir.
Evliliyə məcbur etmək cinayətdir və bu prosesdə iştirak edən bütün günahkarlar cəzalandırılmalıdır!
Müəllif: Ayhan Həsənov
——————————–
იძულებითი ქორწინება
ქვეყნის უმთავრესი და უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობითობას. იძულებითი ქორწინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, “ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს, რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით ან რაიმე შეზღუდვის გარეშე, უფლება აქვს, დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში“.
2011 წელს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენცია” მიიღეს, ანუ სტამბოლის კონვენცია. კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა. იგი იძულებით ქორწინებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს.
იძულებითი ქორწინება ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. იგი ლახავს ქალების უფლებებს, არ აძლევს მათ თვითგანვითარების და განათლების მიღების საშუალებას. იძულებითი ქორწინების გამო, შემდეგ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც ხდებიან, რადგან ეს არ იყო ნებაყოფლობითი და სურვილზე დაფუნებული ქორწინება და გარკვული დროის შემდეგ, წყვილში კონფლიქტი ჩნდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები გენდერული დისკრიმინაციის, სქესობრივი კავშირის ძალდატანებით დამყარების, უსაფრთხო სექსზე შეზღუდული წვდომისა და ოჯახში ძალადობის რისკების ქვეშ ექცევიან.
იძულებით ქორწინება, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ფორმა, სახალხო დამცველის ანგარიშებშიც ხშირად ხვდება. ის ფაქტი, რომ საქართველოში 18 წლამდე გოგონები ძირითადად მშობლების ნებართვით ქორწინდებიან, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ამ გოგონათა უფლებებს მრავალმხრივ არღვევს. კერძოდ, ადრეული ქორწინების დროს იზღუდება: „პიროვნული თავისუფლება და განვითარება, იკლებს განათლების მიღების შესაძლებლობა, ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მხრივ კი ამან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს”.
მშობლები, რომლებიც არასრულწლოვანს დაქორწინებას აიძულებენ, ამაზე პასუხს სისხლისსამართლებრივად აგებენ პასუხს. ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებული ქორწინების იძულებაზე სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული.
ასევე, ნებისმიერი პირი, რომელმაც იცის, რომ ოჯახი არასრულწლოვანს დაქორწინებას აიძულებს, პასუხისმგებელია, მიმართოს შესაბამის ორგანოებს. მაგალითად, სკოლის მასწავლებელი, რომელმაც იცის, რომ მის მოსწავლეს ოჯახი ათხოვებს, ვალდებულია, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოს.
ქორწინების იძულება არის დანაშაული და მასში მონაწილე ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
ავტორი: აიჰან გასანოვი