Օրագրեր

Անօթևանների օթևան – Ջավախք

⏩ Երբևիցե մտածել եք, թե ինչու՞ եք սիրում ձեր հայրենիքը, քաղաքը, գյուղը կամ ինչու՞ է այն ձերը։ Եվ ընդհանրապես, ի՞նչ է հայրենիքը։
▶ Եթե ինձ հարցնեք, ես չգիտեմ, թե որտեղ է իմ տունը։ Մի՞թե ես էլ եմ անհայրենիք թափառական, որը պետք է թափառի ամբողջ աշխարհով` հայրենիքը գտնելու համար։ Վերջիվերջո ի՞նչ է հայրենիքը – մի հող, չորս պատ այդ հողի վրա, թե՞ մարդը։
💬 Մտածում եմ, որ Աստված պատժել է մեզ` ջավախքահայերիս, քանի որ պատերազմի ժամին թողել ենք մեր հողը և ապաստան ենք գտել Վրաստանում։ Պետք է մնայիք իմ նախնիներ, իմ Վանո, պետք է մեռնեիր քո հողի վրա, և ոչ թե ֆրանսիայում, քո ապուպապերը պետք է մեռնեին Էրզրումում ու Մուշում։ Ճշգրիտ էլ չգիտեմ, թե արմատներով որտեղից եմ և ընդհանրապես արմատներ ունեմ, թե անարմատ եմ՝ ինչպես Արչիբալդ Մեկեշը։ Որտե՞ղ ես Իմ Դիվինոս, հնարավոր է դու հիշես, թե որտեղից են եկել Մշեցյանների և ջավախքցի հայերի նախնիները։ Որտե՞ղ ես իմ Երվանդ, որտե՞ղ ես քնած։ Ու՞մ հողն է սա, մե՞րն է։
▶ Չգիտեմ, Դուք ունեցե՞լ եք, թե ոչ, հայրենիք չունենալու զգացողություն կամ երբևիցե մտածել եք, թե ի՞նչ է հայրենիքը։ Ես պետք է խոստովանեմ, ես ունեցել եմ այդ զգացուղությունը և արդեն մտածում եմ, որ չկա այնպիսի հասկացողություն ինչպիսին հայրենիքն է։ Իհարկե գոյություն ունի հող, որը սիրում ես, այնտեղ քեզ հարազատ մարդիկ են ապրում, դու սիրում եմ այն տունը, որտեղ մեծացել ես, որտեղ քո ծնողներն են ապրել և հիմա էլ են ապրում․․․
👉 Երբ որ վրացին ապրում է Վրաստանում, նրա համար ամեն ինչ ավելի հեշտ է, նա գիտի, որ որտեղ էլ գնա` Թբիլիսի, Քութաիսի, Սամեգրելո թե Թուշեթի, նա չի լինի օտար, չի լինի օտարերկրացի, և որտեղ էլ որ լինի` Վրաստանի սահմաների ներսում, գիտի, որ իր հայրենիքն է, բայց էթնիկ փոքրամասնությունների համար Վրաստանում ապրելն ու գոյատևելը այդքան էլ հեշտ չէ, քանի որ տարածաշրջանի սահմաններից դուրս նրանք վերածվում են օտարերկրացիների, նրանց գրեթե ոչ մեկ չի հասկանում և ավելի հաճախ էլ ծաղրի են ենթարկում, և թվում է թե նրանց հայրենիքը նրանց տարածաշրջանն է, և մենակ այնտեղ են հանգիստ, միայն իրենց պատմական տարածաշրջանում են հանգիստ զգում, քանի որ լեզվի բարիեր ունեն և դրա համար էլ սահմանափակվում են։
👉 Դուք էթնիկ փաքրամասնություններին մեղադրում եք նրանում, որ վրացերեն չեն խոսում, բայց հաշվի չեք առնում, որ նրանք էլ են ուզում վրացերեն սովորել։ Դուք մեղադրում եք, որ նրանք Վրաստանը որպես հայրենիք չեն ընդունում, բայց դուք ինքներդ էլ չգիտեք, թե ինչ է հայրենիքը…
🔹 Ձեր հայրենիքը ձեր սիրտն է, այնտեղ փնտրե՛ք և կգտնեք, թե չգտնեք եկեք Ջավախք…
———–
📌 უსამშობლოთა სამშობლო – ჯავახეთი
⏩ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ გიყვართ თქვენი სამშობლო, ქალაქი, სოფელი, ან რატომაა ის თქვენი? ან საერთოდ, რა არის სამშობლო?
▶ მე თუ მკითხავთ, არ ვიცი, სად არის ჩემი სახლი. ნუთუ მეც ვარ უსამშობლო მოხეტიალე, რომელმაც უნდა იხეტიალოს მთელ სამყაროში სამშობლოს საპოვნელად? საბოლოოდ, რა არის სამშობლო – ერთი მიწა, 4 კედელი ამ მიწაზე, თუ ადამიანი?
💬 ვფიქრობ, რომ ღმერთმა დაგვსაჯა ჯავახელი სომხები, რადგან ომის ჟამს დავტოვეთ ჩვენი მიწა და საქართველოში ვიპოვეთ თავშესაფარი. უნდა დარჩენილიყავით, ჩემო წინაპრებო, უნდა დახვოცილიყავით! ჩემო ვანო, შენს მიწაზე და არა საფრანგეთში, შენი ბებია-ბაბუები უნდა დახოცილიყვნენ ერზრუმსა და მუშში. ზუსტადაც არ ვიცი, საიდან ვარ, საერთოდ ფესვები მაქვს თუ უფესვო ვარ, როგორც არჩიბალდ მეკეში. სად ხარ, ჩემო დივინოს? იქნებ შენ გახსოვს, საიდან მოსულან წინაპრები მშეციანთა და ჯავახელ სომეხთა? სად ხარ, ჩემო ერვანდ? სად გძინავს? ვისი მიწაა ეს? ჩვენია?
▶ არ ვიცი, თქვენ გქონიათ თუ არა უსამშობლობის განცდა ან ოდესმე გიფიქრიათ თუ არა, რა არის სამშობლო, მე კი უნდა ვაღიარო: უკვე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა სამშობლო. რა თქმა უნდა, არსებობს მიწა, რომელიც შენ გიყვარს, იქ შენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ, შენ გიყვარს ის სახლი, სადაც გაიზარდე, სადაც შენი მშობლები ცხოვრობდნენ ან ახლაც ცხოვრობენ.
👉 როდესაც ქართველი საქართველოში ცხოვრობს, მისთვის უფრო ადვილია ყველაფერი, მან იცის, რომ სადაც არ უნდა წავიდეს: თბილისში, ქუთაისში, სამეგრელოში თუ თუშეთში, ის არ იქნება უცხო, არ იქნება უცხოელი და სადაც არ უნდა იყოს საქართველოს საზღვრებს შიგნით, იცის, რომ მისი სამშობლოა, მაგრამ ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოში ცხოვრება ასეთი ადვილი არაა, რადგან რეგიონის საზღვრებს მიღმა, ისინი ხდებიან უცხოელები, მათ ვერ უგებენ, დასცინიან, თითქოს მათი სამშობლო მათი რეგიონია და მხოლოდ იქ არიან მშვიდები, მხოლოდ თავიანთ ისტორიულ რეგიონში გრძნობენ თავს კარგად, რადგან მათ აქვთ ენობრივი ბარიერი და ამის გამოც იზღუდებიან.
👉 თქვენ აბრალებთ ეთნიკურ უმცირესობებს იმას, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ მათაც უნდათ ქართულის სწავლა და ენობრივი ბარიერის გადალახვა. თქვენ აბრალებთ, რომ ისინი საქართველოს არ აღიარებენ, როგორც სამშობლოს, მაგრამ თავადაც არ იცით, რა არის სამშობლო და რა მოიაზრება მასში…
🔹 თქვენი სამშობლო თქვენი გულია იქ ეძებეთ და იპოვით, და თუ ვერ იპოვით, ჯავახეთში ჩამოდით…