Մարդու վերարտադրողական իրավունքի համաձայն` յուրաքանչյուր զույգ կամ յուրաքանչյուր ոք իրավունք ունի որոշել իր երեխաների թիվը և նրանց ծնվելու ժամկետները, անցանկալի հղիությունից և արհեստական ընդհատումից խուսափելու նպատակով, օգտվել ընտանիքի պլանավորման արդյունավետ, անվնաս միջոցներից ու մեթոդներից՝ դրանց վերաբերյալ ստանալով անհրաժեշտ տեղեկություններ: Կյանքի ամենահրաշալի բարդ փուլերից մեկին` հղիությանը, պետք է պատրաստվել ոչ միայն հոգեպես, այլ նաև ֆիզիկապես․
• Առաջին հերթին պետք է առողջ ապրելակերպ վարել` բացառելով վատ սովորությունները՝ ոգելից խմիչքի և ծխախոտի տարբեր տեսակների օգտագործումը։
• Սննդակարգի ճիշտ պահպանում՝ բուսական և սպիտակուցներով հագեցված սնունդ օգտագործելով։
• Կինը հղության պլանավորումից երկու կամ երեք ամիս առաջ բժշկի նշանակմամբ պետք է օգտագործի ֆոլաթթու, քանի որ այն կանխում է բազմաթիվ արատների առաջացումը: Շատ կարևոր է նաև օգտագործել Օմեգա-3 և վիտամինային ցանկացած կոմպլեքս։
• Պարտադիր այցելել ատամնաբույժի, որպեսզի նախօրոք վերացվեն ատամնաբուժական խնդիրները՝ հղիության ընթացքում անզգայացնող պտղի վրա բացասաբար ազդող նյութերի ներարկումից խուսափելու նպատակով։
• Հղիության պլանավորումից առաջ զույգը պարտադիր պետք է հանձնի անալիզներ` վարակները բացառելու նպատակով։
• Կնոոջ համար պարտադիր է որովայնի խոռոչի և փոքր կոնքի, վահանաձև գեղձի ՈւՁՀ-ն` ուլտրաձայնային սոնոգրաֆիկ հետազոտություն անցնելը։
• Պետք է դադարեցնել որոշակի դեղամիջոցների օգտագործումը: Առաջին տեղում հոգեմետ և հանգստացնող դեղերն են, որոնցից օրգանիզմը մաքրվում է 6 ամսվա ընթացքում:
Ինչ վերաբերվում է հակաբիոտիկներին և ցավազրկողներն մեկ ամիս առաջ դրանց դադարեցումը բավական է, որպեսզի օրգանիզմը մաքրվի:
Հակաբեղմնավորիչ դեղորայքի անմիջապես դադարեցումից հետո կարելի է պլանավորել հղիությունը։ Հիշել է պետք մարդու վերարտադրողական իրավունքից այն, որ յուրաքանչյուր ոք՝ ներառյալ դեռահասը, իրավունք ունի տեղեկություններ ստանալ իր սեռական առողջության պահպանման հարցերի, սեռական ճանապարհով փոխանցվող հիվանդությունների և դրանց բարդությունների և հետևանքների մասին։
————–
როგორ დავგეგმოთ ორსულობა სწორად?
ადამიანის რეპროდუქციული უფლებების მიხედვით, ყველას აქვს უფლება, განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი ორსულობა და ხელოვნური აბორტი, გამოიყენოს ოჯახის დაგეგმვის ეფექტური, უვნებელი საშუალებები და მეთოდები. ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და რთული ეტაპისთვის, ორსულობისთვის, ადამიანი უნდა მომწიფდეს არა მხოლოდ მენტალურად, არამედ – ფიზიკურადაც. ორსულობის დაგეგმვისას, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი საკითხები:
• უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიხელმძღვანელოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გამოვრიცხოთ ცუდი ჩვევები: ალკოჰოლის და სხვადასხვა სახის თამბაქოს მოხმარება.
• საჭიროა სათანადო დიეტის დაცვა, მცენარეული და ცილებით მდიდარი საკვების გამოყენება.
• ქალმა დაორსულებამდე ორი-სამი თვით ადრე უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა, რადგან ის თავიდან აგვაცილებს ბევრი თანდაყოლილ დეფექტს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ომეგა-3-ისა და ნებისმიერი ვიტამინის კომპლექსის გამოყენება.
• სავალდებულოა სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა თავიდან იქნას აცილებული სტომატოლოგიური პრობლემები და საანესთეზიო ნივთიერებების ინექცია, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე ორსულობის დროს.
• ორსულობის დაგეგმვამდე, წყვილმა უნდა გაიაროს ტესტები, სქესობრივად გადამდები ინფექციების გამოსარიცხად. მსგავსი ინფექციების არსებობა ხელს უშლის ორსულობის ჯანსაღად განვითარებას და ხშირად, მისი შეწყვეტის, შემდგომში კი პარტნიორების უნაყოფობის მიზეზიც ხდება.
• ქალისთვის სავალდებულოა მუცლის ღრუს და მცირე მენჯის, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური, სონოგრაფიული გამოკვლევა.
• უნდა შეწყდეს გარკვეული მედიკამენტების მიღება. პირველ ადგილზე ფსიქოტროპული და დამამშვიდებელი საშუალებებია, რისგანაც ორგანიზმი 6 თვის განმავლობაში იწმინდება.
რაც შეეხება ანტიბიოტიკებსა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მათი ერთი თვით ადრე შეწყვეტა საკმარისია ორგანიზმის გასაწმენდად. ორსულობა შეიძლება, დაიგეგმოს კონტრაცეპტული (ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების) მედიკამენტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის რეპროდუქციული უფლებაა, ყველას, მათ შორის მოზარდს, ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათი გართულებებისა და შედეგების შესახებ.