Օրագրեր

Հեղինակ՝ Ջիվան Մկրտչյան

«Շատ եմ հոգնել, ուժերս արդեն կորցրել եմ։ Տանել չեմ կարողանում անհավասարությունը և անարդարությանը, ինձ սարսափելի եմ զգում… գիշեր ու ցերեկ ինձ մի հարց է տանջում ՝ ինչո՞ւ։ Ինչո՞ւ։ Եվ ինչու՞ Գլխումս այս հարցն է բազմիցս կրկնվում։ Ամաչում եմ, վախենում եմ, կոտրված եմ, ինձ օտար եմ զգում… Չգիտեմ ինչ եմ անում, չգիտեմ որտեղ եմ, չգիտեմ ինչ եմ ուզում, բայց ամենավատն այն է, որ չգիտեմ ի՞նչ անեմ, ինչպե՞ս վարվեմ… Սրա հետ մեկտեղ, ինձ մի հարցի պատասխանն է անհանգստացնում՝ ի՞նչ սխալ եմ արել»։
Այսպես էր խոսում ինձ հետ ազգային փոքրամասնություններից մի ուսանող, ում համալսարանում ծաղրում էին, քանի որ նա չեր կարողանում լիովին և մաքուր վրացերեն խոսել։ «Վրացերեն շատ վատ գիտեմ, բառերը հաճախ խառնվում են իրար։ Բացի այդ, շատ օտար է միջավայրը ։ Ես շատ եմ վախենում խոսելուց, վախենում եմ նորից դառնալ նվաստացման առարկա։ Ես ինձ միայնակ եմ զգում, օտար և աղքատ: Ամեն օր արթնանում եմ, արագ կրկնում եմ դասախոսության թեման ու ինքս ինձ համոզում, որ այօր առանց առոգանության ու մաքուր կխոսեմ, այօր ինձ մոտ դա կստացվի։ Ես գնում եմ համալսարան: Սկզբում շատ արագ քայլերով, առանց կանգ առնելու, բայց որքան մոտենում եմ համալսարանի մուտքի դռանը, այդքան դանդաղեցնում եմ քայլերս։ Որքան մոտենում եմ լսարանի դռանը, այնքան սիրտս արագ է զարկում, զգում եմ, որ կամաց-կամաց կորցնում եմ վերահսկողությունս։ Ոտքերն արդեն մեխանիկորեն են աշխատում, կարծես ուղեղիցս անջատ են տանում ինձ դեպի լսարան։ Վերջ ի վերջո կանգնում եմ լսարանի դռան առջև՝ գլխումս հազար հարց է պտտվում։ Կորցնում եմ ինքնավստահությունս, զգացմունքներս խեղդվում են ինձ… խորը շունչ եմ քաշում ու հիշում եմ, թե առավոտյան ինչ եմ խոստացել ինքս ինձ ու բացում եմ դուռը:
Արագ շարժվում եմ դեպի դահլիճի վերջին շարքի վերջին աթոռը, նստում եմ և կրկնում՝ նյութը։ Մտնում է դասախոսը, սկսում ենք սեմինարը։ Դասախոսը հարցեր է տալիս ներկաներին, բոլորը խոսում են, բոլորը պատասխանում են, բոլորը ակտիվություն են ցուցաբերում, իսկ ես սպասում եմ ու ինքս ինձ ասում՝ սրանից հետո ես էլ կցուցաբերեմ աքտիվություն… ևս մեկ հարց և ես էլ կպատասխանեմ… այս հարցն էլ չէ և հաջորդ հարցին իսկապես պետք է պատասխանեմ. … և մինչդեռ ինքս ինձ համոզում եմ ակտիվ լինել, լսվում է հետևյալ ձայնը. «Դե ինչ գործընկերներ, այօր ավարտում ենք դասախոսությունը, շատ խելացի ու բանիմաց սերունդ եք մեծանում, գոնե սա հուսադրում է ինձ, որ մենք լավ ապագա կունենանք։ Ձեզ գործընկերներ եմ անվանում, որովհետև հույսս ձեր վրա եմ դնում… »: Ուսանողները ծիծաղում են, հեռանում լսարանից գոհ դեմքերով և դասախոսի հանդեպ երախտագիտության զգացումով։ Իսկ ես, լուռ ու միայնակ դասավորում եմ գրքերս ու աննկատ դուրս եմ գալիս սենյակից։ Հետո ինձ անհանգստացնում է երկրորդ հարցը՝ մի՞թե միայն լավ կրթությունն է հույսի հիմքը և մեզ իսկապե՞ս լավ ապագա է սպասվում։
Սա միայն մեկ ուսանողի օրինակ է, մեկ մասնավոր դեպք: Ցավոք, շատ են այդպիսի ուսանողները, ովքեր գալիս են մոտիվացված և երազանքներով լի՝ շարունակելու իրենց ուսումը, բայց հանդիպում են օտար ու նվաստացուցիչ միջավայրի …
-Ի՞նչ սխալ եմ արել: – Դու ոչ մի սխալ բան չես արել, դու նույնպես մի հրաշալի մարդ ես, հրաշալի անհատականություն, այս հասարակության մի մասը: Դու ուժեղ մարդ ես, որ որոշել ես շարունակել կրթությունդ և տիրապետել գիտելիքի:
-մի՞թե միայն լավ կրթությունն է հույսի հիմքը և մեզ իսկապե՞ս լավ ապագա է սպասվում։- Մարդկային վարքագիծն ու կարեկցանքը շատ ավելի կարևոր են, քան լավ սովորելը: Հետևաբար, միայն սովորելը հույսի հիմք չի կարող հանդիսանալ, և միայն լավ սովորելը լավ ապագա ստեղծող չէ:
Ընկերներ, մենք՝ բոլորս մարդ ենք և այս երկրի զավակներն ենք։ Ստորացնելու և ծիծաղելու փոխարեն օգնենք միմյանց, կարեկցեք և, հավատացեք,սրանով, իսկապես լավ ապագա կկերտեք։
————————————
ავტორი ჯივან მკრტჩიანი
„ძალიან დავიღალე, უკვე ძალები გამომეცალა. ვერ ვიტან უთანასწორობას, ვერ ვიტან უსამართლობას, საშინლად ვგრძნობ თავს… დღე და ღამე ერთი კითხვა მტანჯავს: რატომ? რატომ? და რატომ? თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებს და ბევრჯერ მეორდება. მერიდება, მეშინია, გატეხილი ვარ, თავს უცხოდ და ღარიბად ვგრძნობ… არ ვიცი, რას ვაკეთებ, არ ვიცი, სად ვარ, არ ვიცი, რა მინდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ვიცი, რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო… ამასობაში, ერთი კითხვის პასუხი მაწუხებს: რა დავაშავე?“.
ასე მელაპარაკებოდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ერთი სტუდენტი, რომლსაც დასცინეს უნივერსიტეტში, რადგან სრულყოფილად და უაქცენტოდ ვერ ლაპარაკობდა ქართულად. „ძალიან ცუდად ვიცი ქართული ენა, ხშირად მერევა სიტყვები ერთმანეთში. ამასთანავე, ძალიან უცხოა გარემოც. ძალიან მეშინია ლაპარაკისა, მეშინია, კიდევ გავხვდე დამცირების საგანი, მეშინია, ვისაუბრო. სულ მარტოდ ვგრძნობ თავს, უცხოდ და ღარიბად.
ყოველდღე, ვიღვიძებ, სწრაფად ვიმეორებ სალექციო თემას და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ დღეს უაქცენტოდ და სუფთად ვილაპარაკებ, დღეს გამომივა. მივდივარ უნივერსიტეტში. თავიდან ძალიან სწრაფი ნაბიჯებით, შეუჩერებლად, მაგრამ რაც ვუახლოვდები უნივერსიტეტის შემოსასვლელ კარს, ნელ-ნელა ვანელებ ნაბიჯებს. რაც უფრო ვუახლოვდები აუდიტორიის კარს, გული უფრო სწრაფად მიცემს, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე. ფეხები უკვე მექანიკურად მუშაობენ, თითქოს ტვინისგან მოწყვეტილად მივყავარ აუდიტორიაში. საბოლოოდ, ვჩერდები აუდიტორიის კარის წინ, თავში ათასი კითხვა მიტრიალებს. ვკარგავ თავდაჯერებულობას, ემოციები მახრჩობს… ღრმად ვსუნთქავ და მახსენდება, თუ რა დავპირდი დილით საკუთარ თავს და ვაღებ კარს.
სწრაფად ვმოძრაობ აუდიტორიის ყველაზე ბოლო რიგის ყველაზე ბოლო სკამისკენ, ვჯდები და ვიმეორებ მასალას. შემოდის ლექტორი, ვიწყებთ სემინარს. ლექტორი კითხვებს უსვამს აუდიტორიას, ყველა ლაპარაკობს, ყველა პასუხობს, ყველა აქტიურობს, მე კი ველოდები და საკუთარ თავს ვეუბნები: ამის შემდეგ მეც ვიაქტიურებ… ერთი კითხვაც და მეც ვუპასუხებ… ეს კითხვა არა და შემდეგ კითხვას ნამდვილად უნდა ვუპასუხო… და სანამ მე საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ვიაქტიურო, ისმის შემდეგი ხმა: „ კარგით კოლეგებო, დღეს ამით ვამთავრებთ ლექციას, ძალიან ჭკვიანი და მცოდნე თაობა იზრდებით, ეს მაინც იმედს მაძლევს, რომ კარგი მომავალი გვექნება. თქვენ კოლეგებს გიწოდებთ, რადგან თქვენი იმედი მაქვს…“. სტუდენტები იცინიან, კმაყოფილი სახეებითა და ლექტორისადმი მადლიერების გრძნობით გადიან აუდიტორიიდან. მე კი ჩუმად და მარტო ვალაგებ წიგნებს და შეუმჩნევლად გავდივარ ოთახიდან. შემდეგ უკვე მაწუხებს მეორე კითხვა: მხოლოდ კარგად სწავლა არის იმედის საფუძველი და მართლა კარგი მომავალი გველოდება?“.
ეს მხოლოდ ერთი სტუდენტის მაგალითია, ერთი კერძო შემთხვევა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ასეთი სტუდენტი არსებობს, რომლებიც მოტივირებულად და ოცნებით აღსავსენი მოდიან სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ დახვდებათ უცხო და დამამცირებელი გარემო…
მე მინდა, ვუპასუხო ამ სტუდენტის ორ ძირითად კითხვას:
– რა დავაშავე? – არაფერი არ დაგიშავებია, შენც ხარ ერთი შვენიერი ადამიანი, მშვენიერი პიროვნება, ინდივიდი და ამ საზოგადოების ერთი ნაწილი. შენ ხარ უმაგრესი ადამიანი, რომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება და სწავლის დაუფლება;
– მხოლოდ კარგად სწავლა არის იმედის საფუძველი და მართლა კარგი მომავალი გველოდება? – ადამიანის ქცევა და თანაგრძნობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგად სწავლა. ამიტომაც არა, მხოლოდ სწავლა არ არის იმედის საფუძველი და მხოლოდ კარგად სწავლა არ არის კარგი მომვლის შემქმნელი.
მეგობრებო, ყველანი ადამიანები ვართ და ვართ ამ ქვეყნის შვილები. დამცირებისა და სიცილის ნაცვლად, დავეხმაროთ ერთმანეთს, ვუთანაგრძნოთ და, დამიჯერეთ, ამით ნამდვილად კარგ მომავალს შევქმნით.