Օրագրեր

Երեխաների նկատմամբ բռնություն

Հեղինակ՝ Սուսաննա Ասատրյան
Ընտանեկան բռնությունը հարաբերությունների մեջ գտնվող մարդկանց միջև վերահսկող, ահաբեկչական, սպառնացող կամ բռնի վարքագիծ է: Այն կարող է լուրջ վնաս հասցնել երեխաներին և երիտասարդներին նույնիսկ հարաբերությունների ավարտից հետո:
Երեխայի նկատմամբ բռնի վարքագիծը կարող է լինել մեկանգամյա արարք, ինչպես օրինակ՝ ծեծել երեխային լացը դադարեցնելու կամ իրեն ենթարկելու համար. Նաև հարաբերությունների, վարքագծի մշտական ձև, ինչպիսիք են, օրինակ, սեռական բռնությունը, խնամքի բացակայությունը, հուզական ճնշումը:
Երեխաների նկատմամբ բռնության պատճառները տարբեր են: Բացի այդ, պետք է նշել, որ երեխաների նկատմամբ բռնությունը կախված չէ ընտանիքի սոցիալ-տնտեսական վիճակից, ռասայից, ազգությունից կամ կրոնից:
Երեխայի բռնության ձևերն են.
• Ֆիզիկական բռնություն
• Հոգեբանական բռնություն
• Սեռական բռնություն
• երեսպատում
Երեխաների նկատմամբ բռնությունը և ընտանեկան բռնությունը նոր սոցիալական խնդիր չէ։ Երկուսն էլ համարվում են մեր մշակույթի ընդունված մաս: Այնուամենայնիվ, չնայած այն հանգամանքին, որ ընտանեկան բռնությունն այժմ իրավաբանորեն ճանաչված է որպես բռնության ամենատարածված ձևերից մեկն այսօր մեր հասարակության մեջ, երեխաների նկատմամբ բռնության հարցերը դեռևս նույն աստիճանի ուշադրության չեն արժանացել:
Սա այն դեպքում, երբ ամեն տարի հազարավոր երեխաներ, ինչպես նաև կանայք, ամբողջ աշխարհում, տուժում են ֆիզիկապես, հոգեբանորեն և սեռական առումով՝ տանը իրենց նկատմամբ իրականացվող բռնությունների հետևանքով։Սա, զուգորդված այն փաստի հետ, որ ընտանիքն ավանդաբար դիտվում է որպես սիրո և աջակցության աղբյուր, հանգեցրել է մերժման տարրի թե՛ համայնքի, թե՛ անհատի մակարդակում: Այնուամենայնիվ, ընտանիքը, որպես մեր հասարակության կարևորագույն ինստիտուտ, չափազանց դժվար է:Այն և՛ սոցիալական վերահսկողության կենտրոն է, և՛ սոցիալական աջակցության վայր, և դրա ներքին դինամիկան կարող է ունենալ ինչպես դրական, այնպես էլ բացասական ազդեցություն հարաբերությունների վրա:
Երեխաները բռնության են ենթարկվում տարբեր անհատների կողմից, հաճախ դաժան ծնողներից: Սխալ է կարծել, որ դաժան մարդիկ աննորմալ են կամ տարբերվում են մյուսներից:Հաճախ մեզ շրջապատողները չեն ցանկանում հավատալ, որ «թվացյալ պարկեշտ» մարդը կարող է վատ վերաբերմունք ցուցաբերել ընտանիքի անդամների նկատմամբ. Բայց դա ճիշտ է. հաճախ ծնողները, ովքեր պարբերաբար ծեծում են իրենց երեխային, հաճելի են դրսի հետ հարաբերություններում և ոչնչով չեն տարբերվում մյուսներից:Նրանք մեկ լուրջ խնդիր ունեն՝ զայրույթը զսպելու անկարողությունը։
Ընտանեկան բռնության ականատես տղան չպետք է մեծանա որպես բռնարար, իսկ աղջիկը չպետք է հետագայում դառնա ընտանեկան բռնության զոհ։
Առողջ հարաբերությունների և գենդերային անհավասարության, սեռական կարծրատիպերի և ընտանեկան բռնության հաղթահարման վերաբերյալ կրթական ծրագրերը պետք է ինտեգրվեն ահաբեկման դեմ պայքարին և հակամարտությունների լուծմանը:
Երեխաների նկատմամբ բռնությունը բացասաբար է անդրադառնում երեխայի առողջության և զարգացման, ինչպես նաև ընտանիքի և հասարակության վրա։
Բռնության ենթարկվող երեխաները խզել են կապերը մեծահասակների հետ, չունեն հասակակիցների հետ շփվելու կարողություն, չեն կարողանում հեղինակություն ձեռք բերել դպրոցում և համայնքում՝ գիտելիքների և անհրաժեշտ հմտությունների բացակայության պատճառով, և երբեմն ճանաչում են ստանում քրեական և հակասոցիալական միջավայրում. Հաճախ նկատվում է նաև ալկոհոլի և թմրանյութերի հանդեպ փափագ:
Հասուն տարիքում դա կարող է հանգեցնել ընտանիք կազմելու լուրջ դժվարությունների:
——————————
ბავშვზე ძალადობა
სუსანნა ასატრიან
ოჯახში ძალადობა არის ნებისმიერი სახის მაკონტროლებელი, მაბულინგებელი, მუქარის შემცველი ან ძალადობრივი ქცევა ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს შორის. მას შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ურთიერთობის დასრულების შემდეგაც კი.
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის ცემა ტირილის შეწყვეტის ან დამორჩილების მიზნით; ასევე, ბავშვთან ურთიერთობის, ქცევის მუდმივი ფორმა, როგორიცაა, მაგალითად, სექსუალური ძალადობა, ზრუნვის არარსებობა, ემოციური ზეწოლა.
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევის მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების მიმართ ძალადობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, რასაზე, ეროვნებაზე ან რელიგიაზე დამოკიდებული არაა.
ბავშვზე ძალადობის ფორმებია:
• ფიზიკური ძალადობა
• ფსიქოლოგიური ძალადობა
• სექსუალური ძალადობა
• უგულებელყოფა
ბავშვზე ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის ახალი სოციალური პრობლემა . ორივე ითვლება ჩვენი კულტურის მიღებულ ნაწილად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა ახლა იურიდიულად არის აღიარებული, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამყარებული და გავრცელებული ფორმა დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ბავშვებზე ძალადობის საკითხებს ჯერ კიდევ არ მიუქცევია იგივე ხარისხის ყურადღება. ეს იმის მიუხედავად, რომ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ათასობით ბავშვი, ისევე როგორც ქალი, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად იტანჯება სახლში მათ მიმართ ძალადობის აქტების შედეგად. ამან, იმ ფაქტთან ერთად, რომ ოჯახი ტრადიციულად განიხილება სიყვარულისა და მხარდაჭერის წყაროდ, განაპირობა უარყოფის ელემენტი როგორც საზოგადოების, ისე – ინდივიდუალურ დონეზე. თუმცა, ოჯახი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენს საზოგადოებაში, უკიდურესად რთულია. ეს არის როგორც სოციალური კონტროლის კერა, ასევე – სოციალური მხარდაჭერის ადგილი, და მის შინაგან დინამიკას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა ურთიერთობებზე.
ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისაგან, ხშირად მოძალადე მშობელია. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან. ხშირად გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ „გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა – ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშეებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვათაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ – თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა.
ბიჭი, რომელიც შეესწრო ოჯახში ძალადობას, არ უნდა გაიზარდოს მოძალადედ და გოგონა არ უნდა გახდეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მომავალში.
ჯანსაღი ურთიერთობებისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის, სექსუალური სტერეოტიპებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს ბულინგისა და კონფლიქტების მოგვარების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბავშვთა მიმართ ძალადობა უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ასევე ოჯახებსა და საზოგადოებაზე. მოძალადე ბავშვებმა გაწყვიტეს ურთიერთობა უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, ვერ იძენენ ავტორიტეტს სკოლასა და საზოგადოებაში ცოდნისა და საჭირო უნარების ნაკლებობის გამო, ზოგჯერ კი აღიარებას კრიმინალურ და ანტისოციალურ გარემოში ჰპოვებენ; ხშირად, არსებობს ლტოლვაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ. ზრდასრულ ასაკში შეიძლება ამან გამოიწვიოს სერიოზული სირთულეები ოჯახის შექმნისას.