Blog-lar

“Əsas qohumlar desin ki o yaxşı qızdı… Əsas bu cəmiyyət desin ki o yaxşı qızdı…”

Yusif Nəsibov
Hər dəfə oxuduğum bir kitabdan giriş edirdim. Bu dəfə isə, sevdiyim reperin sözləri ilə başlamaq istədim. Sözünü, idealarını, musiqi və incəsənətlə ifadə edən insanlara həmişə heyran olmuşam. Ritmə axıdılan bu misralarda isə, əslində bizim reallığımız yatır…
Eynən bir digər misrasında dediyi kimi: “valideyn tərəfindən təyin olunur arzuları”. Nə? Yoxsa belə deyil? İnanmırsız? Belə olmayan insanlar var? Elə isə, mövzuya statistik və istisnalar olaraq yox da, birdə bunları yaşayan, bundan əziyyət çəkən o “az” olanların gözündən baxaq. Puç olan hər ömür dəyərli deyil? Solmuş hər gül, bizdən deyil? Bu halda olan tək bir qızımız qalsa belə, mübarizə etməyə dəyməz? Bəli, hələ də var. Hələdə biriləri bir yerdə, bu yazdıqlarımdan bəlkədə heçnə anlamayaraq, gözünü açandan “günahkarsan” psixalogiyası ilə böyüdülür. Sanki ancaq səhvlərə meyilli varlıqdır və hər qərarında əslində səhv edir. Sanki hər ona baxan oğlanın səbəbi oymuş kimi qınanır və çayı biraz gec isitdiyi üçün evin “dominantları” tərəfindən danlanır. Hətta “həyat expertləri” tərəfindən uzun və xərc aparan təhsilə baş qoşsa, həyata “gecikəcəyi” prognoz belə edilir…
Hansı həyata? Kim çəkib bu həyatın mənə, yaxud başqa birinə əsaslanan standartlarını ki, kimsə ümumiləşdirib, gecikmiş saysın. Məgər məcburuq birilərinin sırf qohumlarımızdır deyə, yaşadığı yaxud xəyal etdiyi bir həyata özümüzü zorla sıxışdırmağa?
Hələdə var, çünki hətta “inkişaf etmiş” deyə adlandırdığımız yerlərdə, oxumaq istəyən qızı, zorla evdə tutan nənə babaların əleyhinə işləmişik biz. Neçə dəfə əsəbləşib, ciddi potensiyala sahib qızların, evlənmək üçün “toy” ritualına aparılmasına qarşı çıxmışıq. Neçələrlə böyük bacılarına, qardaşların sırf oğlan olduğu üçün dediklərinə şahid olmuşuq.. Məsələ burda nə etnik azlıqdır, nə də çoxluq, nə cinsiyyət, nədə dil. Məsələ insanlıqdır, haqqdır.
Övladlarımızın yetişmə prosesidir. Bu proseslərdə potensial işığı sönən qızlarımız və özündən hətta bəzən çox razı və hətta “mən nə desəm odur”, “mən kişiyəm” kimi böyüyən oğullarımızdır. Onları “ağzı var dili yox” böyüdüb, sonra öz tələblərimizə uyğun xəyallar hörə bilmərik. Onsuzda etiraz etməyəcəklər. Onsuzda özlərinə güvənib öhdələrinə məsuliyyət götürməyəcəklər. Ancaq evlilik həyatı, gələcək yoldaşını razı salmaq üçün böyüdülən birindən dünyaca məhşur birinin çıxmamasını qınayıb, hələ qadınlara “axmaq, qanmaz” deyə bilmərik.. O qədər şeyi etməyə haqqımız yoxkən edirik ki.. İnanıram ki, bu yara hər birimizindir. Bu yaranın ağrısını hər birimiz hiss etməliyik. Çünki hər birimiz biraz günahkarıq. Nə göz iraq etmək bunu dəyişəcək nə də bundan qaçmaq. Bu yaraları sağaltmadan, cəmiyyət həmişə yarım qalıb, ideal formalaşmayacaq. Haqqsızlıq buldularının bürüdüyü səmalar isə, həmişə qap-qara qalacaq.
————
“მთავარია, ნათესავებმა თქვან, საზოგადოებამ იფიქროს, რომ კარგი გოგოა…”
იუსიფ ნასიბოვი
ყველა ბლოგპოსტის წერისას, ჩემი საყვარელი წიგნიდან ციტატით ვიწყებდი. ახლა კი მინდა, ჩემი საყვარელი რეპერის სიტყვებით დავიწყო. მე აღფრთოვანებული ვარ ისეთი ადამიანებით, ვინც სიტყვებსა და იდეებს მუსიკით, ხელოვნებით გადმოგვცემს. რითმებით მორთულ სიტყვებში ჩვენი რეალობაა დამალული…

სინამდვილეში, “ოცნებები მშობლების მიერ განსაზღვრება”. რა, ასე არ არის? თქვენ არ გჯერათ? თქვენ გგონიათ, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც? მაშინ სტატისტიკით და გამონაკლისებით კი არ დავიწყოთ, არამედ ყველაფერი დატანჯული ადამიანების თვალით დავინახოთ. უბედურად გატარებული ყველა ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი? ყველა ჩაფერფლილი ყვავილი ჩვენი არ არის? ერთი გოგო მაინც რომ იყოს ამ დღეში, არ ღირს ბრძოლისთვის? დიახ, მსგავსი რამ ჯერ კიდევ არსებობს. ჯერ კიდევ სადღაც ვიღაცები დაბადებიდანვე “დამნაშავის” ფსიქოლოგიით იზრდებიან, თითქოს ქალი მხოლოდ შეცდომებისკენ მიდრეკილი არსებაა, ყველა მისი გადაწყვეტილება კი – შეცდომა.

როდესაც ვინმე ბიჭი აწუხებს, ავიწროებს, თავადაა დამნაშავე და როცა ჩაის ცოტა გვიან ადუღებს, სახლის დომინანტების მხრიდან ილანძღება. თუ გრძელვადიან და ხარჯიან განათლებას მოკიდებს ხელს, ცხოვრებაში მის ჩამორჩენას დააპროგნოზებენ.

რომელ ცხოვრებაში? ვინ დაადგინა ის სტანდარტი, რომ ვიღაც აგვიანებს? ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ჩვენი ნათესავია, მათი ოცნებების მიხედვით ვიცხოვროთ?
დიახ, ჯერ კიდევ არსებობს, რადგან განვითარებულ ადგილებშიც კი, ჩვენ გვიმუშავია ისეთ ბებია-ბაბუასთან, ვინც შვილიშვილს კეტავს, რომ განათლება არ მიიღოს. რამდენჯერ გავბრაზებულვართ და ხელი შეგვიშილია ისეთი გოგოების სხვის ქორწილში წასვლისთვის, რომლებსაც დაოჯახების პოტენციალი აქვთ – დიდია ალბათობა, რომ ვიღაცას მოეწონება და მეორე დღეს ხელის სათხოვნელად მშობლებს გამოგზავნის.
აქ საქმე არც ეთნიკურ უმცირესობებში, არც უმრავლესობაში, არც ენაში, არც სქესშია. აქ ამბავი ადამიანობაა, უფლებაა. ბავშვების აღზრდის პროცესია. ამ პროცესებში გოგოებში პოტენციური ნიჭის ჩახრჩობაა და თავდაჯერებული ბიჭებია, რომლებიც ამბობენ, მე რასაც ვიტყვი, ისე იქნება, რადგან კაცი ვარო.  მათ გაზრდილებს “პირი აქვთ, მაგრამ ენა – არა”. ჩვენ ჩვენი მოთხოვნების შესაბამის ოცნებებს ვაყალიბებთ.
გოგონები უარს ვერ ამბობენ. ისედაც თავდაჯერებულნი არ არიან, პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. გოგო გაზრდილია მარტო იმისთვის, რომ ქმარს მოემსახუროს, ჩვენ ვგმობთ ისეთ გოგოს, რომელიც მსოფლიო დონის ცნობილი მეცნიერი არ გამოვიდა, მას “დებილს” ვეძახით. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ გვაქვს, მაინც ვაკეთებთ. მე მჯერა, რომ ეს ჭირი ყველასია. ჩვენ ყველა უნდა ვგრძნობდეთ ამ ტკივილს, რადგან თითეული ჩვენგანი დამნაშავეა. ვერც თვალის დახუჭვა, ვერც გაქცევა პრობლემას ვერ უშველის. თუ საზოგადოება ამ ჭირს ვერ უმკურნალებს, ის სრულყოფილი ვერ იქნება, სწორად ვერ განვითარდება. უსამართლობის ღრუბლებით დაბურული ცა ყოველთვის შავი იქნება.