Օրագրեր

Կանանց իրավունքները օրենսդրական աքտերում

Հեղինակ՝ Ջիվան Մկրտչյան
Պատմականորեն կանայք և տղամարդիկ չեն ունեցել հավասար իրավունքներ և հնարավորությունեեր: կանանց իրավունքների ընդունման և պաշտպանման հարցը ավելի աքտուալ է դարձել 20-րդ դարի սկզբին: վերջինիս արդյունքում ընդունվեց կնոջ իրավունքները պաշտպանող հիմնական փաստաթղթը՝ «Կնոջ հանդեպ խտրականության բոլոր ձևերի վերացման մասին» կոնվենցիան, որը ընդունվել է ՄԱԿ-ի կողմից 1979 թվականին: Կանանց պայքարը տղամարդկանց հետ իրավական հավասարման նպատակով կոչվեց ֆեմինիզմ: Հենց այստեղից է սկիզբ առնում « ֆեմինիզմ» հասկացութունը: Այդ իսկ պատճառով, երբ ասում են՝ « Մենք կականց իրավունքներն ենք պաշտպանում, բայց ֆեմինիստ չենք», աբսուրդ է: Ինքնին «կանանց իրավունքները» և « ֆեմինիզմը» համընկնում են միմյանց և նույնական հասկացություն են:
Բացի այս համաշխարհային աքտից, կականց իրավունքներն երաշխավորված է այլ համաշխարհային կարգավորումներով, մասնավորապես ինչպիսիք են՝ մարդու իրավունքների համընդհանուր հռչակագիրը ( 1948), Համաշխարհային պաքտը քաղաքացիական և քաղաքական իրավունքների մասին (1966), համաշխարհային պաքտը տնտեսական, սոցիալական և մշակութային իրավունքների մասին (1958), Յունեսկոի կոնվենցիան կրթության ոլորտում խտրականության նկատմամբ պայքարի մասին (1960),տղամարդկանց և կականց կողմից հավասար աշխատանքի իրականացման համար հավասարաչափ վճարման մասին կոնվենցիան (1951): Սա ընդգծում է կանանց իրավունքների հանդեպ գոյություն ունեցող խնդրի և այդ խնդրի լուծման անհրաժեշտության մասին:
Ինչ վերաբերվում է Վրաստանի ներպետական իրավական աքտերին, Վրաստանի սահմանադրության վերջին խմբագրման համաձայն, սահմանադրությունում առկա հավասարության սկզբմունքին ավելացել է նոր հատված, որը հատուկ վերաբերվում է կանանց և տղամարդկանց իրավական հավասարության ապահովմանը: Մասնավորապես, սահմանադրության 11-րդ հոդվածի երրորդ մասի համաձայն, «Պետությունը ապահովում է հավասար իրավունքներ և հնարավորություններ կանանց և տղամարդկանց համար: Պետությունը հատուկ միջոցներ է ձեռնարկում տղամարդկանց և կանանց էական հավասարությունն ապահովելու և անհավասարությունը վերացնելու համար»: Այս գրառումից ելնելով օրենսդրական մակարդակում կանանց և տղամարդկանց էական հավասարության ապահովումը պետության առաջնահերթությունն է։
Բացի այդ, կանանց իրավունքները՝ սեռի կամ գենդերի հիման վրա խտրականության բացառման տեսքով, երաշխավորված են Վրաստանի «Խտրականության բոլոր ձևերի վերացման մասին» օրենքով, Վրաստանի օրգանական օրենքով՝ աշխատանքային օրենսգրքով, քրեական օրենսգրքով և այլ իրավական աքտերով:
Կանանց ընտրական իրավունքը ներառում է տարբեր մակարդակներում ընտրելու և ընտրված լինելու իրավունքները:
Կանանց ընտրական իրավունքի ակտիվ շարժումը սկիզբ է առել 19-րդ դարի երկրորդ կեսից: Ֆեմինիստ կանանց աշխատանքը տվել է իր արդյունքը: Նրանց ակտիվ աշխատանքի ֆոնին 1869 թվականին ԱՄՆ-ում ստեղծվեց նոր Վայոմինգ նահանգը, որտեղ կանայք առաջին անգամ ընտրելու իրավունք ստացան ԱՄՆ-ում և ընդհանրապես աշխարհում։ Ելնելով վերոգրյալից՝ այսօր Վրաստանում և աշխարհում կան ամուր օրենսդրական երաշխիքներ կանանց իրավունքների պաշտպանության համար։ Սակայն միայն օրենքով հնարավոր չէ ապահովել կանանց և տղամարդկանց էական հավասարությունը։ Այսպիսով, անհրաժեշտ է լրացուցիչ միջոցներ ձեռնարկել այս խնդիրը վերացնելու համար։
—————-
ქალთა უფლებები საკანონმდებლო აქტებში
ავტორი ჯივან მკრტჩიანი
ისტორიულად ქალებს და მამაკაცებს არ ჰქონდათ თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები. ქალთა უფლებების აღიარებისა და დაცვის საკითხი უფრო აქტუალური გახდა მე-20 საუკუნეში. ქალის უფლებების დამცველ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს კონვენცია „ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 1979 წელს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით ფემინიზმი დაერქვა. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” – ეს აბსურდია. თავისთავად, „ქალის უფლებები” და „ფემინიზმი” ფარავენ ერთმანეთს, ორი იდენტური ცნებაა.
გარდა ამ საერთაშორისო აქტისა, ქალის უფლებები გარანტირებულია სხვა საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ: ადამიანის უფლებთა საყოველთაო დეკლარაციით (1948), საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966), საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1958), იუნესკოს კონვენციით განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1960), მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ კონვენციით (1951 წ.). აღნიშნული ხაზს უსვამს ქალთა უფლებების მიმართ არსებულ პრობლემასა და ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას.
რაც შეეხება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, კონსტიტუციაში არსებულ თანასწორობის პრინციპს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც სპეციალურად ეხება ქალთა და მამაკაცთა უფლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას. კერძოდ, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე.
გარდა ამისა, ქალთა უფლებები, სქესობრივი ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის სახით, გარანტირებულია საქართველოს კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „შორმის კოდექსით“, სისხლის სამართლის კოდექსით და ა. შ.
ქალთა საარჩევნო უფლებები, ანუ ქალების უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მოიცავს ქალთა უფლებას, აირჩიონ და არჩეულ იქნენ სხვადასხვა დონის არჩევით ორგანოებში. ქალთა საარჩევნო უფლებებისათვის აქტიური მოძრაობა იწყება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ფემინისტი ქალების შრომამ შედეგი გამოიღო. მათი აქტიური მოღვაწეობის ფონზე, 1869 წელს აშშ-ში შეიქმნა ახალი შტატი ვაიომინგი, რომელშიც ქალებმა პირველად აშშ-ში და საერთოდ მსოფლიოში მოიპოვეს ხმის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს საქართველოში და მსოფლიოში არსებობს მყარი საკანონმდებლო გარანტიები ქალთა უფლებების დასაცავად. თუმცა, მხოლოდ კანონით ქალთა და მამაკაცთა შორის, კანონის წინაშე არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამდენად, საჭიროა, განხორციელდეს დამატებითი ღონისძიებები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.